Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • ცენტრალურ აზიაში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების კვლევა

    ცენტრალურ აზიაში აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების კვლევის (ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი) პროექტი შეიმუშავეს და მართავდნენ ლონდონის „იმპერიალ კოლეჯის“ კონსულტანტები (აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების კვლევა ცენტრალურ აზიაში – აპრილი-ივნისი 2004) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“ ერთად. კვლევის ფარგლებში გამოკვლეული იქნა ოთხი ეპიდემიის გავრცელება (აივ ინფექცია, სგგდ, ტუბერკულოზი და ნარკოტიკების მოხმარება). კვლევის შედეგად გამოვლინდა რეგიონში დაავადებების გავრცელების უმთავრესი მიზეზები, რომლებიც რეგიონების ქვეყნების მიერ ერთობლივად უნდა აღმოიფხვრას. კვლევის შედეგების საფუძველზე ექსპერტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობებისთვის რეგიონში აივ ინფექციის/შიდსის კონტროლის პროგრამებთან დაკავშირებით.

  • მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება

    პროექტი „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ (SMI) დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და განახორციელა ორგანიზაციამ „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) და ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2000 წლის სექტემბრიდან – 2003 წლის იანვრამდე.

    პროექტი ოთხი კომპონენტისგან შედგებოდა: მართვის და საინფორმაციო სისტემების განვითარება; საზოგადოების მობილიზაცია და პროვაიდერსა და კლიენტს შორის ურთიერთქმედება; დედათა და პერინატალური დახმარების კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესება; სგგდ/ანემიის გავრცელების კვლევა.

    „უსაფრთხო დედობის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში ამერიკელმა და ქართველმა ექსპერტებმა შეიმუშავეს ახალი პერინატალური მეთვალყურეობის სისტემა. სისტემა მიზნად ისახავდა უკიდურესად მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვებას რეგიონულ (და ობიექტის) დონეზე გადაწყვეტილებების მისაღებად და საჭიროებებზე მორგებული გეგმის შესამუშავებლად, რაც ექსპერტების ვარაუდით მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გამუმჯობესებას გამოიწვევდა. სისტემამ საშუალება მისცა გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს დაეფიქსირებინათ რეგიონში (რაიონში) მშობიარობის შემთხვევების უმრავლესობა.

  • უსაფრთხო დედობის ინიციატივა

    უსაფრთხო დედობის ინიციატივა
    პროექტი „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ (SMI) (დაფიანსებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ) განახორციელეს ორგანიზაციებმა: „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) და ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2000 წლის სექტემბრიდან – 2003 წლის იანვრამდე.

    „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საქართველოში, ინტეგრალური დედათა სამედიცინო და პერინატალური მომსახურების გაუმჯობესების საშუალებით. პროექტის ფარგლებში შეფასდა პერინატალური მოვლის ხარისხი და დაიწყო ქალთა სამედიცინო მომსახურების არსებული სისტემის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნად ისახავდა მუდმივი, ხარისხიანი და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებას, აგრეთვე ქალების ინფორმირებას პერინატალური მოვლის მნიშვნელობაზე. პროექტის ფარგლებში საქმიანობა განხორციელდა რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.

    აღნიშნული სტრატეგია მხარს უჭერდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პოლიტიკას.

    პროექტის მთავარი კომპონენტები:

    მართვის და საინფორმაციო სისტემების განვითარება;
    საზოგადოების მობილიზაცია და პროვაიდერსა და კლიენტს შორის ურთიერთქმედება;
    სფეროში კლინიკური პრაქტიკის გაძლიერება;
    სგგდ/ანემიის გავრცელების დონის კვლევა.
    ძირითადი მიღწევები:

    კლინიკური პრაქტიკის გაძლიერება

    პროექტმა „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ ხელი შეუწყო დედათა სამედიცინო მომსახურების და პერინატალური მოვლის სფეროში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული გაიდლაინების შექმნას, რომლებიც ეხება პერინატალური მოვლის როგორც კლინიკურ ისე ორგანიზაციულ საკითხებს. დოკუმენტის შემუშავებაში ცხრა თვის მანძილზე მუშაობდა ოცდაცხრა წამყვანი ქართველი სპეციალისტი მეან-გინეკოლოგიის დარგში, პედიატრი და ჯანდაცვის მენეჯერი. სამუშაო ჯგუფს ეხმარებოდა ორი ამერიკელი ექსპერტი, რომლებიც ქართველ სპეციალისტებს უწევდნენ კონსულტაციებს და შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფდნენ მათ. ერთობლივი შეთანხმებული მუშაობის შედეგად შემუშავდა საქართველოს რეალობას მორგებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაიდლაინები, რომლებიც პერინატალური მოვლის ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურას ითვალისწინებს და გვთავაზობს საქმის მართვის კლინიკური პრაქტიკისადმი ახალ მიდგომას. აღნიშნული გაიდლაინები პრაქტიკულად გამოყენებადია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

