ივლისის თვეში საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარები, ლელა სულაბერიძე და ივდითი ჩიქოვანი აივ-ინფექციისთვის მიძღვნილ გლობალურ კონფერენციას AIDS2016 სტუმრობდნენ, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ დურბანში ჩატარდა. AIDS2016-ის ფარგლებში 18000-მდე დელეგატი შეიკრიბა, რათა ემსჯელათ აივ-შიდსის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებებსა და გამოწვევებზე და სხვა გლობალური ეპიდემიოლოგიური ტენდენციებზე.
ივდითი ჩიქოვანი IAEN -ის პრე-კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა და ისაუბრა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დონორების დახმარების შეწყვეტის საკითხზე. მოხსენების ფარგლებში აუდიტორიას გაეცნო კურაციოს მიერ შემუშავებული ჩარჩო (Framework), რომელიც აფასებს ქვეყნის მზაობას დონორული დახმარების შემდგომი პერიოდისთვის. მოხსენება აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის 4 ქვეყნის მაგალითზე გაკეთდა. პრეზენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
კონფერენცეიაზე კურაციოს მკვლევარებმა წარადგინეს ასევე 2 პოსტერი. ლელა სულაბერიძემ წარადგინა პოსტერი, რომელიც პოპულაციის ზომის განსაზღვრის ინოვაციური მეთოდის გამოყენებას ეხებოდა და განიხილავდა სირთულეებს, რომელიც სამიზნე პოპულაციის განსასაზღვრად ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებისას იჩენს თავს. ელექტრონული პოსტერი ხელმისაწვდომია ბმულზე.
მეორე პოსტერი კი აივ-ეპიდემიოლოგიის სურათს ასახავდა საქართველოს მსმ პოპულაციაში. პოსტერი ხელმისაწვდომია ბმულზე.