Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • გაზეთი 'რეზონანსი'-დევნილთა 24%-ს პოსტტრავმული აშლილობა აქვს, 14%-ს-დეპრესია.

    გაზეთი ‘რეზონანსის’ სტატია საერთაშორისო ფონდი კურაციოს კვლევაზე ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

  • ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთის სტატია "ომი და ფსიქიკური ჯანმრთელობა2013

    საერთაშორისო ფონდ კურაციოს კვლევაზე, რომელიც ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აკვირდება, ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთი წერს. იხილეთ ნინო კახიშვილის სტატია “ომი და ფსიქიკური ჯანმრთელობა”

  • გაზეთი 'რეზონანსი'დევნილთა 24%-ს პოსტტრავმული აშლილობა აქვს, 14%-ს-დეპრესია…

    გაზეთი ‘რეზონანსის’ სტატია საერთაშორისო ფონდი კურაციოს კვლევაზე ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

  • აივ გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები გამოქვეყნდა

    2012 წელს, საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ ჩაატარა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები აივ გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს შორის. შესწავლილ იქნა აივ ინფექციის გავრცელება და სარისკო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს ექვს ქალაქში, ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებში თბილისში, კომერციული სექსის-მუშაკებში თბილისსა და ბათუმში, და პატიმრებში. ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები ბიომარკერის კომპონენტით (Bio-BSS) განმეორებით ტარდება რისკის ჯგუფის წარმომადგენლებში. კვლევების მიზანია, მოხდეს დაკვირვება ეპიდემიის გავრცელებაზე და სარისკო ქცევების ცვლილებაზე, შეფასდეს პრევენციული ინტერვენციები და შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმოს ადეკვატური საპასუხო ღონისძიებები.

    კვლევის განხორციელებაში საერთაშორისო ფონდ ‘კურაციოსთან’ ერთად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა” და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

    კვლევების საპრეზენტაციო დოკუმენტი ნახეთ აქ.

  • ანალიტიკური ორგანიზაციები ხელს აწერენ ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს

    21 მაისს, საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ” თხუთმეტ ქართულ ანალიტიკურ ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერა ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. ეს დოკუმენტი სტანდარტების კრებულია, რომლის მიზანია ჩამოაყალიბოს უპირატესი პრინციპები და უზრუნველყოს ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვა. ეთიკის ნაწილი აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებული მმართველობა ორგანიზაციაში, ხოლო ხარისხის სტანდარტების მოიცავს კვლევის ხარისხის, ანალიზის და ადვოკატირების პროცესს.

    დოკუმენტი ანალიტიკური ორგანიზაციების ინიციატივით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭერით შემუშავდა.

    სტანდარტები ეფუძნება აშშ-ში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მსგავსი სახის დოკუმენტებს. წინამდებარე სახელმძღვანელოს პრინციპების სამუშაო ვერსიას ასევე გაეცნენ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ექსპერტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად და საჯარო პოლიტიკის კვლევის სფეროში საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ქართული ანალიტიკური ორგანიზაციები საბოლოოდ ერთობლივად შეჯერდნენ და ხელი მოაწერეს ამ სახელმძღვანელო პრინციპებს.

    ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტის ხელმოწერით, ანალიტიკური ორგანიზაციები იღებენ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, განუხრელად დაიცვან ისინი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ ორგანიზაციების რეპუტაციის, სანდოობისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას.

  • საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, პირველი ტალღა

    25 აპრილს საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აქვეყნებს კვლევის “საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი” შედეგებს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და ცვლილებებს აფასებს და ჯანდაცვის ექსპერტთა სამომავლო მოლოდინებს აღწერს.

    გამოკითხულ ექსპერტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე კვლევაში შეფასებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილის თვემდე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 91-მა ექსპერტმა.

    კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საყოველთაო დაზღვევის ეკონომიკურ შედეგებზე, მთავრობის მიერ ბოლო თვეებში გადადგმული ნაბიჯების მოსალოდნელ გავლენაზე კერძო ინვესტიციებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო განათლებაზე; ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

    ექსპერტთა შეფასებით
    1. სამედიცინო მომსახურების ხარისხი კვლავაც რჩება დარგის ერთერთ საჭირბოროტო საკითხად, სადაც საგრძნობი ცვლილებები ჯერ არ გატარებულა;
    2. სამედიცინო განათლების გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. შესაბამისად ქვეყანაში არსებული სამედიცინო განათლების სისტემა ექსპერტთა აზრით არ არის ადეკვატური;
    3. ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ექსპერტების სკეპტიკურ შეფასებებს იმსახურებს. ექსპერტების 59% ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს ნაკლებად ადეკვატურად მიიჩნევს, ხოლო 25%-ს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად არ იყო ადეკვატური. ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად მხოლოდ ექსპერტთა 15 % აფასებს;
    4. ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების მოცულობებს ათიდან ცხრა ექსპერტი მიიჩნევს, რომ გამოყოფილი დაფინანსება ნაკლებად ან საერთოდ არ არის ადეკვატური;
    5. ექსპერტთა 66 %-ის აზრით, მოსალოდნელია რომ სახელმწიფო პოლიტიკა კერძო ინვესტიციებს ყველაზე მეტად შეაფერხებს სადაზღვევო ინდუსტრიაში. გამოკითხულთა 39 % ფიქრობს, რომ კერძო ინვესტიციები შეფერხდება საავადმყოფო/სამკურნალო დაწესებულებებშიც;
    6. ექსპერტთა 61 % ელოდება, რომ მთავრობის პოლიტიკა მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანრმთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

    კვლევაში მონაწილე ექსპერტები წარმოადგენენ სამინისტროებს და სამთავრობო სტრუქტურებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიულ ასოციაციებს, სადაზღვევო კომპანიებს და კვლევით ჯგუფებს.

    საერთაშორისო ფონდი “კურაციო” ამგვარ კვლევას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩაატარებს, რათა დინამიკაში დააკვირდეს დარგში მიმდინარე მოვლენებს და ამ ცვლილებების მიმართ ექსპერტების დამოკიდებულებას. ფონდი იმედს გამოთქვამს რომ ამით საკუთარ წვლილს შეიტანს ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში.

     

     

  • იმუნიზაციის პროგრამის ხარჯების ანალიზი მოლდოვაში

    2012-2013 წლებში საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ შეისწავლა რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ხარჯები და ახალი ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯები მოლდოვაში. პროექტი დაფინანსებულია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ.

    კვლევა შეისწავლის

    ა) მოლდოვაში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ეკონომიკური და ფინანსური ხარჯებს და ცვლილებებს ხარჯებში;

    ბ) როტავირუსის ახალი ვაქცინის დანერგვის ხარჯებს;

    გ) დაფინანსების და ფინანსების მოძრაობის ძირითაი წყაროებს იმუნიზაციის პროგრამაში;

    დ) იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი დაწესებულებების პროდუქტიულობას და იმუნიზაციის პროგრამის ძირითადი ხარჯების წარმომქნელ ფაქტორებს.

    ნახეთ პრეზენტაცია და საბოლოო ანგარიში (ხელმისაწვდომის ინგლისურ ენაზე).

  • 2013 თებ 07 ინტერნები კურაციოში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობენ

    საერთაშორისო ფონდი ‘კურაციოს’ ინტერნშიპის პროგრამის ფარგლებში დეკემბრის თვეში ორი სტუდენტი ეწვია. ლუჩია კალიცო (მაკალასტერის კოლეჯი, მინესოტა) და ლორა კოვარუბიასი (ჯონს კოპკინსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბლუმბერგის სკოლა) აქტიურად ჩაერთნენ ვიზიტის პერიოდში მიმდინარე პროექტებზე მუშაობის პროცესში.

    მათი თქმით, გამოცდილება, რომელიც მათ კურაციოში მიიღეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში წარმატებით მუშაობის გაგრძელებაში დაეხმარება.
    მოცემულ ვიდეოში ლორა და ლუჩია საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ (ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე):

    ლუჩია კალიცო

    ლუჩია სწავლობს მინესოტაში, მაკალასტერის კოლეჯში, სპეციალიზაცია: საერთაშორისო განვითარება. კარიერული ინტერესი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო- კვლევები დედათა და ბავშვთა სფეროში. კურაციოში მუშაობდა პროექტზე: ვაქცინაციის ხარჯი მოლდოვაში.

    ლორა კოვარუბიასი

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხის კანდიდატი. სწავლობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. სპეციალიზაცია: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, პერინატალური და ქალთა ჯანმრთელობა.

    კურაციოში მუშობდა ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა ქცევაზე ზედამხვედველობის კვლევაზე.