საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფების/ორგანიზაციების გაძლიერება.
პროექტის მთავარ ამოცანაა, ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის – ტუბერკულოზის საპასუხოდ შექმნას პაციენტზე ორიენტირებული, სახელმწიფოსა და თემს შორის მაღალ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მჭიდრო კავშირი.
პროექტის სამი ძირითადი ამოცანა შემდეგია:
- ტუბერკულოზის მიმართულებით წამოჭრილ პრობლემურ საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გასაუმჯობესებლად, სამართლებრივი და სოციალური გარემოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ხარვეზებისა და საჭიროებების შეფასება;
- ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის;
- კავშირების, კოორდინაციისა და თანამშრომლობის დონის გაუმჯობესება ტუბერკულიოზის თემებზე მომუშავე სამოქალაქო/საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სახელმწიფოსა და სხვა ტიპის დაწესებულებებს შორის.
ფონდი პერიოდულად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას აქტივობებისა და მიღწევების შესახებ პროექტის მიმდინარეობის პროცესში.