Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • მტკიცებულებათა ბაზის შექმნა აივ ინფექცია/შიდსის ეროვნული პროგრამისთვის ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერებით

    პროექტი დააფინანსა გლობალურმა ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკულ ცენტრთან, საზოგადოებრივ გაერთიანება „ბომონთან“ და ასოციაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის დეკემბრამდე.

    პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის რეფორმას. პროექტი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა.

    პროექტის პირველი (1) კომპონენტის – არსებული აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება – ფარგლებში შეფასდა აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემა, რამაც მოგვიანებით აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმის შემუშავება გახადა შესაძლებელი. აივ ინფექციის ეპიდზედამხედველობის სისტემის მიმართ არსებული საერთაშორისო მიდგომების და მოთხოვნების გამოსაკვლევად, აგრეთვე ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტების დასადგენად და სამართლებრივი გარემოს განსასაზღვრად გამოყენებული იქნა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები და მოხდა ლიტერატურის მიმოხილვა. მოცემული კომპონენტის ფარგლებში აგრეთვე გატარდა შემდეგი ღონისძიებები: ჯანდაცვის ობიექტების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ლაბორატორიების/ სისხლის გადასხმის სადგურების ინფორმაციის ნაკადების, ტექნიკური შესაძლებლობების და ადამიანური რესურსების შეფასება; კადრების აივ ინფექციის/შიდსის ეპიდზედამხედველობასთან დაკავშირებული უნარების და სუსტი მხარეების გაანალიზება.

    აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის საფუძვლიანი შეფასების შედეგად შემუშავდა აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმა. გეგმა მკაფიო, საუძვლიან და გამოსადეგ ინფორმაციას მოიცავს და სახელმძღვანელო დოკუმენტს, ადეკვატური ფინანსური და ტექნიკური რესურსების მობილიზაციის ინსტრუმენტს წარმოადგენს. მასში მოცემულია ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის ძირითადი კონცეფციებისა და მოდელების შესახებ და გვთავაზობს სხადასხვა მონაწილეებსა და პასუხისმგებელ მხარეებს შორის სამუშაოს ეფექტიანად განაწილების გზებს. აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმა განმარტავს რა ფინანსური შედეგები აქვს სხვადასხვა სტრატეგიულ ალტერნატივას იმისათვის, რომ განისაზღვროს ფინანსური საჭიროებები და მოხდეს რესურსების ეფექტიანად მობილიზაცია აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

    აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმის შემდეგ, პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს აივ ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობის ეროვნული სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლებიც განმარტავს რუტინულ ეპიდზედამხედველობის სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს. აღნიშნული პროცედურები მოიცავს ნებაყოფლობით კონსულტაციას და ტესტირებას, კონსულტაციას სისხლის ანალიზის აღებამდე და მის შემდეგ და აივ ტესტირებისას სინჯების ტრანსპორტირების წესებს. აივ ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობის ეროვნული მეთოდური რეკომენდაციები დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს N 217/პ ბრძანებულებით 2010 წლის 23 ივლისს.

    გარდა მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცებისა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ტრენინგები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის მოთხოვნებზე და რეგისტრაცია/შეტყობინება/ანგარიშგების პროცედურებზე ინფორმაციის მისაწოდებლად.

    აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმის საფუძველზე შეიქმნა აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ელექტრონულ მონაცემთა ბაზა. ეპიდზედამხედველობის ელექტრონული სისტემა აგროვებს ყველა ტესტირება გავლილ პირზე მონაცემებს ეპიდემიოლოგიურ ჯგუფებად. მონაცემების საშუალებით პროგრამა ავტომატურად გამოითვლის რუტინულ ეპიდზედამხედველობის ყველა მაჩვენებელს და ამზადებს სხვადახვა ტიპის ანალიტიკურ ანგარიშებს.

    პროექტის მეორე (2) კომპონენტი ითვალისწინებდა აივ ინფექცია/შიდსის სენტინელური ეპიდზედამხედველობის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებას, რეგისტრაციის/შეტყობინების/ანგარიშგების ფორმების და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების ჩათვლით. სენტინელური ეპიდზედამხედველობით მონაცემთა შეგროვება უზრუნველყოფს მტკიცებულებაზე დაფუძნებული აივ ინფექცია/შიდსის სტატისტიკურ მონაცემებს და გააძლიერებს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობას საქართველოში.