    კლინიკური პრაქტიკის ეროვნული გაიდლაინების საფუძველზე, შემუშავდა ასევე ტრენინგის მასალა დედათა სამედიცინო მომსახურების და პერინატალური მოვლის სფეროში. ტრეინინგის მასალა მოიცავს სახლემძღვანელოებს, როგორც ტრენერებისთვის ისე ტრენინგის მონაწილეთათვის.

    ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გამწევის ცოდნის ამაღლება და კლინიკური უნარების განვითარება (მათ შორის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის შესაძლებლობა), რათა მათ შეძლონ გაათვითცნობიერონ მოქალაქეები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე.

    ტრეინინგის მასალების შემუშავებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ჩვიდმეტი ადგილობრივმი ექსპერტი (ზოგადი პრაქტიკოსები, მეანები, პედიატრები და კონსულტანტები). ექსპერტთა შედარებით მცირე ჯგუფი დაკავებული იყო უშუალოდ პროვაიდერების წვრთნით პროექტის განხორციელების ზონაში. ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ: მეან-გინეკოლოგები, პედიატრები, თერაპევტები, ექთნები/მედიცინის დები. პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ასათმა პირმა.

    სგგდ/ანემიის გავრცელების დონის კვლევა

    კვლევის მიზნები:

    ხუთი კონკრეტული სქესობრივი გზით გადამდები დაავადების (სგგდ) და ანემიის გავრცელების დონის შეფასება სექსუალურად აქტიურ ქალებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნებიან;
    სგგდ-ს და ანემიის ტენდენციებზე და მათ გავლენაზე მონიტორინგისთვის აუცილებელი მონაცემების უზრუნველყოფა პრევენციის და კონტროლის პროგრამების შემუშავების მიზნით;
    ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური, ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა.
    კვლევა ჩაატარა ადგილობრივმა ექსპერტთა ჯგუფმა. ჯგუფს დახმარება გაუწია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) კონსულტანტებმა. ლაბორატორიული ტესტები ჩატარდა საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში. მთლიანობაში გამოკვლეული იქნა ათასი ქალი.

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები სგგდ-ს და ანემიის გავრცელების დონეზე ადამიანებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა კვლევის შედეგები კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციების ჩამოსაყალიბებლად, პოლიტიკის შესამუშავებლად და კლინიკური პრაქტიკის/პროტოკოლის განსაახლებლად გამოეყენებინა.

    პროექტის „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის სისტემის კომპონენტებს (დაფინანსება, უწყვეტი მომსახურება, სამუშაო ძალა, საზოგადოების მონაწილეობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციები). პროექტის დასაწყისში განისაზღვრა მომსახურების მიწოდებაში არსებული ნაკლოვანებები და დაიგეგმა ქმედებები პრობლემის გადასაწყვეტად.

    პროექტის განხორციელების დროს, მენეჯმენტის მიდგომამ უზრუნველყო ეროვნული/ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, პროფესიონალური ჯგუფების და საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება. ქართველ და ამერიკელ ექსპერტებს შორის უწყვეტი დიალოგის საშუალებით შესაძლებელი გახდა საქართველოს რეალობაზე მორგებული წინადადებების შემუშავება და არა მზა გადაწყვეტილებების შემოთავაზება. აღნიშნულმა მიდგომამ უზრუნველყო ეროვნული პროდუქტის შექმნა, რომელიც იძლევა მდგრადობის გარანტიას და მისი სხვა სფეროებში გამოყენების საშუალებას.

    ზემოთ აღწერილი პროცესები მოითხოვდა პერსონალის დიდ ყურადღებას და ფინანსური რესურსების ფრთხილ მართვას. პროექტის ადგილობრივი მენეჯერების მუდმივი კონტროლის საშუალებით შესაძლებელი გახდა დასახული შედეგების მიღწევა.

  • საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი, 2000-2003

    საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი
    პროექტი დააფინანსა გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტმა (DFID) და განახორციელა ჯანდაცვის სექტორის განვითარების ინსტიტუტმა (IHSD) ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან, საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ეროვნული ჯანდაცვის მართვის ცენტრთან, და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. პროექტი დაიწყო 2000 წლის მარტში და დასრულდა 2003 წელს.

    პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას საოჯახო მედიცინის და თემის მოდელზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვის განვითარების საშუალებით. პროექტმა შექმნა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და მდგრადი სისტემის დანერგვის საფუძველი, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენდა.

    პროექტი მიზნად ისახავდა დაფინანსების სისტემების და საზოგადოების მონაწილეობის მოდელების განვითარებას პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე და აუცილებელ მედიკამენტებზე (კერძოდ ღარიბებისთვის, ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით). აღნიშნული პროექტი ხელს უწყობდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში.

    საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი, პირველადი სამედიცინო მომსახურების სფეროში, განხორციელდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

    პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაწევას პირველადი ჯანდაცვის ახალი მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაში და განხორციელებაში, რათა გაეუმჯობესებინა ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა ყველა სახის შემოსავლის მქონე მოქალაქისათვის. აღნიშნული ხელს შეუწყობდა პროექტის მიზნების განხორციელებას, ე.ი. საქართველოს დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

    პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის დეპარტამენტს გაეწია ტექნიკური დახმარება. ექსპერტებმა მათ გაუზიარეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი მოდელის დანერგვა, ადამიანური რესურსების წვრთნა, ეკონომიკური და სოციალურ შეფასებების გაკეთება მიღებული გამოცდილების ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროცესში გამოსაყენებლად. პროექტის მთავარი ბენეფიციარი იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იღებდა, ან სურდა მიეღო პირველადი ჯანდაცვის მომსახურება, მაგრამ არსებული ფინანსური ბარიერების გამო მათზე ხელი არ მიუწვდებოდა.

    გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტმა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის განხორციელება 1997 წლიდან დაიწყო. ორ წლიანი პროექტის (რომელიც 1999 წლის აგვისტოში დასრულად) ფარგლებში, თბილისში საოჯახო მედიცინის სპეციალისტების მომზადების მიზნით, დეპარტამენტი თანამშრომლობდა ეროვნული ჯანდაცვის განვითარების ცენტრთან. 1999 წელს პროექტის შედეგების განხილვისას გამოიკვეთა, რომ პროექტი განხორციელდა წარმატებით.

    პროექტის მთავარ მიღწევად მიიჩნევა:

    ეროვნული ჯანდაცვის მართვის ცენტრის შესაძლებლობების განვითარება ოჯახის ექიმების მომზადების სფეროში;
    საოჯახო მედიცინის სპეციალისტის, როგორც სამართლებრივად აღიარებული პროფესიის შემოტანა;
    ოჯახის ექიმების ტრენინგის მასალების და პროგრამის შემუშავება;
    ლიცენზირების და აკრედიტაციის სისტემის შექმნა საოჯახო მედიცინის სფეციალისტების ტრენინგებისთვის და ოჯახის ექიმებისთვის.
    ერთიანი მიდგომის უზრუნველსაყოფად და ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, პროექტის წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მსოფლიო ბანკთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე მოხდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის შემდგომი წვრთნა, განვითარება და გაძლიერება თბილისში საოჯახო მედიცინის სფეროში ტრენინგის ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბების და იმერეთსა და ქართლში რეგიონული ცენტრების შექმნის საშუალებით. აღნიშნული რეგიონები შეირჩა საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად და სიღარიბის დონის განსაზღვრის საფუძველზე. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის პროექტების არსებობა (მაგალითად, მმართველობის გაუმჯობესების პროექტი) და დონორების საქმიანობა (“მედიცინა საზღვრებს გარეშე”, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო).

    პროექტის მიერ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები აღებულ იქნა გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის პროექტებიდან საქართველოში, ალბანეთში, ყაზახეთსა და რუსეთში.

    პროექტს მართავდა ჯანდაცვის სექტორის განვითარების ინსტიტუტი (დიდი ბრიტანეთი). გარდა ამისა პროექტის მართვას ახორციელებდა კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იყო შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაციის, საქართველოს მედდათა ასოციაციის და სხვა ორგანიზაციების წამყვანი ოფიციალური პირებით.

  • ჯანდაცვის სფეროს კვლევა საქართველოში საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით

    ჯანდაცვის სფეროს კვლევა საქრთველოში საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით
    პროექტი დააფინანსა როკფელერის ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საქართველოს ჯანდაცვის მართვის ცენტრთან, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან, საქართველოს საზოგადეობრივი ჯანდაცვის და მართვის დეპარტამენტთან, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) თანამშრომლობით.პროექტი 2000 წლის დეკემბერში დაიწყო და 30 თვის მანძილზე გრძელდებოდა.

