Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • ჯანდაცვის სისტემურ საკითხებზე მსჯელობისთვის სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება

    საერთაშორისო ფონდი კურაციო მიმდინარე პროექტის ფარგლებში: სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში გადაწყვეტილებების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში”  ღია საზოგადოების ქსელთან ერთად მხარს უჭერს ჯანდაცვის თემით დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაძლიერებას და გაერთიანებას ჯანდაცვის საკითხებზე ადვოკატირებისთვის. ამ მიზნით ვიწყებთ ერთობლივ დისკუსიას ჯანდაცვის სისტემის პრობლემურ თემებზე, რათა გამოიკვეთოს სისტემური ხარვეზები, მოიძიოს მტკიცებულებები და დაისახოს სამოქმედო გეგმა ცვლილებისთვის.

    ამ ინიციატივაში გაერთიანებულია 20-ზე მეტი დაინტერესებული ორგანიზაცია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, მედია და აკადემია.

    პირველი შეხვედრა 29-30 მარტს კახეთში, ლოპოტაზე გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში შეკრებილი საზოგადოება იმსჯელებს ჯანდაცვის ერთ-ერთი აქტუალური თემის  – ფარმაცევტული ბაზრის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მზარდი ფასის ტენდენცია.

    მსჯელობის მიზანია თავი მოეყაროს საქართველოში ფარმაცევტული სექტორის შესახებ არსებულ ცოდნას, მოვიძიოთ საჭირო მტკიცებულებები და ოფიციალური სტატისტიკა, დაიგეგმოს სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი საადვოკაციო ინიციატივები.

    პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოების ქსელი. პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე სამუშაო შეხვედრის გამართვა, რათა მოვიცვათ საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის თემები.

    პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო ფონდ კურაციოს ვებ-გვერდზე. ასევე თვალი ადევნეთ კურაციოს ფეისბუკის გვერდს განახლებულ შინაარსზე წვდომისათვის.

  • 24 მარტი ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეა

    [vc_column][vc_simple_slider ids=”6443,6444,6445,6446″][/vc_column][vc_row][vc_column][ultimate_spacer height=”20″][vc_column_text]მსოფლიო 24 მარტს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საერთაშორისო ფონდი კურაციო უერთდება ამ გლობალურ მოძრაობას ტუბერკულოზის დასამარცხებლად.

    ბოლო წლებში, ტუბერკულოზი კურაციოს ერთ-ერთი სტრატეგიული კვლევითი მიმართულებაა. მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მუშაობს ისეთ თემებზე როგორიცაა:  ტუბერკულოზის დაფინანსება, ტუბერკულოზის მართვა განვითარებად ქვეყნებში დონორების ფინანსური დახმარების დასრულების შემდეგ, ტუბერკულოზის სფეროში ჩართული ორგანიზაციების გაძლიერება.

    ჩვენ გვჯერა, რომ კურაციოს ძალისხმევა ტუბერკულოზის დასამარცხებლად მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს და ერთობლივად დავამარცხებთ ამ საუკუნოვან დაავადებას.

     

    ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება: ღირებულების, მექანიზმებისა და გავლენის შეფასება საქართველოში   (შედეგები ტუბერკულოზისთვის)

    საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას „ტუბერკულოზის მკურნალობის გამოსავლების გასაუმჯობესებლად სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების სქემის შემუშავება და შეფასება საქართველოში: ღირებულების, მექანიზმებისა და გავლენის შეფასება“. კვლევითი პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 48 თვეს შეადგენს, საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის პროვაიდერების ანაზღაურების წამახალისებელი სისტემის შემუშავებაში დაეხმარება, რომელიც ტუბერკულოზის ამბულატორიული სერვისის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. კვლევა შეაგროვებს მტკიცებულებებს, რათა შეფასდეს, თუ რა გავლენას ახდენს დაფინანსების ახალი მოდელი პაციენტებში მკურნალობის დამყოლობაზე და წარმატებული მკურნალობის გამოსავლებზე. კვლევა ასევე განსაზღვრავს თუ რამდენად  ხარჯთ-ეფექტურია დაფინანსების ახალი მოდელი.[/vc_column_text][ultimate_spacer height=”20″][vc_simple_slider ids=”6443″][ultimate_spacer height=”20″][vc_column_text]პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ჯანდაცვის სისტემების ერთობლივი კვლევის ინიციატივა, რომელსაც ერთობლივად აფინანსებს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი  (DFID), ეკონომიკისა და სოციალური კვლევის საბჭო  (ESRC), სამედიცინო კვლევების საბჭო (MRC) და  საქველმოქმედო- სამეცნიერო ფონდი „Wellcome Trust“.

    კვლევის ბენეფიციარები არიან ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები, ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ჩართული ექთნები და ექიმები, სამედიცინო დაწესებულების მენეჯერები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე – საქართველოს, რეგიონისა და მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება.

    კვლევა შეავსებს შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების  მოდელების ირგვლივ არსებული ცოდნის დეფიციტს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მათი სახელმწიფო და კერძო სექტორებში გამოყენება და ხარჯ-ეფექტიანობა, მოდელის წარმატების წინაპირობები და სქემის ფუნქციონირების უარყოფითი და/ან დადებითი შედეგები. კვლევა ჩატარდება 3 მეთოდის გაერთიანებით ხარჯთ-ეფექტიანობის, რეალისტური შეფასების და გავლენის შეფასების მეთოდების გამოყენებით და შესაბამისად, წარმოგვიჩენს სიახლეებს, რომლებიც მეთოდების სინთეზურ გამოყენების დროს გამოვლინდება.[/vc_column_text][ultimate_spacer height=”20″][vc_simple_slider ids=”6444″][ultimate_spacer height=”20″][vc_column_text]კვლევის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს გადაწყვეტილების მიმღები პირები გამოიყენებენ ტუბერკულოზის ამბულატორიული სერვისების დაფინანსების რეფორმირებისათვის – უკეთესი შედეგების, ხარისხისა და სერვისების მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, კვლევის შედეგები სასარგებლო იქნება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით იქ, სადაც ფუნქციონირების ტუბერკულოზის მართვის მსგავსი ვერტიკალური სისტემა (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ასევე ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები) ან სადაც კერძო პროვაიდერები  მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტუბერკულოზთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაში.

    წაიკითხეთ ბლოგი რომელიც მომზადდა პროექტის დოკუმენტებთან ერთად.

     

    დონორული თანადაფინანსებისა და გარდამავალი პერიოდის პოლიტიკის ზეგავლენის შეფასება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების შესყიდვაზე

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ახლახან დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით: დონორული თანადაფინანსებისა და გარდამავალი პერიოდის პოლიტიკის ზეგავლენის შეფასება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების შესყიდვაზე. პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს Stop TB Partnership, UNOPS და GDF ინიციატივის ფარგლებში.

    პროექტი გაგრძელდება 10 თვის განმავლობაში. იგი მიზნად ისახავს, გლობალური ფონდის (TGF) მდგრადობის, გარდამავალი პერიოდისა და თანადაფინანსების პოლიტიკის (STCP) შესაძლო პოზიტიური და ნეგატიური ზეგავლენის შესწავლას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის პრაქტიკაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში.

    ტექნიკური დავალების მიზნიდან გამომდინარე, პროექტის ამოცანებია:

    • ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების შესყიდვის პრაქტიკაზე იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების სისტემატური დოკუმენტირებისა და შეფასებისათვის საჭირო მეთოდოლოგიური მიდგომის შემუშავება, რომლებიც გლობალური ფონდის STCP პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება;
    • შემუშავებული მეთოდოლოგიური მიდგომისა და სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით იმ გამოცდილების სისტემატური შეფასება და დოკუმენტირება, რომელიც უკავშირდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების შესყიდვის პრაქტიკას გარდამავალ და მის შემდგომ პერიოდში იმ ქვეყნებში, რომელთაც ამოწურეს გლობალური ფონდის მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობები ან რომლებიც უკვე ახორციელებენ STCP პოლიტიკას და იხდიან ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების შესყიდვის საფასურის გარკვეულ ნაწილს.

    პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ რეცენზირებად საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდება სამეცნიერო სტატია, რომელშიც აღწერილი იქნება ძირითადი მიგნებები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის გამოკვლეულ ყველა ქვეყანაში. პროექტის მიგნებები დაეხმარება ქვეყნებს, იყვნენ ინფორმირებულნი არსებული ხარვეზების შესახებ და მიიღონ სათანადო ზომები სიტუაციის შესაცვლელად.

     

    ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერების პროექტი საქართველოში

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ განახორციელა ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერების პროექტი საქართველოში. პროექტი დაიწყო 2016 წელს და მიმდინარეობდა ერთი წლის განმავლობაში.

    პროექტის მთავარი ამოცანა იყო ტუბერკულოზზე რეაგირების ინტეგრირებული და კომპლექსური მექანიზმების შექმნა, რომელიც იქნებოდა პაციენტზე ორიენტირებული და ადგილობრივ თემებსა და სამოქალაქო სექტორს შორის ჩამოაყალიბებდა მჭიდრო თანამშრომლობას.[/vc_column_text][ultimate_spacer height=”20″][vc_simple_slider ids=”6445,6446″][ultimate_spacer height=”20″][vc_column_text]პროექტს სამი ძირითადი ამოცანა ჰქონდა: 1) თემის დონეზე ტუბერკულოზზე რეაგირების მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გასაუმჯობესებლად სამართლებრივი და სოციალური გარემოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციური შესაძლებლობების, ასევე – არსებული ჩავარდნებისა და საჭიროებების შეფასება; 2) ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა; 3) ტუბერკულოზის თემატიკით დაინტერსებულ საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა სუბიექტებს შორის კავშირების, კოორდინაციისა და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება.

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ აღრიცხა ტუბერკულოზის თემატიკაზე მომუშავე ყველა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში. ეს სამუშაო დაფინანსდა „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“ პარტნიორობის მიერ CFCS პროგრამის მე-7 რაუნდის ფარგლებში. შეიქმნა ამ პროფილით მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საინფორმაციო კატალოგი, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

    საერთაშორისო ფონდ კურაციოს ხელშეწყობით „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ” დარეგისტრირდა როგორც იურიდიული პირი და გატარდა რიგი ღონისძიებებისა კოალიციის ინსტიტუციური შესაძლებლობების განსავითარებლად. პროექტის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმის ორგანიზებით ჩატარებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო ფორუმზე კოალიციის მიერ საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის მხარდასაჭერად რამდენიმე ინიციატივის გაჟღერება და  მათი საჯარო დაცვა.[/vc_column_text][ultimate_spacer height=”20″][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][/vc_column][/vc_row]

  • პროექტის დახურვა: ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება საქართველოში

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერების პროექტი საქართველოში. პროექტი დაფინანსდა „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“ პარტნიორობის მიერ „გამოწვევებთან ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის“ (CFCS) პროგრამის მე-7 რაუნდის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო-საზოგადოებრივი, როგორც ტუბერკულოზზე რეაგირების კომპლექსური სისტემის შემადგენელი ნაწილის, გაძლიერებას საქართველოში.

