კვლევის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მაღალი ხარისხი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე პირების მიერ მათი გამოყენების უკიდურესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუმცა მხოლოდ მონაცემების მაღალი ხარისხი არ კმარა. საჭიროა მათი სწორი კომუნიკაცია დამაჯერებლობის უზრუნველსაყოფად.
5-6 თებერვალს, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსი ესწრებოდა ტრენინგს მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის ჩამოყალიბების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით” პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტის ქეთევან ჩხატარაშვილის მიერ.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის წერის უნარის განვითარებაში დაეხმაროს. ეს მათ საშუალებას მისცემს კვლევის შედეგები უფრო ადვილად წაკითხვადი გახადონ და გაავრცელონ ისინი. კვლევის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგრამ, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები ჩვეულებრივ ჩივიან, რომ მათ ძალიან მცირე დრო აქვთ იმისათვის, რომ კვლევის მთლიანი ანგარიში იკითხონ. შესაბამისად, კარგად სტრუქტურირებული, კონკრეტული და ადვილად წასაკითხი მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევი მკვლევარებისთვის კვლევის შედეგების პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის ეფექტიანად მიწოდების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ტრენინგმა ნათლად დაანახვა მონაწილეებს, რატომ არის მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი, ვინ შეიძლება იყოს მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის მიზნობრივი აუდიტორია და რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს აღნიშნულ აუდიტორიას რათა გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებების მიმღებებზე და გამოიწვიოს მათი ინტერესი განსაზღვრული პოლიტიკური ალტერნატივის სასარგებლოდ ან შესაბამისი ქმედება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
მონაწილეებმა განიხილეს ზოგიერთი გავრცელებული და ცნობილი მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევი და განსაზღვრეს მისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს სთხოვეს ამოერჩიათ კონკრეტული თემა და დაეწერათ მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევი ტრენინგის დროს მიღებული ცოდნის საფუძველზე.
„ტრენინგი ძალიან დროული იყო. საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია და ლექტორმა ზუსტად საჭირო მიმართულებით გაამახვილა ყურადღება. ვფიქრობ ტრენინგი ძალიან ინტერაქტირული და ენერგიით სავსე იყო. მე ნამდვილად დავეხმარები ორგანიზაციებს, რომ გაეცნონ და შეისწავლონ მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის წერის მეთოდი და შესაბამისად გაზარდონ გადაწყვეტილებების მიმღებებთან კომუნიკაციის ხარისხი და ეფექტიანობა“, განაცხადა თამარ კაროსანიძემ, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობის“ დირექტორმა.
„წლების განმავლობაში საზოგადოებრივი პოლიტიკის საკითხებზე დიდძალი გამოცდილება, ცოდნა და ინფორმაცია დაგროვდა, თუმცა ჩვენ გვიძნელდება ყველა ამ კომპონენტის ერთად შეერთება და მათი ეფექტიანად გამოყენება. საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დროულად ჩაატარა ტრენინგი, რომელიც ზუსტად პასუხობს ამ მოთხოვნას“, – განაცხადა ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლოლაძემ.
ტრენინგი ჩატარდა ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (HPSR) და „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით.