Designup

კონფიდენციალობის პოლიტიკა

კონფიდენციალობის პოლიტიკა

DesignUp.ge-ის (შემდგომში „კომპანია“, „ჩვენ“) მიზანია, მკაფიოდ და გამჭვირვალედ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება.

მონაცემთა დამუშავების პრინციპები

ჩვენ ვხელმძღვანელობთ შემდეგი პრინციპებით:

  • თქვენი მონაცემების დაცულობა და უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია.

 

  • თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ კანონის შესაბამისად და თქვენი თანხმობით დამუშავდება.

 

  • მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ

მონაცემების შეგროვება ხდება:

  • თქვენი რეგისტრაციის, გამოწერის ან მომსახურების მიღებისას მითითებული მონაცემების (სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა საჭირო ინფორმაცია) საფუძველზე.

  • პლატფორმაზე ვიზიტისას ავტომატურად შეგროვებული მონაცემების საფუძველზე (IP მისამართი, ვიზიტის დრო, მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერი).

მონაცემთა გამოყენება პირდაპირი მარკეტინგისთვის

თქვენი თანხმობით, შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის:

  • სიახლეების და სიახლეების წერილების (ნიუსლეთერი) გაგზავნა.

  • მომსახურებებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ ასეთი შეტყობინებების მიღება.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ:

  • ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ;

  • მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა ან წაშლა;

  • მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;

  • თანხმობის გაუქმება.

თქვენ ასევე გაქვთ უფლება, პრეტენზია მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოში.

საკონტაქტო ინფორმაცია

მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში, მოგვმართეთ:

ელ-ფოსტა: info@designup.ge

მისამართი: თბილისი, მირიან მეფის 115 საქართველო

მადლობას გიხდით ნდობისთვის!