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეისწავლა თემის დონეზე პაციენტებზე ორიენტირებული ხარისხიანი ფთიზიატრიული დახმარების მიწოდებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის საკითხი და შექმნდა ტუბერკულოზის მიმართულებით მოქმედი იმ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კატალოგი, რომლებიც ბოლო პერიოდში ახორციელებდნენ ტუბერკულოზთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო, პროფილაქტიკურ, მხარდამჭერ, მკურნალობისადმი დამყოლობის გასაუმჯობესებელ და პაციენტთა მოვლაზე ორიენტირებულ მომსახურებას ამა თუ იმ სამიზნე პოპულაციაში.

    პროექტმა გამოავლინა რიგი მნიშვნელოვანი პრობლემებისა, რომელიც ზღუდავს ტუბერკულოზზე რეაგირებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საქართველოში:

    სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების შესაძლებლობათა შეზღუდულობა: დონორული დაფინანსება შეზღუდული მოცულობისაა, ხოლო საქართველოს მთავრობას არასდროს დაუფინანსებია ტუბერკულოზზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მათ მიერ შესაბამისი პროფილის სერვისების მიწოდების მიზნით.

    სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობათა შეზღუდულობა: სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესწავლამ აჩვენა, რომ ამ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი  – ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივ ჯგუფებს, აკლიათ გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ორგანიზაციული მართვა ფონდების მოძიება, პროგრამის ფინანსური მართვა, ლიდერობისა და სხვ.

    სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების არათანაბარი გეოგრაფიული განაწილება: ტუბერკულოზთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მცირე რაოდენობაა ჩართული და მათი უმეტესობა დედაქალაქ თბილისში მუშაობს. ადგილობრივი თემების დონეზე ტუბერკულოზზე რეაგირების სისტემა რეგიონებში არ არის განვითარებული და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რაოდენობა გეოგრაფიულად არ არის თანაბრად განაწილებული.

    პროექტის განხორციელების  შედეგად აღინიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა ზემოაღნიშნული პრობლემების საპასუხოდ:

    1. 2017 წლის 30 ოქტომბერს პაციენტთა კავშირი – „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ” დარეგისტრირდა, როგორც არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია. ამან გააჩინა ახალი მოლოდინები წევრ ორგანიზაციებში და გაზარდა მათი მოტივაცია, გამხდარიყვნენ უფრო აქტიურები შესაბამის სფეროში.
    2. „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ” წევრ ორგანიზაციებს მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ყველა იმ ტრენინგში, რომელთა ორგანიზებაც მოხდა CFCS პროგრამის მე-7 რაუნდის ფარგლებში. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებს ჩაუტარდათ ინტენსიური ტრენინგები ორგანიზაციულ მართვასა და ლიდერობაში, პროექტის ციკლის მართვაში, პროგრამის დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენაში და კომუნიკაციასა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში.
    3. პაციენტთა კავშირმა ისტორიაში პირველად მიიღო ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის საგრანტო დაფინანსება. მასთან, როგორც საგრანტო დაფინანსების მესამე რიგის მიმღებთან გაფორმდა ხელშეკრულება სათემო ორგანიზაცია „ახალ ვექტორთან“ ერთობლივი კონსორციუმის შემადგენლობაში. 2017 წლის 9 ნოემბერს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრს, ადგილობრივ სათემო ორგანიზაცია – ახალ ვექტორსა და პაციენტთა კავშირს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას ფთიზიატრიული პაციენტების ანტიტუბერკულოზური მკურნალობისადმი დამყოლობის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით.
    4. ტუბერკულოზზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხილვადობა გაიზარდა CFCS ფარგლებში მათი კარტოგრაფირებისა და შეფასების შედეგების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსა და ეროვნულ საკონსულტაციო შეხვედრებზე გავრცელების გზით.

     

    დაარსების შემდგომ კავშირმა „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ” მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაში. იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოში პაციენტებზე ორიენტირებული ფთიზიატრიული დახმარების აქტუალურ პრობლემებზე მიმდინარე დისკუსიებში. ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სამოქალაქო სექტორისა და ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფების ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში ჩართულობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე რჩება.

