Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • მსმ პოპულაციის ზომის შესაფასების კვლევა, თბილისი საქართველო

    ჟურნალი PLOS ONE აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარების ავტორობით, Population Size Estimation of Men Who Have Sex with Men in Tbilisi, Georgia;

    ფონდმა 2014 წელს ჩაატარა პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა თბილისის მასშტაბით, მამაკაცებში, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან. სტატიაში თბილისის კვლევის შედეგები შედარებულია  ჩვენი რეგიონების სხვა ქვეყნებში მცხოვრები მსმ პოპულაციის მაჩვენებლებს. პოპულაციის ზომის შეფასების კვლევები ძალზედ მნიშვნელოვანია აივ პროგრამების წარმატებულად დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის, თუმცა ხშირად ვერ ხდება მათი ჩატარება.

    მსმ პოპულაციის ზომის შეფასების „ოქროს წესის – სტანდარტის“ არ არსებობის გამო, კვლევა  ჩატარდა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით,  როგორებიცაა: ქსელის ზომის განსაზღვრის მეთოდი (network scale-up), მრავლობითი კოეფიციენტების მეთოდი მობილური/ვებ აპლიკაციების მოხმარების, უნიკალური ნივთების და სერვისის მოხმარების ინფორმაციის გამოყენებით  (mobile/web apps multiplier, service and unique object multiplier), ჩაჭერა-უკუჩაჭერის მოდიფიცირებული მეთოდი (network-based capture-recapture), ჰენდკოკის RDS-ზე დაფუძნებული მეთოდი (Handcock RDS-based) და ჯგუფის ცოდნის მეთოდი (Wisdom of Crowds). იმისთვის, რომ ყველა ეს მეთოდი გამოგვეყენებინა, კვლევა ჩატარდა ორ ეტაპად: პირველი შინამეურნეობების გამოკითხვა 1,015 ზრდასრულ ზოგად პოპულაციაში და მეორე გამოკითხვა რესპონდენტზე ორიენტირებული შერჩევის მეთოდით  210 მსმ რესპონდენტთან. სტატიაში ასევე მოყვანილია მსმ პოპულაციის ზომის სავარაუდო მაჩვენებლები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩატარებული მსგავსი კვლევების შესახებ ლიტერატურის მიმოხილვას ეფუძნება.

    კვლევის შედეგად მიღებული რიცხვი, რომელიც თბილისის მსმ პოპულაციის ზომას ადგენს,  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის მერყეობს. ეს მაჩვენებლები ღირებული  ინფორმაციაა აივ-ის გავრცელების პრევენციული პროგრამების დაგეგმვის და შეფასებისთვის. მეტიც, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი კვლევის შედეგები ნაწილობრივ შეავსებს არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმს, რომელიც რეგიონებში მსმ მოსახლეობის ზომის მაჩვენებლების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებობს.

    სტატიის წასაკითხად, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე..

  • თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროექტი

    პროექტი „თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსება“ განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ (საგრანტო ხელშეკრულება No: RFA-GC6-001-DT) დასავლეთ საქართველოში თემის მობილიზაციის ინიციატივის ხელშეწყობის პროექტის ფაგლებში. პროექტი განხორციელდა „ქეა ინტერნეიშენალის“ კავკასიის წარმომადგენლობის ადმინისტრირებით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ პროექტის განხორციელება დაიწყო 2003 წლის აგვისტოში და დაასრულა 2004 წლის აგვისტოში.

    თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროექტის მთავარი მიზანი იყო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში არსებული ბარიერების შემცირება სამიზნე თემების ღარიბი მოსახლეობისთვის თემის მიერ მართული ჯანდაცვის პროგრამების შემუშავების საშუალებით, რომლის ფარგლებში ხდება წინასწარ გადახდის საფუძველზე თემის ფინანსური რესურსების (ჯანდაცვისთვის განკუთვნილი) მობილიზაცია.

    საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ განსაზღვრა შემდეგი ამოცანები:

    12-18 მდგრად თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამის შემუშავება შერჩეულ გეოგრაფიულ ზონებში თემების და ადგილობრივი ჯანდაცვის პროვაიდერების მონაწილეობით;
    თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამების გამოყენება თემებში ყველაზე ღარიბი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით;
    თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამების მართვის ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება;
    თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამების მომავალი მდგრადობის უზრუნველყოფა.
    პროექტის განხორციელების დროს შემდეგი ნაბიჯები გადაიდგა:

    დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონში სიტუაციის შეფასება საწყის ეტაპზე;
    თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამის განხორციელებაში დაინტერესებული თემების განსაზღვრა;
    თითოეულ შერჩეულ თემზე მორგებული, თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამის შემუშავება ადგილობრივი თემების მონაწილეობით;
    შექმნილი პროგრამების წარდგენა თემზე დაფუძნებული ორგანიზაციისთვის სემინარების საშუალებით;
    თემის წარმომადგენელი ჯგუფების და ჯანდაცვის პროვაიდერების ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა;
    ტრენინგის მასალების მომზადება თემებისთვის და ჯანდაცვის პროვაიდრებისთვის მათი საჭიროებების მიხედვით;
    ფონდის მენეჯერების და ჯანდაცვის პროვაიდერების ტრენინგი;
    თემზე მორგებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამების განხორციელების დაწყება 8 სამიზნე თემში.

  • მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი

    2012-2014 წლებში საერთაშორისო ფონდმა კურაციომ განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი წარმოადგენდა.

    კვლევა უფრო მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავდა ექვს სხვადასხვა ქვეყანაში (მოლდოვეთი, ბენინი, უგანდა, ზამბია, განა, ჰონდურასი) რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების შეფასებას. კვლევა ჩატარდა Bill & Melinda Gates Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით.

    კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს: ა) ქვეყანაში იმუნიზაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების დაგეგმვის გაუმჯობესებას, ბ) ქვეყანაში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ეფექტური განხორცილებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების, იმუნიზაციის სერვისების მიწოდების და ახალი ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯების გააზრებას გ) ახალი ვაქცინის დასანერგად, იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI ) არსებული პოლიტიკის/პროცედურების განახლებას.

    ჩვენი კვლევის შედეგები იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოლდავეთში ახალი ვაქცინის დანერგვის ფინანსური ხელმისაწვდომობის და იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ფინანსურ მდგრადობის შესახებ, რომელიც GAVI-ის მხარდაჭერის დამთავრების შემდგომ პერიოდშია მოსალოდნელი.

    პროექტის ანგარიში და პოლიტიკის ცნობა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

     

     

     

  • საერთაშორისო ფონდი კურაციოს კვლევის შედეგები შიდსის საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე

    „პოპულაციის ზომის შეფასება მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან (მსმ)“ ეს არის კვლევა, რომლის შესახებაც შიდსის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მერვე კონფერენციაზე სახელწოდებით „აივ პათოგენეზი, მკურნალობა და პრევენცია“ , იმსჯელეს და კვლევის მიგნებები გააცნეს ფართო საზოგადოებას. კვლევა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2014 წელს, ქალაქ თბილისში ჩაატარა. მკვლევართა გუნდმა კვლევის პროცესში გამოიყენა ინოვაციური მეთოდი, კერძოდ მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდი, რომელიც ემყარება ქსელურ შერჩევას. აღნიშნული მეთოდი პირველად იქნა გამოყენებული მსმ-ებში, მცირე მოდიფიკაციით თავდაპირველი ვარიანტისგან.

    მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდით მიღებული შედეგები სრულ თანხვედრაშია სხვა უკვე კარგად ცნობილი პოპულაციის ზომის შეფასების მეთოდებით მიღებული შედეგების მედიანურ მაჩვენებელთან.

    როგორც კვლევამ ცხადყო, მსმ პოპულაციის ზომის შეფასება აღნიშნული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელი, მარტივი და ხარჯთ-ეფექტურია და შესაძლებელია მისი გამოყენება მომავალში.

    დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პრეზენტაცია და ბანერი, რომელიც კონფერენციაზე წარსდგა.

     

     

  • საერთაშორისო ფონდი კურაციოს კვლევის შედეგები შიდსის საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე

    „პოპულაციის ზომის შეფასება მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან (მსმ)“ ეს არის კვლევა, რომლის შესახებაც შიდსის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მერვე კონფერენციაზე სახელწოდებით „აივ პათოგენეზი, მკურნალობა და პრევენცია“ , იმსჯელეს და კვლევის მიგნებები გააცნეს ფართო საზოგადოებას. კვლევა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2014 წელს, ქალაქ თბილისში ჩაატარა. მკვლევართა გუნდმა კვლევის პროცესში გამოიყენა ინოვაციური მეთოდი, კერძოდ მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდი, რომელიც ემყარება ქსელურ შერჩევას. აღნიშნული მეთოდი პირველად იქნა გამოყენებული მსმ-ებში, მცირე მოდიფიკაციით თავდაპირველი ვარიანტისგან.

    მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდით მიღებული შედეგები სრულ თანხვედრაშია სხვა უკვე კარგად ცნობილი პოპულაციის ზომის შეფასების მეთოდებით მიღებული შედეგების მედიანურ მაჩვენებელთან.

    როგორც კვლევამ ცხადყო, მსმ პოპულაციის ზომის შეფასება აღნიშნული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელი, მარტივი და ხარჯთ-ეფექტურია და შესაძლებელია მისი გამოყენება მომავალში.

    დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პრეზენტაცია და ბანერი, რომელიც კონფერენციაზე წარსდგა.

     

     

  • ბიზნესკურიერი ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეოთხე ტალღაზე

    ბიზნესკურიერმა აქცენტები ფასების ზრდაზე გააკეთა და ძირითადად წამლების ფასების ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა.  ექსპერტების განწყობების და მოლოდინების  ცვლილების შეფასება ბარომეტრის ოთხი ტალღის შედეგების შედარებით სცადეს.  წამლების ფასების ზრდაზე კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომ, სტუდიაში მოწვეული სტუმარი ვალერი კვარაცხელია იყო.

     

     

     

     

     

  • ჯანდაცვის სისტემების კვლევების მეოთხე გლობალური სიმპოზიუმი

    მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ 2016 წლის 14-18 ნოემბერს, ვანკუვერში (კანადა), გაიმართება ჯანდაცვის სისტემების კვლევისადმი (Health Systems Research) მიძღვნილი გლობალური სიმპოზიუმი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება – Health Systems Global (HSG) უკვე მეოთხედ მასპინძლობს. 2015 წლის 1 მარტიდან Health Systems Global-ის სამდივნოს საერთაშორისო ფონდი კურაციო მასპინძლობს თბილისში.

    მეოთხე სიმპოზიუმი ჯანდაცვის სისტემების მდგრადობასა და რეაგირებისუნარიანობას მიეძღვნება. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც კონკრეტული კვლევითი გამოცდილება აქვს, სურს, საკუთარი სამეცნიერო მიგნებები მსოფლიო საზოგადოებას გაუზიაროს და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

    Vancouver

    ჯანდაცვის სისტემების კვლევის 2016 წლის სიმპოზიუმი მიმართულია ჯანდაცვის სისტემების კვლევაში მეცნიერული მიღწევების და გამოცდილების გაზიარებისკენ, რათა დაგროვდეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ჯანდაცვის სისტემები კონკრეტულ გამოწვევებზე და რამდენად მდგრადია იგი. აღნიშნული ღონისძიება განავრცობს წინა წლებში გამართული სიმპოზიუმების თემებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის და ხალხზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სისტემების გაშუქებას მიეძღვნა.

    სიმპოზიუმის ფარგლებში გამართული დიალოგები და დებატები, ფაქტებისა და გამოცდილების თავმყრის გზით, იმ „რეალურ სამყაროებში“ შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, რომელთა გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემების ძირითადი ორიენტირია. HSR გლობალური სიმპოზიუმი ის ადგილია, სადაც მსოფლიოს წამყვანი და ახალგაზრდა მეცნიერები ერთობლივად იმსჯელებენ ჯანდაცვის სისტემებზე ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, კლიმატის ცვლილება და მრავალი სხვა. HSR სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ჯანდაცვის სისტემების განვითარების ინოვაციური იდეები და ჯანდაცვაზე ორიენტირებული დარგთაშორისი ურთიერთქმედება.

    თუ გაქვთ კვლევითი გამოცდილება და გსურთ, თქვენი სამეცნიერო მიგნებები ჯანდაცვის სისტემების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიაროთ, მიიღოთ ინფორმაცია და ისწავლოთ სხვებისაგან, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სიმპოზიუმის მონაწილე გახდეთ.

    დეტალური ინფორმაცია ჯანდაცვის სისტემების კვლევისადმი მიძღვნილი მეოთხე გლობალური სიმპოზიუმის შესახებ იხილეთ ბმულზე.

     

  • გლობალური ალიანსი ეხმაურება კურაციოს შეფასებებს

    გლობალური ალიანსი (Gavi) ეხმაურება ფონდი კურაციოს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც შეეხება ბოსნია-ჰერცოგოვინაში Gavi-ის დამხარების მდგრადობის შეფასებას.

    გლობალურმა ალიანსი აღნიშნულ დოკუმენტს აფასებს, როგორც მნიშვნელოვან კონტრიბუციას Gavi-ის პროგრამის გასაუმჯობესებლად გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.

    “ჩვენთვის ეს შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ქვეყნების განვითარების მხარდაჭერა Gavi-ს პროგრამების დასრულების შემდგომ პერიოდში. შეფასება ასევე ხაზს უსვამს მიღებულ გაკვეთილებს და იძლევა რეკომენდაციებს, რომელიც Gavi-ის პოლიტიკის დოკუმენტების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.” – იხილეთ შეფასების სრული დოკუმენტი.

    საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ მომზადებულმა შეფასებამ მოიცვა როგორც ფინანსური, ისე პროგრამული მხარე და ემყარებოდა ბოსნია ჰერცოგოვინას გამოცდილებას Gavi-ის მხრიდან მხარდაჭერის მიღებამდე, მხარდაჭერის პერიოდში და მის შემდეგ. Gavi-ის საქმიანობის შეფასება მოხდა სამი სხვადასხვა ფოკუსით: დაგეგმვა, განხორციელება და შედეგები.