    მესამე (3) კომპონენტი მოიცავდა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევას ბიომარკერის კომპონენტით ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში, კომერციულ სექსმუშაკებში და პატიმრებში და ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის (BSS) სტანდარტული მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებას, სტანდარტული მეთოდოლოგიის, მონაცემთა შეგროვების სტანდარტული ინსტრუმენტების/კითხვარების და მონაცემთა ანალიზის სტანდარტული ფორმატის ჩათვლით. ახლად შექმნილი აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემა მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან: რუტინული ეპიდზედამხედველობა, სენტინელური ეპიდზედამხედველობა და ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა.

    მიყევით ლინკს: ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები ბიომარკერის კომპონენტით

    აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმა (ინგლისური ვერსია)

    აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმა (ქართული ვერსია)

    აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის შეფასების ანგარიში (ინგლისური ვერსია)

    აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის შეფასების ანგარიში (ქართული ვერსია)

  • საქართველოში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების სტრატეგიული გეგმის შემუშავება

    პროექტი „საქართველოში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების სტრატეგიული გეგმის შემუშავება“ დააფინანსა ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელმა (HMN). პროექტი დაიწყო 2007 წლის აპრილში და დასრულდა 2008 წლის მარტში. პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შექმნას და ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას გაეწია შემდეგი დახმარება: ჯანმრთელობის, სტატისტიკის სფეროებიდან და განვითარების სააგენტოებიდან დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა და მოწვევა, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის მეთოდოლოგიის გამოყენებით; ყოველისმომცველი, პრიორიტეტებად დაყოფილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

  • ფარმაცევტული სექტორის და მედიკამენტებით მომარაგების ქსელის ოპერატიული შეფასება

    ფარმაცევტული სექტორის და მედიკამენტებით მომარაგების ქსელის ოპერატიული შეფასება
    პროექტი „ფარმაცევტული სექტორის ოპერატიული შეფასება უზბეკეთში“ დააფინანსა მსოფლიო ბანკმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ Credes-თან (საფრანგეთი) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელება 2003 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი იყო ოპერატიული შეფასება და ამისათვის ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა, წამლის პოლიტიკა და რეგულირება, სტრატეგიული ჩარჩო, პროდუქტების შერჩევა, პროგნოზირების მეთოდები, შესყიდვის მექანიზმები, ხარისხის უზრუნველყოფა, შენახვა, ტრანსპორტირება და ანგარიშგება. გარდა ამისა შესწავლილი იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო და კერძო დისტრიბუციის სისტემები, მედიკამენტების ტიპები და ღირებულება. აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

    ოპერატიული შეფასების ფარგლებში შემდეგი ძირითადი ამოცანები შესრულდა:
    • რამდენიმე ხელმისაწვდომი სწრაფი შეფასების ინსტრუმენტის მნიშვნელობის განხილვა (ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, „ჯონ სნოუ, ინკ.“, „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) და ბოსტონის უნივერსიტეტი);
    • ინსტრუმენტების მორგება უზბეკეთზე;
    • მონაცემების შეგროვება რამდენიმე განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორიც არის სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუსჯგუფები, ჩანაწერების გაშიფვრა და ა.შ.
    • მონაცემთა თავმოყრა და მათ მიერ მოცემული საპირისპირო შედეგების დაფიქსირება;
    • ანგარიშის შედგენა მოწოდების არხების ფუნქციების აღწერით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების აღნიშვნით;
    • მონაცემთა შეგროვება სახელმწიფო, კომერციულ და ნახევრად კერძო სისტემებში არსებულ უზბეკეთში წარმოებულ ან იმპორტირებულ მედიკამენტების(მათი ნიმუშების) საბაზისო ფასზე, დამატებით ხარჯებზე, როგორიც არის მოსაკრებლები, განბაჟების ხარჯები, გადასახადები, შენახვის ხარჯები, ტანსპორტირების ხარჯი, ფასნამატი და ა.შ.
    • მედიკამენტებზე და უზბეკეთზე არსებული, როგორც გამოქვეყნებული ისე გამოუქვეყნებელი, ლიტერატურის მიმოხილვა;
    • მიმდინარე აღმოჩენები სემინარების პროცესში.