    ტუბერკულოზის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კატალოგი ხელმისაწვდომია ბმულზე.

  • პირველადი ჯანდაცვის სისტემების (PRIMASYS) კვლევა: საქართველოს გამოცდილების შესწავლა

     

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის (PRIMASYS) კვლევა განახორციელა. PRIMASYS-ის ანგარიში მიმოიხილავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის (პჯდ) ძირითად ასპექტებს, მათ შორის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, დაფინანსებას, პირველადი ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირებას ჯანდაცვის სისტემაში, ხედვას, პჯდ სერვისების ხარისხს და მოცულობას, მმართველობას და ორგანიზებას, ასევე სისტემის მონიტორინგს და შეფასებას.

    PRIMASYS-ის კვლევის ფარგლებში გამოყენებულია კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც აკვირდება, თუ როგორ მუშაობს პირველადი ჯანდაცვის სისტემა და რა ფაქტორები (როგორც კონტექსტუალური, ისე პოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებული) ახდენს გავლენას პირველადი ჯანდაცვის  სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ასევე ზოგადად, 1994 წლიდან დღემდე საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მუშაობაზე.

    საქართველოში პირველადი ჯანდაცვაში განხორციელებული რეფორმების ხელშემშლელი  და ხელშემწყობი ფაქტორების გასააზრებლად კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან.

    საქართველოს PRIMASYS- ის კვლევა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე რადიკალური რეფორმების ციკლი გამოიარა, რაც დიდწილად ისეთი გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, როგორიცაა პოლიტიკის ცვლილება, მაკროეკონომიკური ფაქტორები,  საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და შიდა პროცესები.

    დღევანდელი პჯდ სისტემა ქვეყნის მოსახლეობას ხელმისაწვდომ მომსახურებას სთავაზობს, განსხვავებული საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის განსხვავებული შეღავათებით. თუმცა, სისტემა კვლავ საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს – საყოველთაოობას, უწყვეტი და ადამიანზე-ორიენტირებული მიდგომის საშუალებით.

    საქართველოს PRIMASYS- ის კვლევა ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის მხარდაჭერით და ბილ & მელინდა გეითსის ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდა.  PRIMASYS-ის კვლევა მსოფლიოს 20  სხვადასხვა საშუალო და დაბალ-შემოსავლიან ქვეყანაში ჩატარდა, მათგან ერთერთს წარმოადგენს საქართველოს ანგარიში და იგი საფუძვლად დაედება პირველადი ჯანდაცვის სისტემების მრავალეროვნულ ანალიზს, რათა განისაზღვროს სისტემური ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებს პირველადი ჯანდაცვის მუშაობაზე, პოლიტიკის შემუშავებაზე, სისტემების რეფორმირებასა და და ახალი ინტერვენციების დანერგვზე.

    კვლევის სრულად გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.

  • ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსის კვლევის მიგნებეზე გიორგი გოცაძე საუბრობს გადაცემა "ანალიტიკაში"

    საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტმა, გიორგი გოცაძემ ჯანდაცვის სექტორის პერსონალის კვლევის შედეგების შესახებ გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა. 

    ინტერვიუს ფარგლებში განიხილეს ისეთი პრობლემური საკითხები როგორიცაა: ჯანდაცვის რესურსების რაოდენობრივი დისბალანსი ქვეყანაში, კადრების ასიმეტრიული პროფესიული და გეოგრაფიული განაწილება, დაბალი სამედიცინო განათლების ხარისხი და სხვა.

    წაიკითხეთ კვლევის ანგარიში სრულად.

  • ადამიანური რესურსი ჯანდაცვის სექტორში – ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მე-10 ტალღა

    [vc_row][vc_column][vc_column_text]ბარომეტრის მე-10 ტალღა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსის სიტუაციურ ანალიზს წარმოადგენს, ფოკუსირდება რა ჯანდაცვის რესურსების რაოდენობაზე, პროფესიულ და გეოგრაფიულ განაწილებაზე და სამედიცინო განათლების საკითხებზე.

