საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის ორგანიზებით 26 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე აუდიტორიას გაეცნო ორი ახალი კვლევის შედეგები. კვლევები ტუბერკულოზის გამოვლენის და მკურნალობაზე დამყოლობის სისტემურ ფაქტორებს იკვლევს. პროექტი მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციასთან არსებული ტროპიკული დაავადებების კვლევითი ცენტრის (WHO/TDR) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ფონდმა იმსჯელა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაზე დამყოლობის თვისებრივი კვლევის მიგნებების შესახებ, რომელიც ანგარიშის სახით იანვრის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი.
კურაციომ შევაჩეროთ ტუბერკულოზის (Stop TB Partnership) ფინანსური მხარდაჭერით ასევე აღწერა ტუბერკულოზის სფეროში ჩართული ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია და გააერთიანა სათემო ორგანიზაციების ცნობარში, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.