    2000 წლის ზაფხულში, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ მოანაწილეობა მიიღო როკფელერის ფონდის მიერ გამოცხადებულ გლობალურ კონკურსში „ჯანდაცვის სფეროში კვლევების სტიმულირება განვითარებად ქვეყნებში გარემოს გაუმჯობესების და გაძლიერების საშუალებით“. შესარჩევმა კომიტეტმა 83 ქვეყნიდან 542 პროექტი მიიღო. ხანგრძლივი და საფუძვლიანი შერჩევის პროცესის შედეგად, შეირჩა მხოლოდ 10 პროექტი, რომლებსაც გრანტი გადაეცა. ერთ-ერთი ამ პროექტთაგანი საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ იყო წარდგენილი. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ ერთადერთი ორგანიზაცია იყო ევროპიდან, რომელმაც გრანტი მიიღო. მისმა პროექტმა უმაღლესი შეფასება მიიღო 20 ევროპული ქვეყნიდან წარდგენილ 54 პროექტს შორის.

    პროექტი „ჯანდაცვის სფეროს კვლევა საქრთველოში საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით” შემუშავებული იქნა საქრთველოს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც მთავრობამ 1999 წელს დაამტკიცა და წარუდგინა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას. აღნიშნული შეხვედრა გაიმართა კოპენჰაგენში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისში, მოგვიანებით. იმავე წელს. ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის 4.12.3 მუხლი ხაზს უსვამს ქვეყანაში ჯანმრთელობის სფეროში კვლევების ჩატარების ხელშეწყობის აუცილებლობას შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების მიზნით მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად.პროექტი წარმოადგენდა ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის ამ ნაწილის განხორციელების მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯს და ახალი ჯანდაცვის პოლიტიკის სტრატეგიულ გეგმას შეესაბამებოდა.

    იმისათვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც პასუხობს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს და ყველა მოქალაქისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პოლიტიკა დაფუძნებული იყოს ხარისხიანი კვლევების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებაზე.პროექტის მიზანი იყო გაეძლიერებინა კვლევასა და ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის კავშირი სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სამთავრობო ორგანოებთან თანამშრომლობის გზით. ამ მიზნის მიღწევის სახელმძღვანელო პრინციპი იყო თანასწორობაზე ორიენტირებული ჯანდაცვის კვლევა, რომელიც უზრუნველყოფდა აუცილებელ მტკიცებულებას.თავის მხრივ აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელმაც მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი სხვაობის შემცირებას შეუწყო ხელი.

    პროექტი ზუსტად პასუხობდა გრანტის მიზნებს. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა საქართველოში კვლევების ეროვნული გეგმის შემუშავება, ასევე გაძლიერდა ამ სფეროში კვლევის ჩატარების შესაძლებლობები ქვეყნის მრავალ ორგანიზაციასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის და უცხოელი ექსპერტების მიერ გაზიარებული გამოცდილების საშუალებით. ასეთმა მიდგომამ ხელი შეუწყო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას მოაგვარონ ჯანდაცვის სექტორის არამარტო არსებული პრობლემები, არამედ ის პრობლემები, რომლებიც მომავალში შეიძლება წამოიჭრას. ჯანდაცვის კვლევის ეროვნული გეგმა (NHRA) მომავალი წლების სახელმძღვანელო დოკუმენტად იქცა მთლიანად ქვეყნისთვის და არა მარტო შემოთავაზებული პროექტის განსახორციელებლად. იგი ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის კომპონენტი გახდა.

    ჯანდაცვის კვლევის ეროვნულ გეგმაში ყურადღება გამახვილებულია შემდეგი სფეროების კვლევაზე:
    • ჯანდაცვის მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის განსხვავებული შემოსავლის მქონე ჯგუფების მიერ ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეფასების ჩათვლით და გეოგრაფიული, ფინანსური და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით;
    • ჯანდაცვის სისტემის საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულობა, ჯანდაცვის სისტემის, მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებების, მათი ცოდნის, დამოკიდებულების და არსებული პრაქტიკის შესწავლის ჩათვლით.