    კვლევის ფოკუსი საკითხის აქტუალურობით განისაზღვრა, რადგან ჯანდაცვის ადამიანური რესურსი პირდაპირ კავშირშია სამედიცინო მომსახურების ხარისხთან, რომლის მართვაც 2017 – 2030 წლებში ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვის დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო პოლიტიკის  ერთერთ პრიორიტეტია.

    მედია კვლევის შესახებ:

    1. გიორგი გოცაძის ინტერვიუ გადაცემა “ანალიტიკაში” – ექთნების რაოდენობა 1.8 ჯერ დაბალია ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით
    2. ლელა სულაბერიძე რადიო თავისუფლების ეთერში: “გვყავს საშუალო ევროპულ ქვეყანაზე ორჯერ მეტი ექიმი და ორჯერ ნაკლები ექთანი”

    წარმოდგენილი ანგარიში ეყრდნობა მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. ვიმედოვნებთ, რომ ანალიზში დასმული აქცენტები სასარგებლო იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის და ხელს შეუწყობს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას.

    კვლევის ძირითადი მიგნებები
    სამედიცინო კადრის რაოდენობრივი დისბალანსის პრობლემა
    • ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო სრულ ასიმეტრიაშია ევროპის რეგიონის ქვეყნებთან, რადგან:
    • თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ჰყავს საქართველოს ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას, ანუ დაახლოებით 10,000 ექიმით მეტი;
    • თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი (საშუალო სამედიცინო პერსონალი), ანუ დაახლოებით 12,500-ით ნაკლები.
    • თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულების ხარჯის დაახლოებით 60-70% დასაქმებულთა ხელფასზე მოდის, გამოდის, რომ ღარიბი საქართველო ჯანდაცვაში გაცილებით ძვირადღირებულ ადამიანურ რესურსს იყენებს (ნაცვლად ექთნებისა) და, შესაბამისად, ჯანდაცვის მომსახურებას მნიშვნელოვნად აძვირებს, რაც ფინანსურ ტვირთად მოსახლეობას აწვება.
    • ეს დისბალანსი კიდევ იმით მწვავდება, რომ არსებობს სექიმო სპეციალობები, სადაც საქართველოს ექიმი თითქმის არ ჰყავს და თუ ყავს – მეტად არასაკმარისი რაოდენობით.
    სამედიცინო კადრის გეოგრაფიული დისბალანსი

    ექიმების სიჭარბის გარდა სამედიცინო კადრი ქვეყანაში არათანაბრად არის გადანაწილებული:

    • თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს, დაახლოებით 15,000 ექიმი ემსახურება. ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი – მხოლოდ 8,000 ექიმი;
    • თბილისს ექთნები არ სჭირდება, რადგან ორ ექიმზე ერთი ექთანი მოდის მაშინ, როცა ევროპაში ეს თანაფარდობა პირიქითაა და ორი ექთანი ეხმარება ერთ ექიმს, შესაბამისად ხარისხიც უკეთესია;
    • არც სხვა რეგიონებში არის საქმე კარგად: მცხეთა-მთიანეთში ერთ ექიმზე ერთი ექთანია, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში ერთ ექიმს 1.48 ექთანი ეხმარება.
    ექიმების პროდუქტიულობა

    ექიმების სიჭარბის და მოსახლეობის მხრიდან სამედიცინო მომსახურების დაბალი მოხმარების ფონზე ექიმების პროდუქტიულობა დაბალია როგორც ჰოსპიტალში, ასევე ამბულატორიაში.

