Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • 'რუსთავი 2'-აივ/შიდსის გავრცელება და ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, როგორც ინფიცირების რისკ ჯგუფი 2010

    სიუჟეტი მოგვითხრობს კურაციოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების შესახებ, რომელიც აივ ინფექციის გავრცელებას და ასევე, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივით ინფიცირების რისკებს შეისწავლიდა.

  • განცხადება მედიის წარმომადგენლებისთვის – კვლევა ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლების შესახებ დასრულებულია

    ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლების მხოლოდ ¼ გადის აივ ტესტირებას, რის გამოც ისინი საკუთარ მეუღლეებს, მეგობარ გოგონებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას ეპიდემიის საფრთხის წინაშე აყენებენ.

    საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ განცხადებით: “ ინფექციის პრევენციის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მოტივირება, რომ გაიარონ ტესტირება”.
    საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საზოგადოებრივი კავშირი „ბემონის“ მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ნარკოტიკების ინექციურმა მომხმარებლებმა შესაძლოა მათი რეგულარული პარტნიორები აივ ინფექციის გადადების საფრთხის წინაშე დააყენონ უსაფრთხოების ზომების იგნორირების გამო სქესობრივი ურთიერთობის დროს.

    2009 წელს საქართველოს ხუთ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი და გორი) კვლევის მიხედვით, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მხოლოდ 25%-ს გაუვლია აივ ტესტირება სიცოცხლეში – მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ტესტირება უფასოა და ფიზიკურად ხელმისაწვდომია.

    ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს, განსაკუთრებით თბილისში, მიღებული აქვთ კარგი განათლება. მათი ნახევარი დაქორწინებულია. თბილისელი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები ძირითადად სუბოტექსს მოიხმარენ, მაშინ როცა ბათუმის მაცხოვრებლები ჰეროინს ანიჭებენ უპირატესობას.

    ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები საკმაოდ გათვითცნობიერებულები არიან ინფექციის გადაცემის გზებზე, მაგრამ მაინც საკუთარი ქცევით რისკის ქვეშ აყენებენ მათ პარტნიორებს ისევე, როგორც სხვა ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომლებიც მათ მიერ გამოყენებული ნემსით სარგებლობენ.

    ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების დაახლოებით ნახევარს შემთხვევითი სქესობრივი პარტნიორები ჰყავს, რომლებთანაც ყოველი მეორე მათგანი არ იყენებს დამცავ საშუალებას-კონდომს. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები არ იყენებენ დამცავ საშუალებებს მეუღლეებთან და მეგობარ გოგონებთან.
    ბათუმში მცხოვრებ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ ინფექციის გავრცელების და რისკის შემცველი ქცევის გაცილებით მაღალი დონე შეინიშნება, ვიდრე სხვა ქალაქებში.

    „ტესტირების გავლის მსურველთა მცირე რიცხვის გამო ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას მისი აივ სტატუსის შესახებ, რაც იწვევს მაღალი რისკის შემცველ ქცევას“, აცხადებს ქეთევან გოგუაძე, პროექტის მენეჯერი. „ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მოტივირება, გაიარონ ტესტირება ამ ინფექციის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა“.
    კვლევა ჩატარდა 2009 წელს გლობალური ფონდის მხარდაჭერით ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში.

  • აივ/შიდსის კოორდინაცია ეროვნულ და ქვე-ეროვნულ დონეზე: რამდენად ეფექტიანად ასრულებენ გლობალური ჯანდაცვის ინიციატივები დასახულ ამოცანებს

    საერთაშორისო ექსპერტებისა და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ მომზადებული სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში გლობალიზაცია და ჯანმრთელობა (Globalization and Health web site). სტატიის ნახვა აგრეთვე შესაძლებელია აშშ-ს მედიცინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სტატიაში განხილულია გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების ფარგლებში სახსრების ეფექტიანი კოორდინაცისთვის და ოპტიმალური გამოყენებისთვის ხელის შემშლელი, ეროვნულ და ქვე-ეროვნულ დონეზე არსებული ბარიერები, რომლებიც აღნიშნულმა ინიციატივებმა, დონორებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ერთად უნდა გადალახონ.

