Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-8 ტალღა

    7 აპრილი მსოფლიო ჯანმრთელობისდღეა. საერთაშორისო ფინდი კურაციო ამ თარიღს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალი ტალღით ეხმიანება და 2016 წლის ბოლო 6 თვის ტენდენციებს აფასებს.

    ისევე როგორც წინა ტალღებში, მერვე ტალღაც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებთან ერთად იყენებს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს, რესპონდენტთა მოსაზრებების განსამტკიცებლადკვლევის მონაწილეები აფასებენ დარგში მიმდინარე წარმატებულ პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს. კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:

    1. ბოლო 2 წლის მანძილზე ბარომეტრის რესპონდენტები ”C ჰეპატიტის პროგრამის” მიმდინარეობას ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ასახელებენ
    2. VIII ტალღაში ჯანდაცვის სფეროს შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ცვლილებები დასახელდა
    3. რიგით მესამე წარმატებად სამედიცინო დაწესებულებების დონეებად განსაზღვრის დაწყება სახელდება.

    ჯანდაცვის სფეროს წინაშე დგას გამოწვევებიც, რომლებიც შემდეგი მიმართულებით იკვეთება: 1) ხარჯთ-ეფექტურობის მიღწევა ჯანდაცვის დაფინანსებაში 2) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა-ადმინისტრირების კუთხით არსებული ხარვეზები 3) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი.

    • რესპოდენტები შემდეგნაირად აფასებენ სამედიცინო მომსახურების ფასებსა და მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას:
    • 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა
    • 59% თვლის, რომ ამ პერიოდში ჯიბიდან გადახდებმა იმატა
    • 89% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა

    სპეციალისტთა შეფასებები თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2016 წლის მანძილზე:

    • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.78%-ით
    • საავადმყოფოების მომსახურება კი უმნიშვნელოდ გაძვირდა 0.92%-ით
    • მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებაზე მიუთითებს შინამეურნეობების კვლევის მონაცემებიც: 2010 წლიდან 2015 წლამდე 14%-ით არის მომატებული იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი* დაუდგათ.
    • თუმცა, 2015 წელს მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯის მოცულობა უფრო ნაკლებია ვიდრე 2010 წელს იყო.

    ბარომეტრის პრეზენტაცია სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.

    მადლობას ვუხდით ყველა რესპონდენტს კვლევაში მონაწილეობისთვის.

     

     

  • რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში

    [vc_row][vc_column][vc_column_text]ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიო მასშტაბით. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში.

    2016 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჩაატარა თვისებრივი კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების შესასწავლად. მიმდინარე კვლევის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს შორის საქართველოში. კვლევამ გამოავლინა სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მკურნალობაზე დამყოლობაზე რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. შედეგები დაჯგუფებულია სტრუქტურულ, სოციალურ, პერსონალურ და ჯანდაცვის სისტემურ ფატორებად კვლევის კონცეპტუალური ჩარჩოს მიხედვით. კვლევამ წარმოაჩინა რომ ტუბერკულოზის მკურნალობის დამყოლობაზე მოქმედი ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთქმედებენ.

    დოკუმენტი შეჯამებული სახით წარმოგიდგენთ კვლევის საფუძველზე გენერირებულ მტკიცებულებებს, რომელიც დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში, რათა გააუმჯობესონ მკურნალობის შედეგები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. კვლევის შედეგები შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს რეგიონის იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ტუბერკულოზის, როგორც დაავადების ტვირთი მაღალია საზოგადოებაში.[/vc_column_text][vc_empty_space][/vc_column][/vc_row][vc_row parallax_image=”” columns_type=”default” section=”” full_screen=”” vertical_centering=”” full_width=”” full_height=”” background=”” bg_color_info=”” img=”” parallax=”” parallax_bg_width=”110″ parallax_reverse=”” video=”” bg_type=”” parallax_style=”” bg_image_new=”” layer_image=”” bg_image_repeat=”” bg_image_size=”” bg_cstm_size=”” bg_img_attach=”” parallax_sense=”” bg_image_posiiton=”” animation_direction=”” animation_repeat=”” video_url=”” video_url_2=”” u_video_url=”” video_opts=”” video_poster=”” u_start_time=”” u_stop_time=”” viewport_vdo=”” enable_controls=”” bg_override=”” disable_on_mobile_img_parallax=”” parallax_content=”” parallax_content_sense=”” fadeout_row=”” fadeout_start_effect=”” enable_overlay=”” overlay_color=”” overlay_pattern=”” overlay_pattern_opacity=”” overlay_pattern_size=”” overlay_pattern_attachment=”” multi_color_overlay=”” multi_color_overlay_opacity=”” seperator_enable=”” seperator_type=”” seperator_position=”” seperator_shape_size=”” seperator_svg_height=”” seperator_shape_background=”” seperator_shape_border=”” seperator_shape_border_color=”” seperator_shape_border_width=”” icon_type=”” icon=”” icon_size=”” icon_color=”” icon_style=”” icon_color_bg=”” icon_border_style=”” icon_color_border=”” icon_border_size=”” icon_border_radius=”” icon_border_spacing=”” icon_img=”” img_width=”” ult_hide_row=”” ult_hide_row_large_screen=”” ult_hide_row_desktop=”” ult_hide_row_tablet=”” ult_hide_row_tablet_small=”” ult_hide_row_mobile=”” ult_hide_row_mobile_large=””][vc_column text_color=”” animate=”” animate_delay=”” width=”1/2″][vc_column_text]

    პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და… by CuratioCIF on Scribd

    [/vc_column_text][/vc_column][vc_column text_color=”” animate=”” animate_delay=”” width=”1/2″][vc_column_text]

    ანგარიში: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობ… by CuratioCIF on Scribd

    [/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

  • ტუბერკულოზის თემას ორი ახალი კვლევის შედეგი შეემატა

    საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის ორგანიზებით 26 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე აუდიტორიას გაეცნო ორი ახალი კვლევის შედეგები.  კვლევები  ტუბერკულოზის  გამოვლენის და მკურნალობაზე დამყოლობის სისტემურ ფაქტორებს იკვლევს. პროექტი მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციასთან არსებული ტროპიკული დაავადებების კვლევითი ცენტრის (WHO/TDR) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

    15697341_1165565293512109_1174266997682745297_n

    ფონდმა იმსჯელა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაზე დამყოლობის თვისებრივი კვლევის მიგნებების შესახებ, რომელიც ანგარიშის სახით იანვრის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი.

    კურაციომ შევაჩეროთ ტუბერკულოზის (Stop TB Partnership) ფინანსური მხარდაჭერით ასევე აღწერა ტუბერკულოზის სფეროში ჩართული ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია და გააერთიანა სათემო ორგანიზაციების ცნობარში, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.

  • ვილნიუსში გაიმართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური მდგრადობის და გარდამავალი პერიოდის კოორდინირების საკითხებზე იმსჯელეს

    უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა დონორების მიერ ჯანდაცვის სფეროში  პროგრამების დაფინანსება, განსაკუთრებით საშუალო შემოსავლის  ქვეყნებში. ეს ეხება  აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამებსაც, რომლებიც ფინანსდება გლობალური ფონდის მიერ.  ეს ტენდენცია ეჭვ ქვეშ აყენებს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის წინააღდეგ მიმართული პროგრამების მდგრადობას, კერძოდ კი საფრთხე ემუქრება იმ  პროგრამებს, რომლებსაც არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები მაღალი რისკის ჯგუფების მხარდასაჭერად ახორციელებენ. გარდამავალ პერიოდში აქტივობების კოორდინაციის მიზნით, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის ინიციატივით და გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ვილნიუსში (ლიტვა), 20 -21 ოქტომბერს გლობალური სამიტი ჩატარდა.

    სამიტის მიზანი იყო დონორთა (გლობალური ფონდი, PEPFAR, ღია საზოგადოების ფონდი, რობერტ კარის ქსელის ფონდი) და ტექნიკური პარტნიორების (გაეროს შიდსის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს მოსახლეობის ფონდის) აქტივობების კოორდინირება რეგიონის ქვეყნებში (განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები) გარდამავალი პერიოდის დაგეგმვის პროცესში.

    საერთაშორისო ფონდი კურაციო სამიტის ერთ-ერთი მონაწილე იყო. სამიტის ფარგლებში ორგანიზაციამ  წარმოადგინა გარდამავალი პერიოდის მზადყოფნის შეფასების ჩარჩო და ინსტრუმენტები (TPA), რომლის პილოტირება განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ოთხ  ქვეყანაში (ბელორუსი, ბულგარეთი, საქართველო, უკრაინა)  და ამ დროისთვის კვლევა მიმდინარეობს სომხეთში, მოლდოვაში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. აღნიშნული ინსტრუმენტი შეხვედრაზე წარადგინა ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა, რომელიც  ორგანიზაციის „გარდამავალი პერიოდის დაგეგმვისა  და მდგრადობის” პორტფოლიოს უძღვება.

