Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-9 ტალღა

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეცხრე ტალღა 2017 წლის პირველ ნახევარს აკვირდება და აფასებს ცვლილებებს, რომელიც სფეროში განხორციელდა.

    წინა ტალღების მსგავსად, მეცხრე ტალღაც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებთან ერთად, რესპონდენტთა მოსაზრებების განსამტკიცებლად იყენებს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს და სხვა ოფიციალურ წყაროებს (ყველა დამხმარე წყაროს შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია კვლევის ანგარიშში).

    კვლევის ძირითადი მიგნებები

    რესპონდენტთა მოსაზრება წარმატებულ ნაბიჯებსა და არსებულ ხარვეზებზე ასეთია:

    1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილება ჯანდაცვის სფეროს წარმატებად სახელდება, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარების შემოსავლის მიხედვით დაჯგუფებას და თითოეული ჯგუფისთვის დიფერენცირებული პაკეტის მიწოდებას. გარდა ამისა, უმწეო მოსახლეობისთვისს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.
    2. სფეროს მეორე, მნიშვნელოვან წარმატებად, წინა ტალღების მსგავსად C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობა დასახელდა.

    გარდა მიღწევებისა, რესპონდენტები მიუთითებენ არსებულ გამოწვევებზე:

    1. ხარჯთ-ეფექტურობის მიღწევა ჯანდაცვის დაფინანსებაში და სახელმწიფო ხარჯების მართვა/ადმინისტრირება ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს გამოწვევებად რჩება. ბარომეტრის რესპონდენტების მოსაზრებები თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მოსაზრებებთან, მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით. ექსპერტები საუბრობენ სახელმწიფო შემსყიდველის (სოც. მომსახურების სააგენტოს) ადმინისტრაციული შესაძლებლობების სიმცირეზე, ეფექტურად მართოს სახელმწიფო დანახარჯები. ასევე ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში არსებულ ხარვეზებზე: პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფრაგმენტირებულობითა და მიმწოდებლებში მოტივაციების არარსებობის გამო ჰოსპიტალური სერვისების ხშირი გამოყენების  თავიდან აცილების სისუსტეზე.
    2. რესპონდენტები პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებენ, რაც ასევე დასტურდება შემდეგი სტატისტიკური მონაცემებით:
    • ამბულატორიული სერვისებზე გვაქვს დაბალი მიმართვიანობა – 2016 წლის მონაცემებით ერთი სული მოსახლე 3.5-ჯერ მიმართავს ამბულატორიულ დაწესებულებას. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობის შემცირებას 770,000 ადამიანით (2014 წლის აღწერის მონაცემებით) გამოდის, რომ პჯდ სერვისების უტილიზაცია 2016 წელს წინა წელთან შედარებით მხოლოდ 10%-ით არის გაზრდილი;
    • ამავდროულად იმატა ჰოსპიტალური სერვისების მოხმარებამ, განსაკუთრებით გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების, რომელიც 2016 წელს 2012-თან შედარებით 301%-ით არის მომატებული (2014 წლის აღწერის მონაცემების გათვალისწინების გარეშე ეს მაჩვენებელი 232%-ით არის მომატებული).

    ჰოსპიტალური სერვისების მაღალი უტილიზაციის შესაბამისად, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების მიხედვით, ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯი სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებებს შორის 2012 წლიდან 2015 წლამდე შემდეგი დინამიკით იცვლება:

    • ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში სტაციონარულ მომსახურებაზე ხარჯი 20%-დან 31%-მდეა გაზრდილი,
    • ხოლო ამბულატორიულ მომსახურებაზე შემცირებულია 19%-დან 17%-მდე.

    ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სისტემაში აუცილებელია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სერვისების გამოყენებას შეუწყობს ხელს, შეამცირებს ძვირადღირებული სერვისების მოხმარებას  და შესაბამისად, ჯანდაცვის დანახარჯებში ჰოსპიტალურ მომსახურებასა და პჯდ-ზე დანახარჯებს უფრო რაციონალურს გახდის.

    ფასების დინამიკა და მოსახლეობის ფინანსური დაცულობის შეფასება

    ბარომეტრის მეცხრე ტალღაში გამოკითხულ სპეციალისტთა 66.7% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა. რესპონდენტთა:

    • 69% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა
    • 76.2% მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა
    • 50% თვლის, რომ ბოლო 6 თვის პერიოდში ჯიბიდან გადახდებმა იმატა

    სპეციალისტთა შეფასებები თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2017 წლის პირველ ნახევარში

    • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა ⬆5.2%-ით
    • სამედიცინო პროდუქცია (მედიკამენტები) გაძვირდა ⬆7.2%-ით

    მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებაზე მიუთითებს ასევე მსოფლიო ბანკის ანგარიშში მოყვანილი შედეგები, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ  2012 წლიდან 2015 წლამდე 6%-ით არის მომატებული იმ შინამეურნეობების (ოჯახების) რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ.

    რესპონდენტებში სამომავლო მოლოდინები

    მოლოდინები ძირითადად კვლავ პესიმისტურია, თუმცა ბარომეტრის წინა ტალღასთან შედარებით რამდენადმე შემცირებულია უარყოფითი განწყობების მქონე სპეციალისტთა რაოდენობა. ერთადერთი ინდიკატორი, სადაც სპეციალისტთა მოლოდინები უარესდება ჯიბიდან გადახდებია:

    • გამოკითხულთა 61.9% მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯიბიდან გადახდების მატებას მოელის.

    ბარომეტრის პრეზენტაცია სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.

    ასევე იხილეთ ტელეეთერი კვლევის მიგნებების შესახებ.

    მადლობას ვუხდით ყველა რესპონდენტს კვლევაში მონაწილეობისთვის.

  • შესაძლებელია თუ არა უკეთესი შედეგების მიღება ტუბერკულოზის სერვისების პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებით?

    [vc_row][vc_column][vc_column_text]

    ავტორი იულია მაკაიოვა

    [/vc_column_text][vc_column_text]

    აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა.