    • საქართველოში საავადმყოფოს ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ 42 პაციენტს მკურალობს, უნგრეთში – 104-ს და გერმანიაში კი – 116-ს, ანუ თითქმის სამჯერ მეტს.
    • საქართველოში ამბულატორიის ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ 1,062 პაციენტს იღებს, ანუ დღეში საშუალოდ – ოთხს, ლიტვაში კი – 5,944 ანუ დღეში საშუალოდ – 24-ს.
    • სავარაუდოა, რომ ექიმების დაბალი პროდუქტიულობა ნაწილობრივ ექთნების დეფიციტითაც იყოს განპირობებული

    სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

    თვალი ადევნეთ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრს, რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ აფასებს სფეროში მიმდინარე მოვლენებს.

    ბარომეტრის წინა ტალღის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. [/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”30″][/vc_column][/vc_row]

  • აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები სექს-მუშაკებს შორის საქართველოს ორ ქალაქში

    კვლევა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების უახლესი ტალღაა, რომელიც კომერციულ სექს-მუშაკ ქალებში აივ ინფექციის გავრცელებას 2002 წლიდან იკვლევს. უახლესი ტალღა 2017 წელს ჩატარდა, დროისა და ადგილის მიხედვით შერჩევის მეთოდის გამოყენებით. კვლევაში ჩაერთო სულ 350 სექს-მუშაკი, მათგან 200 თბილისში და 150 – ბათუმში. ქცევაზე ზედამხედველობის ამ კვლევის მიზანი აივ-ის, C ჰეპატიტის, გონორეისა და სიფილისის პრევალენტობის დადგენა იყო კომერციული სექსის მუშაკებს შორის. ასევე გაიზომა აივ-თან დაკავშირებული ძირითადი სარისკო ქცევები და შეგროვდა ინფორმაცია ადვოკატორებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.

    ასევე ხელმისაწვდომია: 1. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის                                                                                                                                     ზომის შეფასება, 2017

    2. აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში, 2017

    საქართველოში სექს-მუშაკების პოპულაციის ზომის შეფასების პირველი კვლევა ჩატარდა 2014 წელს, Bio-BSS კვლევასთან კომბინაციაში.

    კვლევა განხორციელდა აივ/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში (ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები, კომერციული სექს-მუშაკი ქალები) სარისკო ქცევების, აივ ინფექციის, C ვირუსული ჰეპატიტისა და სგგდ პრევალენტობის შესწავლის და პოპულაციის რაოდენობის განსაზღვრის კვლევები“. კვლევის განმახორციელებელია საერთაშორისო ფონდი კურაციო, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

    კვლევა სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე. 

  • ვებინარი: ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევა ჯანდაცვის ადამიანური რესუსრების განვითარებისთვის

    [vc_row][vc_column][vc_column_text]ვებინარი 2018 წლის 14 მარტს ჩატარდა. თუ ვერ მოახერხეთ სესიაზე დასწრება, ან გსურთ კიდევ ერთხელ მოისმინოთ იგი, გთავაზობთ ჩამოტვირთოთ ვებინარის ჩანაწერი და სლაიდები.

    რა როლი აქვს ჯანდაცვის პოლიტიკას ადამიანურ რესურსებთან მიმართებაში? რას ეფუძვნება ჯანდაცვის პერსონალის მართვა ინდივიდუალურ კომპეტენციას თუ ორგანიზაციულ კულტურას? არის თუ არა პერსონალის გადამზადების და ზედამხედველობის პრაქტიკა საკმარისი ჯანდაცვის რესურსების მუდმივი ზრდისა და მკურნალობის გაუმჯობესებისთვის?

    დისკუსია ფოკუსირდება ჯანდაცვის პერსონალის განვითარებისთვის ინოვაციების როლზე, ასევე მიმოვიხილავთ ჯანმრთელობის კვლევის განვითარების, ლიდერობის და პოლიტიკის შესაძლებლობებს.

    ვებინარის ორგანიზატორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR). ვებინარს მასპინძლობს გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG), რომლის სამდივნოსაც საერთაშორისო ფონდი კურაციო წარმოადგენს.

    პრეზენტაციის საკითხები და მომხსენებლები:
    1. ჯანდაცვის მუშაკთა მომზადება სწავლებისა და ზედამხედველობის პრაქტიკით  
      • პრაშანტ ნ. ს., საზოგადო ჯანდაცვის ინსტიტუტი, ინდოეთი, ბანგალორი
      • ტიმოთი რობერტონი, ჯონ ჰოპკინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, აშშ, ბალტიმორი
    2. ლიდერობა, მენეჯმენტი და ორგანიზაციული კულტურა
      • აკუ კვამი, დამოუკიდებელი მკვლევარი, განა
    3. ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსებისთვის განსხვავებული პოლიტიკის გატარება
      • ვეენა შრირამი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, აშშ, ჩიკაგო

    პრეზენტაციის შემდეგ 30 წუთი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

    დარეგისტრირდით ვებინარზე.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”30″][/vc_column][/vc_row]

  • საერთაშორისო ფონდი კურაციო სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე მოხსენებით წარსდგა

    [vc_row][vc_column][vc_column_text]საერთაშორისო ფონდი კურაციო, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ თანადგომასთან და საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონთან ერთად ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე წარსდგა.

    ფორუმზე, კურაციოს მკვლევარმა ნათია შენგელიამ, ნინო წერეთელთან (საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა) და თამარ სირბილაძესთან  (საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი) ერთად წარადგინა ქცევაზე ზედამხედველობის და პოპულაციის ზომის შეფასების კვლევების შედეგები, სექს-მუშაკებსა და ინიექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში, რომელიც გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2002 წლიდან ხორციელდება.

    კვლევის ბოლო ტალღა ჩატარდა 2017 წელს, იხილეთ ანგარიში.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”30″][vc_simple_slider ids=”6281,6274,6279,6278,6276,6280″][ultimate_spacer height=”30″][/vc_column][/vc_row]

  • სტატია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა საქართველოში: პოლიტიკის ინფორმირება და მტკიცებულებების გამოყენება

    ახალი სტატია საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ საქართველოში და მიმოიხილავს შესაძლებლობებს, რომელიც რეფორმირებისთვის საჭირო სტრატეგიის განვითარებას დაეხმარება.

    სტატია ახლახანს გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში BMC Health Services Research, კურაციოს მკვლევრების: ლელა სულაბერიძე, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი, გიორგი გოცაძე და სტუარტ გრინის (Imperial College London) ავტორობით.

    ანალიზმა ცხადჰყო მრავალი ეკონომიკური ბარიერის არსებობა საქართველოში, როგორიცაა დივერსიფიცირებული პერსონალის და სერვისების არ არსებობა, რესურსის მოუქნელობის გამო;  ქვეყნის მასშტაბით სერვისების არაერთგვაროვანი და ლიმიტირებული მიწოდება; არსებული სერვისების მიწოდების და ხარისხის შეფასების მექანიზმების ნეკლებობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის მთავარ ფინანსურ ბარიერს ჯიბიდან გადახდები წაროადგენს, რომელიც ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენასა და  ტრანსპორტირების ხარჯებს ხმარდება.

    ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის გაუმჯობესება შესაძლებელია ეფექტური მართვის პირობებში, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის ფინანსური რესურსების სიმწირისა. სისტემური ბარიერების შემცირებამ შესაძლოა გააუმჯობესოს იმ სერვისების ხელმისაწვდომობა, რომელიც პასუხობს პაციენტის საჭიროებებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის შეფასება, არსებული მონაცემების გამოყენებით, ხელს შუეწყობს სერვისების გაუმჯობესებას და დაეხმარება პაციენტზე ორიენტირებული სისტემის მოწყობას.

    სტატიაზე დაშვებულია ღია წვდომა და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულზე.

    ამ და სხვა საინტერესო სტატიებზე წვდომა შესაძლებელია კურაციოს Research Gate-ის გვერდით.