[vc_row][vc_column][vc_column_text]
ონლაინ სემინარების უფასო კურსი უკვე მიმდინარეობს
სამეცნიერო პუბლიკაცია ჟურნალში კვლევის შედეგების გაზიარების მნიშვნელოვანი ფორმაა, მაგრამ პუბლიკაციის შეფასება (Peer review) და გამოქვეყნება ხშირად რთულ და დამღლელ პროცესად იქცევა.
ამ პროცესზე ბუნდოვანი წარმოდგენების ნათელსაყოფად, BioMed Central და ჯანდაცვის მსოფლიო სისტემები (HSG), რომლის სამდივნოს საერთაშორისო ფონდი კურაციო მართავს, გთავაზობთ ონლაინ სემინარების (ვებინარების) სერიას სამეცნიერო სტატიის წარდგენის, განხილვის და გამოქვეყნების პროცესის შესახებ.
5 ვებინარისგან შემდგარი კურსი გათვლილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მკვლევარებისთვის. კურსის ფარგლებში პასუხი გაეცემა ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა:
- როგორ მოვამზადოთ სტატია და ავირჩიოთ შესაფერისი ჟურნალი გამოსაქვეყნებლად?
- როგორია სტატიის განხილვის პროცესი და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ რედაქტორები?
- საგამომცემლო მოდელები და ღია წვდომა ჟურნალებზე
- როგორია კვლევისა და გამოქვეყნების ეთიკა
- რას ნიშნავს იყო სტატიის რეცენზენტი (peer reviewer) ?
ვებინარების თითოეული სერიის აღწერა ხელმისაწვდომია აქ. პირველი ორი ვებინარის ჩანაწერი კი უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ.
ხოლო დარჩენილი სამი სერიის მოსასმენად, დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე და ჩაერთეთ დისკუსიაში, მითითებულ დროს.
ვებინარები ინტერაქტიულია და დამსწრეები ლექციის აქტიური წევრები არიან. მონაწილეებს აქვთ საშუალება დასვან შეკითხვები და გაერკვნენ მათთვის საინტერესო საკითხებში. თუ შეკითხვების ნაწილს დროის უკმარისობის გამო ვერ განიხილავენ, პასუხები მოგვიანებით ქვეყნდება HSG-ის ვებ-გვერდზე.
შემდეგი ვებინარის გამართვის თარიღია 19 მაისი.
ვებინარი 1: სტატიის მომზადება და ჟურნალში წარდგენა
კვლევითი სტატიის მომზადება წერის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ვებინარი განიხილავს სტატიის მომზადების ეტაპზე რა უნდა გაითვალისწინოს მკვლევარმა და იძლევა რჩევებს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ შესაფერისი ჟურნალი პუბლიკაციისთვის. ეს ვებინარი დიდწილად ახალგაზრდა მკვლევარებზეა ორიენტირებული, თუმცა ასევე სასარგებლო იქნება გამოცდილი ავტორებისთვისაც.
პრეზენტატორები: ჰილარი ლოგანი, BMC Health Services კვლევის რედაქტორი და ლიზ ჰოფმანი, ჟურნალების განვითარების მენეჯერი BioMed Central- ში სამედიცინო მომსახურების კვლევის ჟურნალებისთვის.
ნახეთ ჩანაწერები და ჩამოტვირთეთ სლაიდები.
ვებინარი 2: განხილვის პროცესი – რა ხდება, სტატიის ჟურნალში წარდგენის შემდეგ?
ოდესმე დაგაინტერესათ რას ფიქრობს ჟურნალის რედაქტორი თქვენი სტატიის შესახებ, ან რა ხდება, როდესაც თქვენს ხელნაწერს ჟურნალში გზავნით? ეს ვებინარი მიმოიხილავს სტატიის განხილვის ეტაპს და იძლევა რჩევებს, როგორ გასცეთ კონსტრუქციული პასუხი რედაქტორებისა და რეცენზენტების კომენტარებს. ასევე როგორ მოიქცეთ, როდესაც არ ეთანხმებით რედაქტორების და რეცენზენტების მოსაზრებებს.
პრეზენტატორები: ჰილარი ლოგანი, BMC- ის სამედიცინო მომსახურების კვლევის რედაქტორი და დიანა მარშალი BMC- ის გამომცემელი.
ვებინარი 3: პუბლიკაციის მოდელები და სტატიებზე ღია წვდომა
მაისი 19, 2017, 12:30 – 14 :00 სთ (თბილისის დროით)
სამეცნიერო გამოცემებში ჟურნალების ფართო სპექტრი და მრავალი პუბლიკაციის მოდელი ერთიანდება. მკვლევარები კარიერის ნებისმიერ ეტაპზე უნდა ერკვეოდნენ საგამომცემლო სიტუაციაში, კერძოდ, ღია ხელმისაწვდომობასა და ინოვაციებში, რაც ხელს შეუწყობს კვლევის პროცესს.
პრეზენტატორები: ლუის ჰოფმანი, ჟურნალების განვითარების მენეჯერი BioMed Central- ში და დიანა მარშალი გამომცემელი BMC ჟურნალისთვის, სამედიცინო მომსახურების კვლევის მიმართულება.
ნახეთ ჩანაწერი და ჩამოტვირთეთ სლაიდები.
ვებინარი 4: კვლევისა და გამოქვეყნების ეთიკა
9 ივნისი, 2017, 12:30 – 14 :00 სთ (თბილისის დროით)
კვლევისა და გამოქვეყნების ეთიკის ცოდნა მნიშვნელოვანია მკვლევარისთვის. საჭიროა იცნობდეს არსებულ მოთხოვნებს, რათა თავიდან აიცილოს სირთულეები. ეს ვებინერი მსჯელობს კვლევისა და პუბლიკაციის ეთიკის შესახებ, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ განიხილავენ ჟურნალის რედაქტორები სხვადასხვა საკითხს.
პრეზენტორი: სტეფანი ბუგტონი, სამედიცინო რედაქტორი, კვლევითი ინტეგრირებული ჯგუფი BioMed Central-ში.
ნახეთ ჩანაწერი და ჩამოტვირთეთ სლაიდები.
ვებინარი 5: როგორც თანატოლი რეცენზენტი – როგორ მივუდგეთ პირველ რეცენზიას?
23 ივნისი 2017, 12:30 – 14 :00 სთ (თბილისის დროით)
თქვენი სამეცნიერო წერის უნარების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გახდეთ რეცენზენტი. პირველი რამდენიმე რეცენზია შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ეს ვებინარი იმ მკვლევარებს დააინტერესებთ, რომლებსაც რეცენზიის მცირე გამოცდილება აქვთ ან/და სურთ გააუმჯობესონ უნარ-ჩვევები. ვებინარი საუბრობს, თუ როგორ უნდა გახდეთ რეცენზენტი და რჩევები რედაქტორებისგან.
პრეზენტორები: ჰილარი ლოგანი, BMC- ის სამედიცინო მომსახურების კვლევის რედაქტორი და BioMed Central-ში ჟურნალების აკადემიური რედაქტორები.
ნახეთ ჩანაწერი და ჩამოტვირთეთ სლაიდები.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]