    საქართველოში ჯანდაცვის რეფორმების რამდენიმე ტალღის შედეგად, ცალკე მდგომი  ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებები, გარდა დიდ ქალაქებში მდებარე დაწესებულებებისა,  ფიზიკურად ინტეგრირდნენ  პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში და ამჟამად კერძო პროვაიდერების მფლობელობაში არიან, სადაც ტუბერკულოზის მკურნალობის  სერვისებს ფთიზიატრები და DOT-ის ექთნები ახორციელებენ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი და ხელშეწყობილია  პაციენტებისთვის ინსენტივების გაცემის და მკურნალობის მუდმივი მონიტორინგის გზით. მკურნალობის არსებული პრაქტიკას კარგი შედეგები აქვს რეგულარული ტუბერკულოზის მართვაში, რაც დასტურდება 2014 წელს ამ ტიპის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში  წარმატებული მკურნალობის მაღალი გამოსავლებით – რეგისტრირებული პაციენტების 83%-მა წარმატებით დაასრულა მკურნალობა.

    [/vc_column_text][vc_simple_slider ids=”5595″][vc_column_text]

    ფოტო: სოფიო გოხელაშვილი 

    [/vc_column_text][vc_column_text]

    თუმცა, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზი დღემდე  აქილევსის ქუსლად რჩება საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის: ყოველი მესამე პაციენტი წყვეტს მკურნალობას და წარმატებული მკურნალობის გამოსავალი 43%-ს არ აჭარბებს (2013 წელს დარეგისტრირებული პაციენტების მონაცემებით).

    [/vc_column_text][vc_column_text]საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობაზე დამყოლობის უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ მედიკამენტებისადმი რეზისტენტული პაციენტების თითქმის ნახევარი მერვე თვიდან წყვეტს მკურნალობის კურსს. ეს შედეგი მოსალოდნელიც კია, იმ პირობებში, როცა პაციენტს მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში, კვირაში ექვსი დღე უწევს ყოველდღიურად ეწვიოს სამკურნალო დაწესებულებას, იმისთვის რომ მიიღოს მედიკამენტი (პაციენტები ტუბერკულოზის კაბინეტებამდე, როგორც წესი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ისეთ მოქნილ პროგრამები კი, როგორიცაა ვიდეო მეთვალყურეობა (VOT) პაციენტთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, ისიც საპილოტე რეჟიმში).  მკურნალობის არსებული რეჟიმით გამოწვეული სირთულეების გარდა, გვერდითი მოვლენების მართვაში არსებული ხარვეზები, ხშირად ხდება პაციენტის მხრიდან მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი. გვერდითი მოვლენების მართვის სერვისზე ხელმისაწვდომობა განსხვავებულია თბილისსა და რეგიონებში: თუ თბილისის ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში მოთავსებული პაციენტების გვერდითი მოვლენების მართვაში სხვადასხვა სპეციალისტები მონაწილეობენ, თბილისს გარეთ მცხოვრები მოსახლეობა ასეთ სერვისს მოკლებულია. სოფლებსა და რეგიონებში გვერდითი მოვლენების მართვისთვის პაციენტები ნაკლებად იყენებენ ჯანდაცვის ფართო სერვისებს, რაც ერთის მხრივ უკავშირდება ტუბერკულოზის ვერტიკალური პროგრამის არასათანადო ინტეგრაციას პირველადი ჯანდაცვის სერვისებთან ამბულატორიულ დონეზე. მეორე მხრივ კი პაციენტების მხრიდან დამატებითი მკურნალობის ხარჯების არიდების მცდელობას, რომელიც შეიძლება დაუდგეთ ვიწრო სპეციალისტებთან კონსულტაციისთვის თანადაფინანსების, ტრანსპორტირების ხარჯების და დანიშნული მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში.აღსანიშნავია ასევე, რომ ფთიზიატრების მიერ გაწეული სამუშაო დღესდღეობით მხოლოდ პროფესიულ მოტივაციას ეფუძნება: მათი ანაზღაურება საკმაოდ მწირია და შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი არ არის ფინანსურად წახალისებული.  ფინანსური მოტივაციის არარსებობის გამო კი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ფტიზიატრიის დარგი კარიერულად არ არის მიმზიდველი, რის გამოც ტუბერკულოზის სფეროში მომუშავეთა რიცხვი თანდათან მცირდება. პერსონალის სიმცირე განსაკუთრებით შეიმჩნევა რეგიონებში, არის შემთხვევები, როცა მხოლოდ ერთი ექიმი ემსახურება რამდენიმე რაიონს. ასევე უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზისა და პირველადი ჯანდაცვის პროგრამებს შორის კოორდინირებული მუშაობის ნაკლებობის პრობლემა, რაც ჯანდაცვის სისტემას არაეფექტურს ხდის. ხშირად, ტუბერკულოზის სპეციალისტი და ოჯახის ექიმი ერთი და იგივე პაციენტს მკურნალობენ და პაციენტის ავადმყოფობის ჩანაწერებს ერთმანეთს არ უზიარებენ. ასევე იშვიათია გუნდური მუშაობის პრაქტიკა თანმხლები დაავადებების მართვისას. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზება სოფლად და ნახევრად ურბანულ არეებში მხოლოდ ფორმალურია და ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას ბენეფიციარებისთვის. ანუ გამოდის, რომ თუ გსურთ მიიღოთ შესაბამისი მკურნალობა, უნდა ესტუმროთ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრს თბილისში.[/vc_column_text][vc_column_text]

    მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცდილობს ამ ხარვეზების აღმოფხვრას, გაურკევველია, გაუმკლავდება თუ არა ამ და სხვა, მომავალში აღმოცენებულ გამოწვევებს ვერტიკალური პროგრამა?!