  • ვიდეო-კომენტარი ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეშვიდე ტალღის შედეგებზე

    წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო თუმცა ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება.

    საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი და ჯანდაცვის სიტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე ბარომეტრის მეშვიდე ტალღის შედეგებს მიმოიხილავს. ნახეთ ვიდეო-კომენტარი.

  • საქართველოს ჯანადცვის სფეროს ბარომეტრი, მე-7 ტალღა

     წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო.

    ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება.

    საერთაშორისო ფონდი კურაციო განაგრძობს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.

    ბარომეტრის მეშვიდე ტალღა  უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებებს და გამოწვევებს აანალიზებს. კვლევა აქცენტს აკეთებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორებიცაა: სამედიცინო სერვისების მოხმარება, სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის ფინანსური დაცულობა, მედიკამენტების ფასების ცვლილება.

    ანგარიშში გამოტანილი დასკვნები ემყარება დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს და ამასთანავე დარდება ჯანდაცვის სფეროს ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ/ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც საჯარო სივრცეშია.

    ბარომეტრის მეშვიდე ტალღის მთავარი მიგნებები შემდეგია:

    • უკვე 18 თვეა, რაც ბარომეტრის რესპონდენტები C ჰეპატიტის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებად ასახელებენ;
    • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ გააუმჯობესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა. წლიდან წლამდე იზრდება როგორც ამბულატორიული, ისე ქირურგიული სერვისების მოხმარება;

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბარომეტრის მეშვიდე ტალღაში რესპოდენტთა ნეგატიური შეფასებების ტენდენცია იცვლება:

    • VII ტალღაში შემცირებულია იმ რესპონდენტთა რადენობა, რომლებიც სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას, ფინანსური ხელმისაწვდომობის და მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებას პროგნოზირებენ. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი რომ ჯიბიდან გადახდები გაიზრდება კვლავ მაღალი რჩება;

    მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, რესპონდენტთა შეფასებები თანხვედრაშია საქსტატის მონაცემებთან. ეს უკანსაკნელი 2016 წლის პირველი 6 თვის მანძილზე სამედიცინო პროდუქციის (წამლების, აპარატურის და მოწყობილობების)  -12.4%-ით გაიაფებას აღნიშნავს მაშინ როცა  ფასები ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებაზე კვლავაც იზრდება:

      • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა  5.5%-ით
      • საავადმყოფოების მომსახურება გაძვირდა  1.1%-ით

    რესპონდენტები ჯანდაცვის სფეროს ორ მთავარ გამოწვევად ასახელებენ:

    1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისმართვის ხარვეზებს და
    2. ჯანდაცვის დაფინანსების ხარჯთ-ეფექტური მექანიზმებისდანერგვის აუცილებლობას.

    სრულად კვლევის შედეგების გასაცნობად ჩამოტვირთეთ კვლევა.

    წინა 6 ტალღის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე.

     

  • მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის კვლევა საქართველოში

    სტატუსი: დახურული პროექტი

    შესავალი და ზოგადი მიმოხილვა

    პროექტის მიზანია აფთიაქებში მედიკამენტების ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მოპოვება; რეცეპტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების აღსრულება; ასევე ფარმაცევტულ მრეწველობაში არსებული პრაქტიკის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირება აღნიშნული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

    კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

    საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ კვლევის მეხუთე რაუნდს ატარებს.  კვლევა მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.

    მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენება

    პროექტის მიზანი ფარმაცევტულ სფეროში შემდგომი კვლევების ჩატარებაა. მეხუთე რაუნდის ფარგლებში მედიკამენტების ფასების განსასაზღვრად წინა რაუნდების დროს გამოყენებული მეთოდის ანალოგიური საერთაშორისო მეთოდი იქნება გამოყენებული. კვლევის მსვლელობისას მკვლევარები შეეცდებიან მოიპოვონ ინფორმაცია წინასწარ შედგენილ სიაში შემავალი მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის შესახებ (ორიგინალი ბრენდების და მინიმალური ფასის გენერიკული მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტით ან მის გარეშე გაიცემა).

    პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ფასების საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებაც არის შესაძლებელი. ამ მიზნით ორგანიზაციის Management Science for Health (MSH) მიერ რეკომენდებული  გარე სტანდარტები („მედიკამენტების ფასების საერთაშორისო მაჩვენებელი“) გამოიყენება. გარდა ამისა, კვლევის დახმარებით მოსახლეობისთვის მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის ტენდენციაც  განისაზღვრება.

