ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღის შედეგები 4 მარტს გახდა საჯარო. საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი, გიორგი გოცაძე მოკლედ საუბრობს იმ მნიშვნელოვანი მიგნებების და გამოწვევების შესახებ, რაც ამ კვლევის შედეგად დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მიგნებები კვლევაში მონაწილე ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ნააზრევს ეყრდნობა და ამავდროულად დარდება სხვა (ანგარიშში მითითებული) წყაროების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.
კვლევა საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ა) ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობა ჯანდაცვის სფეროში; ბ) მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა; გ) ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა; დ) კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარების პერსპექტივები და ჯანდაცვის სფეროს სამომავლო მოლოდინები.
კვლევის ანგარიში სრულად შეგიძლია იხილოთ ბმულზე.