    [/vc_column_text][vc_column_text]გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეებისა მოსალოდნელია, რომ ტუბერკულოზის ეპიდემიის შემცირებასთან ერთად გართულდება, ტუბერკულოზის ძვირად ღირებული ცენტრების მდგრადობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ პირველადი ჯანდაცვის პროგრამის მიერ შემოთავაზებული ჰოლისტიკური მკურნალობის უპირატესობანი და ამასთან, ხელიდან არ გავუშვათ ვერტიკალური პროგრამით ინფექციის კონტროლის შესაძლებლობა? რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახის ექიმს ტუბერკულოზის მკურნალობისას? ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც აკვირდებიან რამდენად განხორციელებადია  ტუბერკულოზისა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირება. აღნიშნული კვლევა, რომელშიც ვარ ჩართული, ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას: როგორ შეიძლება იმუშაოს მსგავსმა მოდელმა?

    კვლევის ფარგლებში მიმოვიხილე ლიტერატურა ტუბერკულოზისა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების ინტეგრაციის შესახებ და აღმოვაჩინე, რომ[/vc_column_text][vc_column_text]

    რომ  ამგვარი ინტეგრაცია დღესდღეობით პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის აუცილებელ პირობადაა მიჩნეული.

    [/vc_column_text][vc_column_text]პირველადი ჯანდაცვის ცენტრები,  იდეალური ადგილია ტუბერკულოზის მკურნალობის სერვისების მიწოდებისთვის, რადგან ეს დაწესებულებები გეოგრაფიულად  ხელმისაწვდომია პაციენტებისთვის და ამასთანავე ჯანდაცვის სერვისების ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობას იძლევა.  თუმცა აქ არ იგულისხმება, რომ ოჯახის ექიმმა სრულად უნდა შეითავზოს ფთიზიატრის როლი და სრულად მართოს მკურნალობის პროცესი. დღემდე თითქმის არცერთ ქვეყანაში არ გაუქმებულა ტუბერკულოზის სპეციალისტების როლი ტუბერკულოზის მკურნალობაში. პირიქით, ტუბერკულოზის სპეციალისტები წარმატებით მუშაობენ მულტიდისციპლინირებულ გუნდებში ოჯახის ექიმებთან, სოცმუშაკებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო და აშშ,  სადაც საქართველოსთან შედარებით 50%-ით მეტ ადამიანს მიჰყავს მკურნალობის კურსი ბოლომდე (იხილეთ მონაცემები ნორვეგიაზე, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე). ტუბერკულოზის ვერტიკალური პროგრამის რეფორმა ჯერ კიდევ  არ არის ბოლომდე შესწავლილი სივრცე, ქვეყნები ჯერ კიდევ ცდიან მას და  შეცდომებზე სწავლობენ. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ზოგიერთმა ქვეყანამ ტუბერკულოზის კონტროლის საქმეში ოჯახის ექიმები ჩართო, რის შედეგადაც უზბეკეთში, რუმინეთსა და მოლდავეთში მათ მიეცათ უშუალო მეთვალყურეობით მკურნალობის (DOTS), ხოლო სერბეთში – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოწერის უფლებაც კი. სამწუხაროდ, ძალიან მწირია  დოკუმენტირებული მასალა საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ, რომელიც ტუბერკულოზის სერვისის სპეციალიზებული მომსახურებიდან ზოგადი პრაქტიკის ნაწილში გადატანის პროცესს აღწერს. ქვეყნების ანგარიშები და პროექტის შეფასებები, როგორც წესი, განიხილავენ ინტერვენციების ნორმატიულ განზომილებებს და მიღებულ შედეგებს. თუმცა ამ ტიპის დოკუმენტებში ავტორები ამათუიმ პროგრამის არჩევის გადაწყვეტილებას და მისი განხორციელების ეტაპზე წამოჭრილ გამოწვევებს იშვიათად მიმოიხილავენ.[/vc_column_text][vc_column_text]

    საჭიროა მეტი მტკიცებულება, რათა დროულად მოხდეს პოლიტიკის შემქმნელების ინფრომირება, რადგან ქვეყნების დიდი ნაწილი ამჟამად იმყოფება ინტერვენციების დიზაინის ეტაპზე და უახლესი ინფორმაციის გაზიარება მეტად ღირებულია.

    [/vc_column_text][vc_column_text]დღეისთვის ცნობილია, რომ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს უწევთ ისეთ  სირთულეებთან გამკლავება, როგორიცაა ჯანდაცვის დაფინანსების საკითხები, საზოგადოებაში არსებული მედიცინასთან დაკავშირებული გარკვეული სპეციფიური შეხედულებები და დამოკიდებულებები, სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებში ლიდერობისა და კომინიკაციის თვისებების სიმწირე მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ტუბერკულოზის შემთხვევების კოორდინირებული მართვა ვერ განხორციელდება თუ ოჯახის ექიმებსა და ტუბერკულოზის სპეციალისტებს სრულად არ აქვთ გააზრებული ახალი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. სხვა კვლევები ცხადყოფს, რომ სქემების წარმატებით განხორციელებაში მენეჯერების როლი ძალიან მნიშვნელოვანია და რეკომენდაციას აწვდის განმახორციელებლებს, რომ არ დააკნინონ მენეჯერების როლი მკურნალობის პროცესში, ვინაიდან მათი მოტივაცია და ხელმძღვანელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტთა კომპეტენცია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ[/vc_column_text][vc_column_text]

    ამა თუ იმ ახალი მიდგომის დანერგვის წინ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური, ორგანიზაციული და ჯანდაცვის სისტემური ფაქტორების წინასწარი ანალიზი მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით.