    სექტორის შესახებ ზუსტი სურათის შესაქმნელად, განხორციელდა შემდეგი ქმედებები:
    • შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროსთან, ფარმაკოლოგიის კომიტეტთან, პროექტების განხორციელების ცენტრალურ ბიუროსთან (CPIB) დავალების მიზნების და მისიის ორგანიზაციის განსასაზღვრად;
    • ოპერატიული შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა და კვლევის განსახორციელებლად შესაბამისი მიდგომის შერჩევა;
    • ძირითად პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე პირებთან შეხვედრა და შესაბამისი საკითხების განხილვა.

    შეფასების მიზნით გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:
    • ინტერვიუს და ოპერატიული შეფასებითი მეთოდების განსაზღვრა (სიღრმისეული ინტერვიუ, ინტერვიუს ჩაწერა);
    • იმ გეგოგრაფიული ადგილების განსაზღვრა და შერჩევა, რომლებსაც მკვევარები ეწვეოდნენ; აგრეთვე ძირითადი დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა მათთან შეხვედრის მიზნით;
    • ძირითადი საკითხების ჩამოთვალა, რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება;
    • ჯგუფური სამუშაოს ორგანიზება და მოქმედებათა გრაფიკის განხილვა;
    • მედიკამენტების ნიმუშების შერჩევა ფასების გასაანალიზებლად.

  • საზოგადოებრივი ფაქტორების გავლენის შეფასება დევნილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საქართველოში, 2011-2012

    კვლევით პროექტი ”საზოგადოებრივი ფაქტორების გავლენის შეფასება დევნილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საქართველოში” განახორციელდა საერთაშორისო ფონდი ”კურაციოს” მიერ, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობით (ბაიარდ რობერტსი, პროფ. მარტინ მაკი და პროფ. ვიკრამ პატელი და ქ-ნი ნინო მახაშვილი). პროექტი დაფინანსებული იყო Wellcome Trust-ის მიერ (გაერთიანებული სამეფო).

    კვლევა მიზნად ისახავს გააღრმავოს ცოდნა გარეშე ფაქტორების შესახებ, რომელთაც შესაძლოა დადებითი გავლენა საქართველოში დევნილთა და კონფლიქტურ ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებულ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კვლევა წარმოგვიდგენს მტკიცებულებებს დეპრესიის, ფსიქიკური დარღვევების, ალკოჰოლის მოხმარების გავრცელებაზე და სტრესულ ფაქტორებთან გამკლავების სტრატეგიებზე დევნილებსა და იმ პირებში, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისთვის შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად. ეს კვლევა  ერთ-ერთი პირველის საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც შეისწავლის საზოგადოებრივ ფაქტორებს დევნილებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით.

  • კურაციოს ხელმძღვანელი BlogTalkRadio-ს ეთერში

    საერთაშორისო ფონდი ‘კურაციოს’ პრეზიდენტი ქეთევან ჩხატარაშვილი ოქტომბრის თვეში ჯანდაცვის თემაზე სასაუბროდ მიიწვია რადიო მაუწყებელმა BlogTalkRadio-მ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოცდილებასა და კურაციოს წვლილზე ჯანდაცვის სექტორის  განვითარებაში გარდამავალ პერიოდში.

    მოუსმინეთ ჩანაწერს

    New Health Internet Radio with Global Health Leaders on BlogTalkRadio

  • კურაციოს სახელობის 2013-2014 წლების სტიპენდიანტი

    2013-2014 წლების საერთაშორისო ფონდი ‘კურაციოს’ სახელობის სტიპენდია ანა პეტრიაშვილმა მოიპოვა. იგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის მაგისტრი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მისი მომავალი ინტერესის სფერო ფსიქიკური ჯანდაცვაა. სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასაც ამავე თემაზე აპირებს.