    პროექტის ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი კვლევითი პროექტები, ჯანდაცვის სფეროს კვლევის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ სფეროებში. გამოცხადდა კონკურსი და მკვლევარებზე გაიცა 10-მდე მცირე გრანტი. კვლევის საკითხები გრანტის მიზნებს პასუხობდა. ისინი არ ისახავდნენ მიზნად კვლევითი პროექტების მხარდაჭერას ჯანდაცვის კონკრეტულ სფეროებში (მაგ.: ბიოსამედიცინო, კლინიკური, ოპერაციული, ეპიდემიოლოგიური და ა.შ.). თითოეულ მცირე საგრანტო პროექტს კონკრეტულ საკითხზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება (მაგ.: თანაბარი ხელმისაწვდომობა; ჯანდაცვის სისტემის უნარი დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პრობლემები და ა.შ.).

    აღნიშნული ქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მრავალი ასპექტის გამოკვლევა. კვლევის ბოლო ეტაპზე ხელისუფლებას რეკომენდაციები გაეწია ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე. პროექტმა ხელი შეუწყო ხელისუფლებასა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც კვლევის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებას ეფუძნებოდა.

  • საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა, 1998-1999

    პროექტი „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალული გეგმა“ დაიწყო 1998 წლის ივლისში და დასრულდა 1999 წლის იანვარში. პროექტი დააფინანსა მსოფლიო ბანკმა, რომლის მთავარ კონტრაქტორს Kaiser Permanente International-ი (აშშ) წარმოადგენდა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მართავდა და ადმინისტრირებას უწევდა საქართველოში განხორციელებულ ყველა ოპერაციას, ხელმძღვანელობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონსულტანტებს და ტექნიკურ დახმარებას უწევდა მათ პროექტის განხორციელებაში. პროექტი მიზნად ისახავდა ჰოსპიტალური სექტორის შეფასებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებების გამოვლენას და ჰოსპიტალური განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას. გაწეული სამუშაოს შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის რესტრუქტურიზაციის გენერალური გეგმა.

  • ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში – პრობლემები და გადაჭრის გზები, 1998-1999

    პროექტი „ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში – პრობლემები და გადაჭრის გზები“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ორგანიზაცია Abt. Associates Inc.-თან პირდაპირი კონტრაქტის საფუძველზე.  პროექტის მიზანი იყო საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების შეფასება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.  1998 თებერვლიდან – 1999 წლის მარტამდე საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, Abt. Associates Inc. ტექნიკური ხელმძღვანელობით შეიმუშავა შეფასების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, შეაფასა და გაანალიზა სფერო, მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში და შეიმუშავა საჭირო რეკომენდაციები.

  • საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა, 1998-1999

    პროექტი „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალული გეგმა“ დაიწყო 1998 წლის ივლისში და დასრულდა 1999 წლის იანვარში. პროექტი დააფინანსა მსოფლიო ბანკმა, რომლის მთავარ კონტრაქტორს Kaiser Permanente International-ი (აშშ) წარმოადგენდა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მართავდა და ადმინისტრირებას უწევდა საქართველოში განხორციელებულ ყველა ოპერაციას, ხელმძღვანელობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონსულტანტებს და ტექნიკურ დახმარებას უწევდა მათ პროექტის განხორციელებაში. პროექტი მიზნად ისახავდა ჰოსპიტალური სექტორის შეფასებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებების გამოვლენას და ჰოსპიტალური განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას. გაწეული სამუშაოს შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის რესტრუქტურიზაციის გენერალური გეგმა.

  • ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში – პრობლემები და გადაჭრის გზები, 1998-1999

    პროექტი „ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში – პრობლემები და გადაჭრის გზები“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ორგანიზაცია Abt. Associates Inc.-თან პირდაპირი კონტრაქტის საფუძველზე. პროექტის მიზანი იყო საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების შეფასება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 1998 თებერვლიდან – 1999 წლის მარტამდე საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, Abt. Associates Inc. ტექნიკური ხელმძღვანელობით შეიმუშავა შეფასების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, შეაფასა და გაანალიზა სფერო, მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში და შეიმუშავა საჭირო რეკომენდაციები.

  • ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში – პრობლემები და გადაჭრის გზები

    პროექტი „ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში – პრობლემები და გადაჭრის გზები“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ორგანიზაცია Abt. Associates Inc.-თან პირდაპირი კონტრაქტის საფუძველზე. პროექტის მიზანი იყო საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების შეფასება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 1998 თებერვლიდან – 1999 წლის მარტამდე საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, Abt. Associates Inc. ტექნიკური ხელმძღვანელობით შეიმუშავა შეფასების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, შეაფასა და გაანალიზა სფერო, მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში და შეიმუშავა საჭირო რეკომენდაციები.