    [/vc_column_text][vc_column_text]ბრაზილიაში, თურქეთსა და ინდოეთში კველვებმა აჩვენა, რომ ტუბერკულოზის სპეციალისტთა და ოჯახის ექიმთა ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება  ჯანმრთელობის მუშაკთა წინააღმდეგობა გახდა, რაც პროფესიული პრაქტიკის შეცვლამ განაპირობა.  სამედიცინო პერსონალს შორის პროფესიულ ურთიერთობებში იერარქიის გავლენა საკმოად გავრცელებულია ისეთი ვერტიკალური პროგრამების არსებობის პირობებში, როგორც აქ, საქართვლოში გვხვდება. იმისათვის, რომ ტუბერკულოზის სპეციალისტებმა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა კოორდინირებული ურთიერთობა შეძლონ, აუცილებელია, ჯანმრთელობის მენეჯერებმა უზრუნველყონ თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს შექმნა. რაც გულისხმობს თანამშრომლობის ისეთ ფორმას, როდესაც ოჯახის ექიმები არ გრძნობენ თავს უფრო დომინირებულად ან დამცირებულად ტუბერკულოზის სპეციალისტებთან შედარებით და ამასთანავე საბოლოო გამოსავლების მიღებაში საკუთარ კომპეტენციებს და პახუხისმგებლობას ისეთივე მნიშვნელოვნად აფასებენ როგორც ვიწრო სპეციალისტები.[/vc_column_text][vc_column_text]

    თუმცა საინტერესოა როგორ შეიძლება უზრუნველვყოთ მოვალეობათა ჰარმონიული ცვლა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი გულისხმობს არა მარტო ახალი უნარებისა და კონპეტენციების ათვისებას სამედიცინო პერსონალის მიერ, არამედ, ფუნდამენტურ დამოკიდებულებების ცვლილებას ექიმებსა და პაციენტებს შორის?!

    [/vc_column_text][vc_column_text]სხვა ქვეყნების მაგალითები გვიჩვენებს, რომ წარმატებული ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია გამართული საინფორმაციო სისტემების არსებობა და ჯანმრთელობის მუშაკთა შორის ინტენსიური კომუნიკაცია მკურნალობის ყველა ეტაპზე.  პაციენტის არასრულყოფილი სამედიცინო ბარათი საინფორმაციო სისტემის არაეფექტურობის მანიშნებელია, რომელიც ჯანდაცვის პროვაიდერებს საქმეს ურთულებს, რადგან ამ დროს მათ უწევთ ქაღალდის ფორმებთან დაუსრულებელ მუშაობაში მნიშვნელოვანი დროითი რესურსის ხარჯვა. მაგრამ, კიდევ ერთხელ: როგორ დავნერგოთ ეს კავშირები? რა დამატებითი ქმედებები უნდა განვახორციელოთ მაშინ, როცა მკურნალობის ახალ მოდელს ფინანსური და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის მექანიზმები უკვე შეთავსებული ექნება? რა სახის ტრენინგები და სახელმძღვანელოებია მოსამზადებელი სამედიცინო პერსონალისთვის, რომ უზრუნველვყოთ პაციენტების ინდივიდუალური თავისებურებებისა და ამასთანავე ჯანდაცვის რესურსების ვარიაბელურობის გათვალისწინება ქვეყნის მასშტაბით? როგორ ავამაღლოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მკურნალობის პროცესში იმ პირობებში, როდესაც წახალისების საფუძველი წარმატებული გუნდური მუშაობა იქნება?

    მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, უნდა აღინიშნოს რომ ტუბერკულოზის შემთხვევების მართვის გაუმჯობესების მიზნით დაწყებული სამუშაო საქართველოში მდგრადი ტრანსფორმაციის იმპულსს იძლევა ტუბერკულოზის დამარცხებისკენ მიმართულ გლობალურ პროგრესში. ბლოგების სერიით ჩვენ გავაცნობთ ადგილობრივ პრაქტიკას საერთაშორისო საზოგადოებას და ამასთანავე, ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს რომ გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება/შეხედულებები პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის სერვისის ინტეგრირების შესახებ.[/vc_column_text][ultimate_spacer height=”30″][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][/vc_column][/vc_row]

  • შემდეგი ნაბიჯი: მეორე სამუშაო შეხვედრა ტუბერკულოზის სფეროს წარმომადგენლებთან

    [vc_row][vc_column width=”1/1″][vc_column_text]9 აგვისტოს საერთაშორისო ფონდი კურაციო ტუბერკულოზის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა მიმდინარე პროექტის –ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება“ –  ფარგლებში ჩატარდება, რომელიც საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის პროვაიდერების ანაზღაურების წამახალისებელი სისტემის შემუშავებაში ეხმარება.  შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ ინტერვენციის დიზაინის კონცეფციას და მოვისმენთ დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებებს, კონცეფციის დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით.

    ინტერვენციის დოკუმენტის შესაქმნელად, გასულ კვირას კურაციოს სტუმრობდნენ პროექტში ჩართული პარტნიორები დედოფალ მარგარეტის უნივერსიტიდან და ანტვერპის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტიდან.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”20″][vc_column_text][/vc_column_text][ultimate_spacer height=”20″][vc_column_text]48 თვიანი ხანგრძლივობის კვლევითი პროექტით მოპოვებულ მტკიცებულებები ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის სფეროში პროვაიდერებისთვის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემის რეფორმის შემუშავებას და შეაფასებს სისტემური ცვლილების გავლენას ტუბერკულოზზე მკურნალობის დამყოლობის მაჩვენებელზე.

    კვლევის შედეგები ასევე სასარგებლო იქნება სხვა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ტუბერკულოზის მართვის ანალოგიური – ვერტიკალური სისტემა მუშაობს (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ასევე ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები).

    პროექტი დაფინანსებულია Joint Health Systems Research Initiative-ის მიერ, Department for International DepartmentEconomic and Social Research CouncilMedical Research Council და Wellcome Trust.- ის მხარდაჭერით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”20″][/vc_column][/vc_row]

  • Protected: Georgian solution for a post-Soviet TB program: Can Integration into Primary Health Care Improve TB Treatment?

    This content is password protected. To view it please enter your password below:

  • სტატია: ამბულატორიული სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტორების კვლევა

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაანალიზა  ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და დანახარჯების კვლევის ორი ტალღა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს WHO-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

    ჩვენ შევისწავლეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე საქართველოში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო მიგნება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ადეკვატური ამბულატორიული პაკეტის ფორმირებისთვის.