    ‘ვფიქრობ, რომ კვლევის მიზანი, რომელიც დაგეგმილი მაქვს, იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისის ‘აქტიური სათემო თერაპიის’ ეფექტურობის შეფასება არსებულ ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით. შევისწავლი მის სოციალურ ფუნქციონირებას და ხარჯთეფექტურობას’- ამბობს იგი.

    ანა მოხალისედ მუშაობდა ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაში – ჰოსპისში. ასევე მოხალისედ, 2011 წელს მუშაობდა აშშ-ში მერილენდის შტატში ორგანიზაციის ‘People Encouraging People’ (PEP) მიერ წარმოებულ სათემო ფსიქიატრიულ პროგრამაში. გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსი, სხვადასხვა ეტაპზე, ჰქონდა შესაძლებლობა და ინტერესი, აქტიურად ჩართულიყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებში, რომელთაგან ერთ-ერთია ნარკოტიკებით მიყენებული ზიანის შემცირება.

    როგორც თავად ამბობს, კურაციოს სახელობის სტიპენდია მისთვის დიდი მოტივაციაა.

    ‘ჩემთვის კურაციოს სტიპენდიანტობა ერთდოულად დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მონაწილეობა მივიღე სასტიპენდიო კონკურსში და გავიმარჯვე. პირადად ჩემთვის ამ პროგრამაში გამარჯვება არის სტიმული, რომ მეტი მონდომებით და მაღალი ხარისხით განვაგრძო მუშაობა. ვფიქრობ ჩემს მიერ არჩეულ კვლევაზე მუშაობის პროცესში ძალიან დამეხმარება კურაციოს ექსპერტების გამოცდილება და რეკომენდაციების მიღება. ეს სტიპენდია საშუალებას მაძლევს უფრო სრულყოფილად გავაკეთო სამაგისტრო ნაშრომი საქართველოში აქტიური სათემო ფსიქიატრიულ მომსახურებაზე.’ – ამბობს ანა.

    კურაციოს სახელობის სტიპენდიის პროგრამის 2012-2013 წლების გამარჯვებულიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი იყო.

  • ფსიქიკური ჯანმრთელობა ომით დაზარალებულ მოსახლეობაში საქართველოში

    ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანმრთელობის აუცილებელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.ფსიქიკური აშლილობა ადამიანის შესაძლებლობების შეზღუდვის ხშირი მიზეზია. ფსიქიკური ჯანმრთელობის ძირითადი რისკ- ფაქტორებია: სიღარიბე, სოციალური იზოლაცია,დანაკარგი, ფსიქო-ტრავმა და, ასევე, სამოქალაქო კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილება.

    საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით კვლევა არის ჩატარებული, სადაც მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები იქნებოდა შესწავლილი.
    12 სექტემბერს გამოქვეყნდა ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებული ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები, რომელიც ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანრმთელობას შეისწავლის.

    ახალ კვლევის ავტორები არიან საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლა და ორგანიზაციას ‘გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში’.

    სპეციალური კითხვარების საშუალებით, ორგანიზაციებმა შეაფასეს ისეთი ფსიქიკური აშლილობების არსებობა, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობა, ასევე მათი დამოკიდებულება შესაძლებლობების შეზღუდვასთან და ჯანდაცვითი სერვისების გამოყენება.

    თავშესაფრის არქონა, მძიმე დაზიანება, საომარ მოქმედებაში აღმოჩენა, მკვლელობის ხილვა, ძალადობა ახლობლის მიმართ- ის ძირითადი ტრავმული გამოცდილებაა, რაც გამოკითხულმა 3600-მა რესპონდენტმა დაასახელა.

    ორგანიზაციებმა გამოიკითხეს 1990-იანი და 2008 წლის კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებული პირები, აგრეთვე ის მოსახლეობა, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დროებით დატოვეს და შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებს სასაზღვრე სოფლებში.

    კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ყველა ფსიქიკური აშლილობა უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ფსიქიკური აშილობები იმატებს ხანდაზმულ ასაკში.