    მიყევით ლინკს და იხილეთ ამონარიდი სტატიიდან და სტატიის სრული ვერსია.

  • აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის პილოტის შეფასება

    საერთაშირისო ფონდმა „კურაციომ“ აივ ინფექციის/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის პილოტის შეფასება განახორციელა.  საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის პილოტის შეფასება (ოპერაციული კვლევა) ჩატარდა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აივ ინფექცია/შიდსის ეროვნული პროგრამების განხორციელებისათვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბაზის შექმნა ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსზე ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერების გზით“ფარგლებში, როგორც აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული მეთოდური რეკომენდაციების რევიზიისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაციული კვლევის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი დიზაინის აივ ინფექცია/შიდსის რუტინული და სენტინელური ეპიდზედამხედველობის სისტემის მუშაობის შეფასება პილოტურ რეგიონებში, თბილისსა და აჭარაში, სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების და რეგისტრაცია/შეტყობინება/ანგარიშგების ფორმების ნაკლოვანი მხარეების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება მათი რევიზიისთვის ახალი დიზაინის სისტემის ქვეყნის მასშტაბით დასანერგად.  იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ და ქართულ ენებზე.

  • ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების შედეგები (BSS) უკვე ცნობილია

    საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბიომარკერის კომპონენტით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, კომერციულ სექსმუშაკებს და პატიმრებს შორის ქცევაზე ზედამხედველობის კვლევებზე მუშაობა დაასრულა. კვლევა ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკული ცენტრთან, საზოგადოებრივ გაერთიანება „ბომონთან“ და ასოციაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით განხორციელდა. კვლევის ფარგლებში ინტერვიუ ჩაუტარდა თბილისში მცხოვრებ 1100 ინექციურ ნარკოტიკების მომხმარებელს, ასევე 210 პატიმარს და 280 კომერციულ სექსმუშაკს საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში.

    პროექტი გლობალურმა ფონდმა დააფინანსა.

    მიყევით ლინკს და იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.

  • გამოცემა 'ლიბერალი' – არ მინდა ვიცოდე სიმართლე – ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ნარკომანი, შესაძლოა აივინფიცირებული იყოს, რუსუდან რუხაძე, 2010

    სტატიაში საუბარია კვლევის მიგნებებზე, რომელიც საერთაშორისო ფონდმა ”კურაციომ” განახორციელა. კვლევაში შესწავლილია აივ ინფექციის გავრცელება და ინფიცირების სარისკო ქცევა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში. სტატიაში მოთხრობილია ბათუმში მცხოვრები ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანის ისტორია.

  • გამოცემა 'ლიბერალი' – ერთი ნაბიჯი ხელმისაწვდომი ჯანდაცვისკენ, თამარ ბაბუაძე, 201

    “სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სადაზრვევო პაკეტში ჩასმა მიუთითებს რომ ჯანდაცვის სექტორი სისტემურ ცვლილებებს განიცდის.”- ამბობს სტატიის ავტორი თამარ ბაბუაძე. სტატიაში საუბარია სახელწიფოს ინიციატივაზე, რომელიც მოსახლეობისთვის მედიკამენტების 50%-ის ანაზღაურებას გულისხმობს. რა არის ინიციატივის საფუძველი და რა შემთხვევაში მოხდება ანაზღაურება, ნახეთ სტატიაში.

  • გამოცემა 'ლიბერალი' – ერთი ნაბიჯი ხელმისაწვდომი ჯანდაცვისკენ0, თამარ ბაბუაძე, 201,

    “სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სადაზრვევო პაკეტში ჩასმა მიუთითებს რომ ჯანდაცვის სექტორი სისტემურ ცვლილებებს განიცდის.”- ამბობს სტატიის ავტორი თამარ ბაბუაძე. სტატიაში საუბარია სახელწიფოს ინიციატივაზე, რომელიც მოსახლეობისთვის მედიკამენტების 50%-ის ანაზღაურებას გულისხმობს. რა არის ინიციატივის საფუძველი და რა შემთხვევაში მოხდება ანაზღაურება, ნახეთ სტატიაში.

  • საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებს

    ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ უმასპინძლებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ორ სტუდენტს სუდით რანადეს და მოლი ვერლიბს (Sudit Ranade Mollie Werlieb).

    სტუდენტები პირველად გადიან სტაჟირებას საერთაშორისო ფონდ „კურაციოში“ და შესაბამისად დიდი მოტივაცია გააჩნიათ დაეხმარონ ორგანიზაციას ბიომარკერის კომპონენტით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის შედეგების გაანალიზებაში და დაწერონ სტატია სამეცნიერო ჟურნალისთვის.

    მოლი ვერლიბს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც აშშ-ში ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, კონკრეტულად კი რუსეთსა და უკრაინაში. მას განსაკუთრებით აინტერესებს ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორები. იგი ორიენტირებულია, რომ მიიღოს ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს ხალხის დამოკიდებულება და მოსაზრება ჯანმრთელობის შესახებ. პროექტი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების შესახებ მისთვის განსაკუთრებული გამოწვევების შემცველია, რადგან მოლი ფიქრობს, რომ მათ შეიძლება შეიმუშაონ ეფექტიან ეპიდზედამხედველობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და გავლენა მოახდინონ ადეკვატური პოლიტიკის შემუშავებაზე.

    სუდით რანადე ოჯახის ექიმია კანადაში და მუშაობს მაგისტრის ხარისხზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ საერთაშორისო ჯანდაცვაზე და ბავშვთა ჯანდაცვაზე. სტაჟირების საშუალებით ის გაიგებს თუ როგორ უმკლავდებიან საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ მსგავსი ორგანიზაციები დიდი მოცულობის მონაცემებს და როგორ იყენებენ მათ შემდგომ. “ჩვენ ყველა მონაცემის ანალიზზე ვმუშაობთ. გვსურს, რომ ანგარიში არამარტო სამეცნიერო ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით იყოს მნიშვნელოვანი, არამედ პრაქტიკული გამოყენებაც ჰქონდეს. საინტერესოა როგორ იყენებენ ორგანიზაციები ასეთი სახის მონაცემებს მსოფლიო მოვლენებზე პოტენციური გავლენის მოსახდენად”.

  • გამოცემა 'ლიბერალი'- სწორი გადაწყვეტილებების ილუზია, თიკო ცომაია, 2011

    სტატია 2010 წელს ჯანდაცვაში პრეზიდენტის ინიციატივით გატარებულ ცვლილებებს აანალიზებს და აფასებს ამ ინიციატივის დადებით და უარყოფით მხარეებს. რა იცვლება მოქალაქეებისთვის და რამდენად სისტემურია ჯანდაცვის გაუმჯობესების მცდელობა.

    სტატიაში საუბარია პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის ახალ ინიციატივაზე, რომელიც სამ სიახლეს ითვალისწინებს: პირველი – 3 თვის მანძილზე სადაზღვევო კომპანიებმა მთავრობასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ და რეგიონებში საავადმყოფოების მშენებლობის ვალდებულება უნდა აიღონ; მეორე-ახალი სადაზღვევო პაკეტის მფლობელების დაზღვევის ვადა ერთი წლიდან სამ წლამდე უნდა გაიზარდოს; მესამე-მედიკამენტის შეძენისას სახელმწიფომ წამლის ღირებულების 50 პროცენტი უნდა დააფინანსოს იმ პირებისთვის, რომლებიც უმწეოთა პროგრამაში ირიცხებიან. სტატიაში მოყვანილია ექსპერტთა შეფასებები ამ ახალი ინიციატივის მიმართ.

    გთხოვთ იხილოთ სტატია გვერდი 1, გვერდი 2.