    1. შინამეურნეობების შემოსავალი კავშირშია სერვისების მოხმარებასთან მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები მეტად იყენებენ ამბულატორიულ სერვისებს, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონენი;
    2. ჯიბიდან გადახდები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია სერვისების გამოყენებისთვის, კერძოდ სერვისის ღირებულების ერთი ლარით გაძვირება 2%-ით ამცირებს ამბულატორიული სერვისების მოხმარებას;
    3. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ნაკლებად მოიხმარენ ამბულატორიულ სერვისებს – ჯანმრთელობის მწვავე პრობლემის მქონე პაციენტებთან შედარებით მათი მიმართვიანობა 2-ჯერ ნაკლებია;
    4. ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე ასევე გავლენას ახდენს ასაკობრივი ფაქტორი -45-დან 64 წლამდე ადამიანები ნაკლებად მოიხმარენ ამბულატორიულ სერვისებს და მეტად მიმართავენ თვითმკურნალობას.

    ზემოხსენებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია ამბულატორიული სერვისების მორგება მოსახლეობის საჭიროებებზე.

    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 2017 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გასაუმჯობესებლად თუ ზედმიწევნით უპასუხებს იმ საჭიროებებს რომელიც მოსახლეობას აქვს ამბულატორიულ სერვისებთან მიმათებაში და რომელიც კვლევის შედეგებშია წარმოჩენილი.

    [vc_button url=”http://curatiofoundation.org/wp-content/uploads/2017/05/12961_2017_Article_197.pdf” text=”გადმოწერეთ სტატია სრულად” size=”” align=”left” type=”primary” outlined=”0″ icon=”” target=”_blank”]

     

  • საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება (RBF4TB)

    შესავალი და მოკლე მიმოხილვა

    საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯების, ეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა ”. კვლევითი პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 48 თვეს შეადგენს, საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის პროვაიდერების ანაზღაურების წამახალისებელი სისტემის (პილოტური პროექტი) შემუშავებაში დაეხმარება.

    კერძოდ, კვლევის ფარგლებში შემდეგ კითხვებს გაეცემა პასუხი:

    (1) რა გავლენა აქვს პროვაიდერებზე ფოკუსირებულ, შედეგზე დაფუძნებულ დაფინანსებას (Results Based Financing- RBF) ტუბერკულოზის მკურნალობაზე პაციენტთა დამყოლობაზე და  მულტირეზისტენტული და სენსიტიური ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შედეგებზე საქართველოში?

    (2) არის თუ არა RBF მოდელი ხარჯთეფექტიანი?

    (3) როგორ და რა პირობებში მუშაობს სისტემა? ვისთვის არის იგი განკუთვნილი?

    (4) რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს RBF მოდელში, რომ იგი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს, როგორც ტუბერკულოზის ისე სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიმართულებით?

    პროექტი 2017 წლის მარტში დაიწყო და 2021 წლის მარტამდე გაგრძელდება.

     

    კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

    ჯანდაცვის სისტემების ერთობლივი კვლევის ინიციატივის საშუალებით პროექტს აფინანსებს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი  (DFID), ეკონომიკისა და სოციალური კვლევის საბჭო  (ESRC), სამედიცინო კვლევების საბჭო (MRC) და  სამეცნიერო ფონდი Wellcome Trust (WT).

    კვლევას განახორციელებს  საერთაშორისო ფონდი კურაციო, დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტი (ბელგია).

     

    კვლევის მოსალოდნელი შედეგები

    კვლევის ბენეფიციარები არიან ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები, ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ჩართული ექთნები და ექიმები, სამედიცინო დაწესებულების მენეჯერები, პოლიტიკის განმსაზღვრელები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და მეცნიერები,  როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

    კვლევა ხელს შეუწყობს RBF მოდელის შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას სახელმწიფო და კერძო სექტორში მოდელის ხარჯთეფექტიანობის, წარმატების წინაპირობებისა და შედეგების შესახებ.

    კვლევა ასევე გულისხმობს მეთოდოლოგიური სიახლის – რეალისტური შეფასების გამოყენებას, ხარჯთეფექტიანობის ანალიზთან ერთად.

    კვლევის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს გამოიყენებენ  ქვეყანაში პოლიტიკის განმსაზღვრელები პირველადი ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების სისტემის რეფორმებისა და მომსახურების ეფექტიანობის, ხარისხის, მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით.  გარდა ამისა, კვლევის შედეგები სარგებელს მოუტანს სხვა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, განსაკუთრებით სადაც ტუბერკულოზის მართვის ანალოგიური ვერტიკალური სისტემა მუშაობს (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ასევე ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები) და სადაც კერძო პროვაიდერები ტუბერკულოზთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

     

     

  • გაიგეთ მეტი სამეცნიერო სტატიის განხილვის და გამოქვეყნების პროცესის შესახებ

    [vc_row][vc_column][vc_column_text]

    ონლაინ სემინარების უფასო კურსი უკვე მიმდინარეობს

    სამეცნიერო პუბლიკაცია ჟურნალში კვლევის შედეგების გაზიარების მნიშვნელოვანი ფორმაა, მაგრამ პუბლიკაციის შეფასება (Peer review) და გამოქვეყნება ხშირად რთულ და დამღლელ პროცესად იქცევა.

    ამ პროცესზე ბუნდოვანი წარმოდგენების ნათელსაყოფად, BioMed Central  და ჯანდაცვის მსოფლიო სისტემები (HSG), რომლის სამდივნოს საერთაშორისო ფონდი კურაციო მართავს, გთავაზობთ ონლაინ სემინარების (ვებინარების) სერიას სამეცნიერო სტატიის წარდგენის, განხილვის და გამოქვეყნების პროცესის შესახებ.

    5 ვებინარისგან შემდგარი კურსი გათვლილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მკვლევარებისთვის. კურსის ფარგლებში პასუხი გაეცემა ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა:

    1. როგორ მოვამზადოთ სტატია და ავირჩიოთ შესაფერისი ჟურნალი გამოსაქვეყნებლად?
    2. როგორია სტატიის განხილვის პროცესი და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ რედაქტორები?
    3. საგამომცემლო მოდელები და ღია წვდომა ჟურნალებზე
    4. როგორია კვლევისა და გამოქვეყნების ეთიკა
    5. რას ნიშნავს იყო სტატიის რეცენზენტი (peer reviewer) ?

    ვებინარების თითოეული სერიის აღწერა ხელმისაწვდომია აქ. პირველი ორი ვებინარის ჩანაწერი კი უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ.

    ხოლო დარჩენილი სამი სერიის მოსასმენად, დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე და ჩაერთეთ დისკუსიაში, მითითებულ დროს.

    ვებინარები ინტერაქტიულია და დამსწრეები ლექციის აქტიური წევრები არიან. მონაწილეებს აქვთ საშუალება დასვან შეკითხვები და გაერკვნენ მათთვის საინტერესო საკითხებში. თუ შეკითხვების ნაწილს დროის უკმარისობის გამო ვერ განიხილავენ, პასუხები მოგვიანებით ქვეყნდება HSG-ის ვებ-გვერდზე.

    შემდეგი ვებინარის გამართვის თარიღია 19 მაისი.

     

    ვებინარი 1: სტატიის მომზადება და ჟურნალში წარდგენა

    კვლევითი სტატიის მომზადება წერის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იწყება.  ვებინარი განიხილავს სტატიის მომზადების ეტაპზე რა უნდა გაითვალისწინოს მკვლევარმა და იძლევა რჩევებს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ შესაფერისი ჟურნალი პუბლიკაციისთვის. ეს ვებინარი დიდწილად ახალგაზრდა მკვლევარებზეა ორიენტირებული, თუმცა ასევე სასარგებლო იქნება გამოცდილი ავტორებისთვისაც.

    პრეზენტატორები: ჰილარი ლოგანი, BMC Health Services კვლევის რედაქტორი და ლიზ ჰოფმანი, ჟურნალების განვითარების მენეჯერი BioMed Central- ში სამედიცინო მომსახურების კვლევის ჟურნალებისთვის.

    ნახეთ ჩანაწერები და ჩამოტვირთეთ სლაიდები.

     

    ვებინარი 2: განხილვის პროცესირა ხდება, სტატიის ჟურნალში წარდგენის შემდეგ?

    ოდესმე დაგაინტერესათ რას ფიქრობს ჟურნალის რედაქტორი თქვენი სტატიის შესახებ, ან რა ხდება, როდესაც თქვენს ხელნაწერს ჟურნალში გზავნით? ეს ვებინარი მიმოიხილავს სტატიის განხილვის ეტაპს და იძლევა რჩევებს, როგორ გასცეთ კონსტრუქციული პასუხი რედაქტორებისა და რეცენზენტების კომენტარებს. ასევე როგორ მოიქცეთ, როდესაც არ ეთანხმებით რედაქტორების და რეცენზენტების მოსაზრებებს.

    პრეზენტატორები: ჰილარი ლოგანი, BMC- ის სამედიცინო მომსახურების კვლევის რედაქტორი და დიანა მარშალი BMC- ის გამომცემელი.

    ნახეთ ჩანაწერი.

     

    ვებინარი 3: პუბლიკაციის მოდელები და სტატიებზე ღია წვდომა

    მაისი 19, 2017, 12:30 – 14 :00 სთ (თბილისის დროით)

    სამეცნიერო გამოცემებში ჟურნალების ფართო სპექტრი და მრავალი პუბლიკაციის მოდელი ერთიანდება. მკვლევარები კარიერის ნებისმიერ ეტაპზე უნდა ერკვეოდნენ საგამომცემლო სიტუაციაში, კერძოდ, ღია ხელმისაწვდომობასა და ინოვაციებში, რაც ხელს შეუწყობს კვლევის პროცესს.

    პრეზენტატორები: ლუის ჰოფმანი, ჟურნალების განვითარების მენეჯერი BioMed Central- ში და დიანა მარშალი გამომცემელი BMC ჟურნალისთვის, სამედიცინო მომსახურების კვლევის მიმართულება.

    ნახეთ ჩანაწერი და ჩამოტვირთეთ სლაიდები.

     

    ვებინარი 4: კვლევისა და გამოქვეყნების ეთიკა

    9 ივნისი, 2017, 12:30 – 14 :00 სთ (თბილისის დროით)

    კვლევისა და გამოქვეყნების ეთიკის ცოდნა მნიშვნელოვანია მკვლევარისთვის. საჭიროა იცნობდეს არსებულ მოთხოვნებს, რათა თავიდან აიცილოს სირთულეები. ეს ვებინერი მსჯელობს კვლევისა და პუბლიკაციის ეთიკის შესახებ, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ განიხილავენ ჟურნალის რედაქტორები სხვადასხვა საკითხს.

    პრეზენტორი: სტეფანი ბუგტონი, სამედიცინო რედაქტორი, კვლევითი ინტეგრირებული ჯგუფი BioMed Central-ში.

    ნახეთ ჩანაწერი და ჩამოტვირთეთ სლაიდები.

     

    ვებინარი 5: როგორც თანატოლი რეცენზენტიროგორ მივუდგეთ  პირველ რეცენზიას?

    23 ივნისი 2017, 12:30 – 14 :00 სთ (თბილისის დროით)

    თქვენი სამეცნიერო წერის უნარების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გახდეთ რეცენზენტი. პირველი რამდენიმე რეცენზია შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ეს ვებინარი იმ მკვლევარებს დააინტერესებთ, რომლებსაც რეცენზიის მცირე გამოცდილება აქვთ ან/და სურთ გააუმჯობესონ უნარ-ჩვევები. ვებინარი საუბრობს, თუ როგორ უნდა გახდეთ რეცენზენტი და რჩევები რედაქტორებისგან.

    პრეზენტორები: ჰილარი ლოგანი, BMC- ის სამედიცინო მომსახურების კვლევის რედაქტორი და BioMed Central-ში ჟურნალების აკადემიური რედაქტორები.

    ნახეთ ჩანაწერი და ჩამოტვირთეთ სლაიდები.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

  • საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯთეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა (RBF4TB)

    შესავალი და მოკლე მიმოხილვა

    საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯების, ეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა ”. კვლევითი პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 48 თვეს შეადგენს, საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის პროვაიდერების ანაზღაურების წამახალისებელი სისტემის (პილოტური პროექტი) შემუშავებაში დაეხმარება.

    კერძოდ, კვლევის ფარგლებში შემდეგ კითხვებს გაეცემა პასუხი:

    (1) რა გავლენა აქვს პროვაიდერებზე ფოკუსირებულ, შედეგზე დაფუძნებულ დაფინანსებას (Results Based Financing- RBF) ტუბერკულოზის მკურნალობაზე პაციენტთა დამყოლობაზე და  მულტირეზისტენტული და სენსიტიური ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შედეგებზე საქართველოში?

    (2) არის თუ არა RBF მოდელი ხარჯთეფექტიანი?

    (3) როგორ და რა პირობებში მუშაობს სისტემა? ვისთვის არის იგი განკუთვნილი?

    (4) რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს RBF მოდელში, რომ იგი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს, როგორც ტუბერკულოზის ისე სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიმართულებით?

    პროექტი 2017 წლის მარტში დაიწყო და 2021 წლის მარტამდე გაგრძელდება.

     

    კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

    ჯანდაცვის სისტემების ერთობლივი კვლევის ინიციატივის საშუალებით პროექტს აფინანსებს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი  (DFID), ეკონომიკისა და სოციალური კვლევის საბჭო  (ESRC), სამედიცინო კვლევების საბჭო (MRC) და  სამეცნიერო ფონდი Wellcome Trust (WT).

    კვლევას განახორციელებს  საერთაშორისო ფონდი კურაციო, დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტი (ბელგია).

     

    კვლევის მოსალოდნელი შედეგები

    კვლევის ბენეფიციარები არიან ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები, ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ჩართული ექთნები და ექიმები, სამედიცინო დაწესებულების მენეჯერები, პოლიტიკის განმსაზღვრელები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და მეცნიერები,  როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

    კვლევა ხელს შეუწყობს RBF მოდელის შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას სახელმწიფო და კერძო სექტორში მოდელის ხარჯთეფექტიანობის, წარმატების წინაპირობებისა და შედეგების შესახებ.

    კვლევა ასევე გულისხმობს მეთოდოლოგიური სიახლის – რეალისტური შეფასების გამოყენებას, ხარჯთეფექტიანობის ანალიზთან ერთად.

    კვლევის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს გამოიყენებენ  ქვეყანაში პოლიტიკის განმსაზღვრელები პირველადი ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების სისტემის რეფორმებისა და მომსახურების ეფექტიანობის, ხარისხის, მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით.  გარდა ამისა, კვლევის შედეგები სარგებელს მოუტანს სხვა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, განსაკუთრებით სადაც ტუბერკულოზის მართვის ანალოგიური ვერტიკალური სისტემა მუშაობს (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ასევე ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები) და სადაც კერძო პროვაიდერები ტუბერკულოზთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

  • ინტერვიუ ფორბსთან: ჯანდაცვა გლობალურად და ლოკალურად

    თებერვალში საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი გიორგი გოცაძე ფორბსის ქართულ გამოცემას ესაუბრა. ინტერვიუში აქცენტი ჯანდაცვის სისტემების ეფექტიან მართვაზე და ჯანდაცვაში ინოვაციების როლზე გაკეთდა. ამ კონტექსტში ისაუბრეს გლობალური ჯანდაცვის სისტემების (HSG) და საერთაშორისო ფონდი კურაციოს თანამშრომლობაზეც. გთავაზობთ ინტერვიუს:

    გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG) პირველი საერთაშორისო საზოგადოებაა, რომლის მიზანია, იკვლიოს ჯანმრთელობის სისტემები და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას შეუწყოს ხელი. HSG მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1900 წევრს: მკვლევრებს, პოლიტიკის შემქმნელებს, დონორებს, განმახორციელებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

    2015 წლის მარტამდე HSG-ის სამდივნო კოპენჰაგენში იყო განთავსებული. 2015 წლის მარტიდან კი თბილისში გადმოინაცვლა და გიორგი გოცაძე სამდივნოს საერთაშორისო ფონდ კურაციოს გუნდთან ერთად ხელმძღვანელობს.

    ამ გუნდს პირველი სერიოზული გამოწვევა შარშან ნოემბერში ვანკუვერში, კანადაში ჰქონდა, როცა მეოთხე გლობალური სიმპოზიუმი ჩაატარა, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტი პროფესიონალი შეიკრიბა და ყველაზე მწვავე პრობლემებზე იმსჯელა – მათ შორის აღმოჩნდა Forbes Georgia-სთვის საინტერესო თემატური საკითხები: მაგალითად, ჯანდაცვა და ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემები ეკონომიკური გამოწვევების პირისპირ; ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანი მართვა და ინოვაციების როლი ჯანდაცვაში.

    კონფერენციას სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გასდევდა ლაიტმოტივად: პირველი, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობა – რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემას უნდა გააჩნდეს შოკების აბსორბციისა და უკვე მიღწეული შედეგების შენარჩუნების უნარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ათწლეულების მანძილზე ამ სფეროში ჩადებული ინვესტიციები შეიძლება უკვალოდ აორთქლდეს; მეორე, ჯანდაცვის სისტემების ადეკვატურობა – რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემას უნდა შეეძლოს მომავლის საჭიროებების განჭვრეტა და ახალი შესაძლებლობების გათვალისწინება. სისტემა ახალი შესაძლებლობების გამოყენებას უნდა ცდილობდეს, იქნება ეს სოციალური მედია თუ ახალი საინფორმაციო თუ ბიოტექნოლოგიები. დაბოლოს, ჯანდაცვის სისტემები უნდა განვიხილოთ, როგორც ინოვაციების ინკუბატორი – ეს იმას ნიშნავს, რომ ინოვაციური მიდგომების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ საჭიროებებისთვის თვალის გასწორება, რაც ერთნაირად ეხება ცალკეულ ინდივიდებს, მთავრობებს და ზოგადად, ჯანდაცვის სფეროს და არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.

    მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ვერც ერთი ეს სამი მიზანი ვერ მიიღწევა, თუკი არ არსებობს კვლევები, თუკი არაფერი დათვლილა, გაანალიზებულა, თუკი მხოლოდ კერძო შემთხვევებს ვაკვირდებით და არსად ჩანს სისტემური ტენდენცია, თუკი ეფექტის გაზომვა და დროში შედარება შეუძლებელია.

    გიორგი გოცაძე ექსკლუზიურ ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

    – მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მსურს, ჩვენი საუბარი გლობალური ჯანდაცვის სისტემების მთავარი გამოწვევებით დავიწყოთ. რა დგას დღეს ყველაზე მწვავედ გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგში?

    პირველი გამოწვევა ტექნოლოგიური ინფლაციაა, ანუ ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც, ერთი მხრივ, არის სრულიად ფანტასტიკური, იმიტომ რომ ყოველი ახალი მიღწევა- გამოგონება აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობას, უფრო მეტ და მეტ დაავადებას ვამარცხებთ და უფრო მეტ ადამიანს ვუხანგრძლივებთ სიცოცხლეს. მაგრამ ამავე დროს, ეს გამოწვევაც არის, რადგან მნიშვნელოვნად აძვირებს ჯანდაცვის მომსახურებას. მეორე გამოწვევა მთელ მსოფლიოში დემოგრაფიული ცვლილება – მოსახლეობის დაბერებაა, რაც პირდაპირ კავშირშია პირველ გამოწვევასთან – მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამდენად, მუდმივად იზრდება მოთხოვნა ჯანდაცვის მომსახურებაზე, ამას კი მეტი თანხა და რესურსი სჭირდება ეკონომიკიდან. მესამე გამოწვევა პოლიტიკურ ამბიციას უკავშირდება, რომელიც ბევრ ქვეყანას – განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს – საკმაოდ მწვავედ უდგას: ეს ჯანდაცვის საყოველთაობის მიღწევაა, რომ მოსახლეობის დიდ ფენას ან სრულად ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის მომსახურებაზე. მაგრამ რადგან ჯანდაცვა ყოველდღიურად სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება, ამიტომ ეს უკვე დიდი გამოწვევაა: შეძლებენ კი ქვეყნის ეკონომიკები ამ ფინანსური ტვირთის ზიდვას?

    წაიკითხეთ მეტი ფორბსის ვებ-გვერდზე >>

    ან ნახეთ ინტერვიუს ვიდეო:

  • ტუბერკულოზი – როგორ ავიცილოთ 280 მილიონიანი ყოველწლიური ზარალი?

    [vc_row][vc_column][vc_simple_slider ids=”5661″][vc_column_text]ფოტო: ვახო ხეთაგური[/vc_column_text][vc_column_text]

    ავტორი: ანა ჟულინა

    მიკრობების  რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და ეს გამოწვევა საქართველოს წინაშეც დგას.

    საქართველოში რეზისტენტული ფილტვის ტუბერკულოზი დიდი პრობლემაა, რადგან ამგვარი ფორმა აღენიშნება ყოველი ათი ახალი შემთხვევიდან ერთ პაციენტს, ხოლო ყოველი ადრე ნამკურნალევი ათი პაციენტიდან – ოთხს[i] .

    რეზისტენტული ტუბერკულოზის პრობლემა მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური და ეკონომიკური კუთხით. გარდა იმისა, დაავადება ყოველწლიურად მრავალი ადამიანის სიცოხლეს იწირავს, რეზისტენტული ტუბერკულოზი ეკონომიკური კუთხით ორმხრივ გვაზარალებს:

    – პირველი: ამგვარი პაციენტების მკურნალობა თითქმის სამჯერ უფრო ძვირია[ii], ვიდრე რეგულარული ტუბერკულოზისა. რაც ზრდის სახელმწიფოსა და პაციენტის დანახარჯებს;

    – მეორე მხრივ, დაავადება ხანგრძლივ შრომისუუნარობას იწვევს ანუ: გაცდენილი შრომადღეები, ვერ შექმნილი დოვლათი და ა.შ.

    გლობალური კომპანიის KPMG-ის 2016 წელს გაკეთებული ეკონომიკური ანალიზის თანახმად, რომელიც ამავე ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშს[iii] ეფუძნება, რეზისტენტული ტუბერკულოზის გამო საქართველოს ეკონომიკა წელიწადში დაახლოებით 285 მლნ აშშ დოლარს დაკარგავს, რაც წლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,25 პროცენტია.

    ამ ყველაფრის თავიდან აცილების რეცეპტი ასეთია: ავიღოთ მთავრობის მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზის ეფექტური პროფილაქტიკა, დავუმატოთ არსებული შემთხვევების დროული გამოვლინება/დიაგნოსტირება და ეფექტური მართვა, ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება, სამედიცინო პერსონალი და რიგითი მოქალაქეები. ადექვატურად შევაფასოთ გატარებული ღონისძიებების ეფეტურობა და დროულად შევაფერხოთ რეზისტენტული ფორმების გავრცელება. შედეგად მივიღებთ ტუბერკულოზით ნაკლებ ავადობას და მნიშვნელოვნად შემცირებულ ეკონომიკურ დანაკარგს.

     

    [i] რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში

    [ii] საქართველოს მთავრობის დადგენილება #308 2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

    [iii] The global economic impact of anti-microbial resistance KPMG LLP[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][/vc_column][/vc_row]