    საკვლევი მედიკამენტების საიმპორტო ფასების შესახებ საბაჟო მონაცემებს (ადგილობრივ წარმოებული მედიკამენტების გარდა) მკვლევარები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან იღებენ. ამის საფუძველზე გაანგარიშდება საკვლევი მედიკამენტების ფასების მარჟის პროცენტი, როგორც ორიგინალი ბრენდების, ასევე გენერიკული მედიკამენტებისთვის.

  • პატრონაჟის სისტემის ფუნქციონირების შეფასება უზბეკეთში

    სტატუსი: დასრულებული პროექტი

    შესავალი და ზოგადი მიმოხილვა

    პროექტის ძირითადი მიზანი უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობისთვის პატრონაჟის (შინ მისვლის) სისტემის შეფასებაში ტექნიკური დახმარების გაწევაა. პროექტი ძირითადად პატრონაჟის სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას ისახავს მიზნად. შეფასების შედეგად განისაზღვრება რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და  მომსახურების მოცვის არეალის გასაფართოებლად. პატრონაჟის (შინ მისვლის სერვისის) მიზანია მოწყვლადი ბავშვების და ოჯახების დროულად გამოვლენა, დედისა და ბავშვის დახმარების/მხარდაჭერის ძირითადი სერვისების მიწოდებაში არსებული განსხვავებების აღმოფხვრისა და მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

    საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ გუნდი ზემოთ აღნიშნულ ამოცანას გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობით შეასრულებს. პროექტის განმავლობაში გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან. პროექტის ფარგლებში საქმიანობა სამი შერჩეული რეგიონის 15 რაიონში განხორციელდება.

    საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ გუნდის შემადგენლობაში შედიან ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელი თამარ გოქსაძე და მკვლევარი ნათია შენგელია. მონაცემების მოპოვებაში გუნდს ადგილობრივი კვლევითი კომპანია და ადგილობრივი კვლევითი კონსულტანტი უწევს დახმარებას.

     

    კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

    გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა უზბეკეთში, უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტრო, უზბეკეთის ფინანსთა სამინისტრო, ასევე სოციალური მომსახურების რეგიონალური ოფისები და რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ობიექტები.

     

    მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენება

    საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ საკონსულტაციო მომსახურების შედეგად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას ექნება:

    1. არსებული პატრონაჟის (შინ მისვლის) სისტემის შეფასების ანგარიში, მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის და ხარისხის ანალიზი.
    2. რეკომენდაციები არსებული მომსახურების გაუმჯობესების შესახებ.
    3. პატრონაჟის (შინ მისვლის) სისტემის „შერეული“ მოდელის განხორციელების შესაძლებლობის შეფასება.
    4. რეკომენდაციები შინ მისვლის მომსახურების „შერეული“ მოდელის განხორციელების შესახებ.
  • ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის შემუშავება

    შესავალი და ზოგადი მიმოხილვა

    გლობალური ფონდი ტუბერკულოზის, შიდსის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციაა მსოფლიოში. იგი საქართველოში 2003 წლიდან საქმიანობს. გლობალური ფონდის დახმარებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, კერძოდ, მოისპო დაავადება მალარია (2011 წლიდან) და აივ ინფექციის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა.

    მიუხედავად ამისა, 2016 წლის დასაწყისში გლობალურმა ფონდმა საქართველოში არსებული პროგრამების დაფინანსება შეწყვიტა და დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა დაიწყო. აღნიშნული პროცესი სამ წლამდე გაგრძელდება. დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის შედეგად, საქართველო გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის კომპონენტების დაფინანსების გაზრდაზე გახდება პასუხისმგებელი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გარდამავალი პერიოდის დეტალური გეგმის არსებობა, რომელშიც დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის პროცესი დაწვრილებით იქნება აღწერილი.

    აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი ტუბერკულოზის და შიდსის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის შემუშავება და გლობალური ფონდისგან 2012-2017 წლებში აღებული  ვალდებულებების შესრულებაა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მთელ რიგ ქვეყნებს გლობალური ფონდის დაფინანსებიდან დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის შესაძლებლობის შეფასებაში ეხმარება. იგი მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის შემუშავების პროცესსაც აფასებს. ორგანიზაციის გამოცდილება საქართველოში პროექტის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს.