    დოკუმენტის სრულად გასაცნობად გთხოვთ, იხილოთ ბმული.

  • ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და განსაზრავენ იმუნიზაციის სერვისების ღირებულებას მოლდავეთში

    სერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი Vaccine აქვეყნებს სტატიას“ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენას იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და განსაზღვრავენ იმუნიზაციის სერვისების ღირებულებას მოლდავეთში”. სტატიის თანაავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტები არიან.

    კვლევა, რომელიც მოლდავეთში საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარდა, არის ფართომასშტაბიანი კვლევის ნაწილი, რომელიც Bill & Melinda Gates Foundation-ის მხარდაჭერით განხორციელდა 6 ქვეყანაში. კვლევის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის და იმუნიზაციის სერვისების მიწოდების ეკონომიკური ღირებულების ანალიზი წარმოადგენდა.

    ამ დრომდე ძალიან მცირე რაოდენობის კვლევაა ჩაატარებული განვითარებად ქვეყნებში იმუნიზაციის პროგრამის შესრულებაზე მოქმედი და იმუნიზაციის სერვისების ღირებულების განმსაზღვრელი ფაქტორების გამოსავლენად. ჩვენი კვლევის მიზანს სწორედ ამ ინფორმაციული დეფიციტის შევსება წარმოადგენდა. კვლევის შედეგების ანალიზით გამოიკვეთა ფაქტორები, რომლებიც მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობასა და იმუნიზაციის სერვისების ღირებულებაზე ახდენს გავლენას.

    სტატია იხილეთ კურაციოს ResearchGate-ის გვერდზე.

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეხუთე ტალღა

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეხუთე ტალღა საერთაშორისო ფონდი კურაციო განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრში“ მონაწილე სპეციალისტების და ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით გთავაზობთ ბარომეტრის მეხუთე ტალღის შედეგებს.

    ამ ტალღის აქცენტები ისეთ საკითხებზე გაკეთდა, როგორიცაა: მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, სამედიცინო მომსახურების მოხმარების ტენდენციები, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი და კერძო სამედიცინო დაზღვევის პერსპექტივები, და სხვა. ბარომეტრის მეხუთე ტალღის მთავარი მიგნებები ასეთია:

    • ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებებით ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად “C” ჰეპატიტის პროგრამა დასახელდა;
    • ბარომეტრის მეოთხე და მეხუთე ტალღების მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან ექსპერტთა მოსაზრებებით მნიშვნელოვნად შემცირდა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება;
    • საინტერესოა, რომ 2015 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ დროისთვის შეადგენს 522,637 დაზღვეულს. რამაც მოსალოდნელია, რომ შეამციროს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი;
    • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც პროგრამის მნიშვნელოვანი პოზიტივია;
    • გაზრდილია ასევე ჰოსპიტალური სერვისების მოხმარებაც, განსაკუთრებით კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მოხმარების მაჩვენებელი (314%-ით), რაც ბადებს ლოგიკურ კითხვას: გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ზრდა ხომ არ არის საავადმყოფოების ხელოვნური პასუხი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ხომ არ შეუქმნის პრობლემებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს, რომელიც უკვე გადახარჯულია?
    ზოგადი მოლოდინები
    • ბარომეტრის მესამე ტალღიდან (ივნისი, 2014წ) დღემდე, ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებებით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდა სახელდება.
    • მედიკამენებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემებს ასევე ხაზს უსვამს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული „ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014“, სადაც ნათქვამია, რომ ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე გაიზარდა და განსაკუთრებით მოსახლეობის უღარიბეს ფენებში. სავარაუდოა, რომ ღარიბებს შორის მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების ზრდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე მოხდა. და ბოლოს, ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დახარჯულია 14%-ით, ანუ 32 მილიონი ლარით მეტი. აღნიშნული, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ჯანდაცვის სერვისების მაღალი უტილიზაციით და განსაკუთრებით გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის სწრაფი ზრდის ტემპით.

    მეტი ინფორმაციისთვის: იხილეთ ბარომეტრის მეხუთე ტალღის ანგარიში.  

    შენიშვნა: ბარომეტრის შედეგები ასახავს კვლევაში ჩართულ სპეციალისტთა მოსაზრებებს და მოლოდინებს. რეალური ტენდენციების წარმოსაჩენად, რესპონდენტთა მოსაზრებები შედარებულია ფაქტობრივ სტატისტიკურ და სხვა კვლევების მონაცემებს. ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები არიან სამინისტროების, სამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, სადაზღვევო კომპანიების და კვლევითი ჯგუფების წარმომადგენლები.