    გამოკითხულთა დაახლოებით 30 %-ს ფსიქიკური აშლილობის სულ მცირე ერთი კრიტერიუმი მაინც, რომელთა შორის წამყვანია დეპრესია, შფოთვა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

    კვლევამ დაადგინა ძლიერი კავშირი ფსიქიკურ აშლილობებსა და შესაძლებლობების შეზღუდვას შორის.მათ შორის, ვისაც პოსტ-ტრავმული აშლილობის ნიშნები აქვს, შესაძლებლობების შეზღუდვა აღენიშნება 14%; დეპრესიის მქონე პირებში – ეს ციფრი 20%-ს აღწევს; შფოთვითი აშლილობების ნიშნების მქონე პირთა 19%-ში გვხვდება ფუნქციური შეზღუდვა.

    რაც შეეხება ჯანდაცვის სერვისების გამოყენებას, აღმოჩნდა, რომ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანთა დაახლოებით ნახევარი არანაირ სერვისს არ მიმართავს და არ იღებს დახმარებას არსებული პრობლემების დასაძლევად.

    აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე პირთაგან ყოველმესამესმიაჩნია, რომ საერთოდ არ აქვს პრობლემა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანები ეგუებიან დისკომფორტულ და მძიმე სიმპტომებს (მაგ; მძიმე განმეორებით მოგონებებს, აგზნებადობას, ძილის დარღვევებს და ა.შ) და მათ “ჩვეულებრივ” მოვლენად მიიჩნევენ. ეს კი კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

    გამოკითხულთა 19.6% მიიჩნევს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე საჭიროებდა, მაგრამ ვერ მიმართა სამედიცინო სამსახურს. დასახელებულ მიზეზებს შორის წამყვანია მომსახურების და წამლების მაღალი ფასი და გადახდის უუნარობა.

    აღმოჩნდა, რომ ისინი ვინც დაზღვეულნი არიან სახელმწიფო სადაზღვევო სქემით (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის დაზღვევა) უფრო ხშირად მიმართავენ სამედიცინო მომსახურებას, ვიდრე ისინი რომელთაც არანაირი დაზღვევა არა აქვთ, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაზღვევა მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას.

    “ამ ახალი კვლევის შედეგად, პროფესიული საზოგადოება და პოლიტიკოსები მიიღებენ მტკიცებულებებს ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავებას და შესაბამისი სერვისების განვითარებას.”-ამბობს ივდითი ჩიქოვანი, საერთაშორისო ფონდი ‘კურაციოს’ წარმომადგენელი.

    გაეცანით კვლევას სრულად.

    ასევე გაეცანით პრეზენტაციას:  ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემა საქართველოში

     ფსიქიკური ჯანმრთელობა ომით დაზარალებულ მოსახლეობაში საქართველოში კვლევის მეთოდოლოგია  ბარიერების შემსწავლელი კვლევა საქართველოში 2012 წელს

    ფსიქიკური აშლილობების ტვირთი და მათი ზეგავლენა შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხზე 

    ფსიქიკური პრობლემების გამო ომით დაზარალებული მოსახლეობის მიერ ჯანდაცვითი სერვისების უტილიზაცია 

    Harmful health behaviours among conflict-affected populations in Georgia: The case of harmful alcohol use 

    მედია კვლევის შესახებ

    პირველი არხი, მოამბე

    იმედი, დილა

    კავკასია

    რადიო ‘თავისუფლება’- მოუსმინეთ ჩანაწერს

    ომი და ფსიქიკური ჯანმრთელობა– ინტერნეტგამოცემა Netgazeti.ge, ავტორი: ნინო კახიშვილი, 12 სექტემბერი, 2013

    დეპრესია, შფოთვა, სტრესული აშლილობა – დევნილი მოსახლეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა– ინტერნეტგამოცემა Liberali.ge, ავტორი: ლიკა ზაკაშვილი, 13 სექტემბერი, 2013

    გაზეთი რეზონანსი: დევნილთა 24%-ს პოსტტრავმული აშლილობა აქვს, 14%-ს-დეპრესია, 11%-ს შფოთვა და 6%-2 სამივე, ავტორი: სალომე აბულაძე, 13 სექტემბერი, 2013

  • ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთის სტატია:ომი და ფსიქიკური ჯანმრთელობა 2013

    საერთაშორისო ფონდ კურაციოს კვლევაზე, რომელიც ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აკვირდება, ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთი წერს. იხილეთ ნინო კახიშვილის სტატია “ომი და ფსიქიკური ჯანმრთელობა”