     

    კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

    საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ პროექტის მთავარი განმახორციელებელი ორგანიზაციაა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთავარ დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. პროექტში მონაწილეობენ ასევე ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო და პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტი. ისინი პროექტის საბოლოო შედეგებს განიხილავენ და კომენტარებს უზრუნველყოფენ.

     

    მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენება

    პროექტისგან შემდეგი შედეგების მიღებას ველით:

    1. მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის მონახაზის შექმნა, რომელსაც ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო და პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტი ამტკიცებს;
    2. მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის დოკუმენტის დამტკიცება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსა და პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის მიერ;
    3. მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის სამოქმედო გეგმის დამტკიცება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსა და პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის მიერ.

    ზემოთ აღნიშნული შედეგების მიღწევის შემდეგ, საქართველოს გლობალური ფონდის დაფინანსებიდან დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის დეტალური სამოქმედო გეგმა ექნება და ტუბერკულოზის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების მდგრადობას დონორების მხარდაჭერის გარეშე უზრუნველყოფს. გეგმა 2017 წლის ბოლოს შეფასდება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შევა.

  • ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში (ინმ) C ჰეპატიტის სკრინინგის და მკურნალობის სერვისების ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების თვისებრივი კვლევა საქართველოში

    სტატუსი: დახურული პროექტი

    შესავალი და ზოგადი მიმოხილვა

    ახალი სამთავრობო ინიციატივის შედეგად საქართველოს მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) საწინააღმდეგო მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, პაციენტებს, რომლებიც C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო ტესტს ჩაიტარებენ HCV-ის სამკურნალო ძვირ მედიკამენტებს შედარებით დაბალ ფასად მიიღებენ (საბაზრო ფასთან შედარებით 60% -ით ნაკლებად). C ჰეპატიტის პროგრამას ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც ჯანდაცვის აღნიშნული პრობლემის პრიორიტეტულობაზე მიუთითებს. ზიანის შემცირების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც 2008 წლიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ხორციელდება, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის სხვა აღმკვეთ ღონისძიებებთან ერთად C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულის უფასო ტესტირებაც არის გათვალისწინებული. ყოველწლიურად საშუალოდ ინექციური ნარკოტიკის 2,000 მომხმარებელი იტარებს ტესტს. აქედან დაახლოებით 50%-ს დადებითი შედეგი აქვს. პრევენციული პროგრამების ფარგლებში სკრინინგულ ანალიზში დადებითი შედეგების მქონე პირების წახალისება ხდება, რათა მათ დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით შემდგომი სადიაგნოსტიკო პროცედურები ჩაიტარონ. თუმცა ამ პირებზე ზრუნვის და მათი მკურნალობის შედეგების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, საჭიროა სწრაფად ღონისძიებების გატარება მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, დიაგნოზირების ბარიერების და ხელშემწყობი ფაქტორების გამოსავლენად, რაც თავის მხრივ ქვეყნის მოსახლეობის ეფექტიანად მოცვასა და C ჰეპატიტის ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

     

    კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

    საერთაშორისო ფონდ კურაციოს (წამყვანი ორგანიზაცია), საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონს“ (პარტნიორი) და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში კვლევების ჩატარების, ხარისხობრივი კვლევების მეთოდების გამოყენების, C ჰეპატიტის ვირუსთან და ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ.

    მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენება

    კვლევის შედეგად მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რაც ხელს შეუწყობს C ჰეპატიტის პროგრამის შემდგომი სტრუქტურის განსაზღვრას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კვლევის დახმარებით დადგინდება C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები. შემუშავდება სტრატეგიები ბარიერების აღმოსაფხვრელად და ხელშემწყობი ფაქტორების გასაუმჯობესებლად, რაც პროგრამის ეფექტიანობას გაზრდის.

     

    მდგრადობის განვითარების გეგმა

    საქართველოში არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ თუ რა ფაქტორები უბიძგებს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს C ჰეპატიტზე ტესტი ჩაიტარონ და დადებითი შედეგის შემთხვევაში იმკურნალონ. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ C ჰეპატიტის პროგრამის დანერგვის შემდეგ, გარემო, რომელშიც აღნიშნული პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს იცვლება (ფინანსური ბარიერების შემცირება), რომლის გავლენის კვლევა საინტერესოა. შესაბამისად, აღნიშნულ კვლევას მნიშვნელოვანი შედეგები ექნება.

    პროექტის ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე >>