2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. იხილეთ ტელეკომპანია იმედის სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.
Your blog category
2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. იხილეთ ტელეკომპანია იმედის სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.
2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. იხილეთ ტელეკომპანია “კავკასიას” სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.
2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. იხილეთ საზოგადოებრივი არხის სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.
2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. იხილეთ ტელეკომპანია იმედის სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.
2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. იხილეთ ტელეკომპანია “კავკასიას” სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომასთან” თანამშრომლობით განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია სარწმუნო ინფორმაციის გენერირება აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფისთვის ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.
დღეისათვის საქართველო აივ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით კონცენტრირებული ეპიდემიის ქვეყნებს მიეკუთვნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2013 წლის ბოლოსთვის აივ ვირუსით ინფიცირების 4,131 შემთხვევაა რეგისტრირებული, ბოლო წლების მანძილზე ყოველწლიურად საშუალოდ 500 ახალი შემთხვევა ვლინდება. ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით ჰეტეროსექსუალური კონტაქტი პირველ ადგილზეა (49%), ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება მეორეზე (35%), ხოლო ჰომოსექსუალური კონტაქტი მესამეზე (13%) [1]. 2012 წელს თბილისსა და ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით ამ ჯგუფში აივ ინფექციის პრევალენტობა 1.3%-ია თბილისში, ხოლო ბათუმში 0.8% [2]. კვლევა წარმოადგენს ბიომარკერული და ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის შემდგომ რაუნდს თბილისსა და ბათუმში, მას თან ერთვის პოპულაციის სავარაუდო ზომის განმსაზღვრელი კვლევა, რაც მნიშვნელოვანია ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
პროექტი განხორციელდა გლობალური ფონდის საქართველოსთვის გაცემული გრანტის ფარგლებში. კვლევის დიზაინის და ანალიზის ეტაპზე მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
იხილეთ კვლევის ანგარიშები სრულად:
————————
[1] დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გლობალური შიდსის რეაგირების მიმდინარე ანგარიში. საქართველო 2014
[2] საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა”. აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები სექს მუშაკებს შორის საქართველოს ორ ქალაქში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით თბილისსა და ბათუმში 2012 წელს, 2013
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურცენტრ „თანადგომასთან” თანამშრომლობით განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია სარწმუნო ინფორმაციის გენერირება აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებისთვის ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.
დღეისათვის საქართველო აივ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით კონცენტრირებული ეპიდემიის ქვეყნებს მიეკუთვნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2013 წლის ბოლოსთვის აივ ვირუსით ინფიცირების 4,131 შემთხვევაა რეგისტრირებული, ბოლო წლების მანძილზე ყოველწლიურად საშუალოდ 500 ახალი შემთხვევა ვლინდება. ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით ჰეტეროსექსუალური კონტაქტი პირველ ადგილზეა (49%), ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება მეორეზე (35%), ხოლო ჰომოსექსუალური კონტაქტი მესამეზე (13%). რისკის ჯგუფებს შორის ყველაზე მაღალი პრევალენტობა დადენილია მამაკაცებში, რომელთაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან. 2012 წელს თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ამ ჯგუფში აივ ინფექციის პრევალენტობა 13%-ია. ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია პოპულაციის სავარაუდო ზომის ცოდნა.
პროექტი განხორციელდა გლობალური ფონდის საქართველოსთვის გაცემული გრანტის ფარგლებში. კვლევის დიზაინის და ანალიზის ეტაპზე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ კვლევის ანგარიში.
————————
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გლობალური შიდსის რეაგირების მიმდინარე ანგარიში. საქართველო 2014.
საერთაშორისო ფონდი „კურაციო“,საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა”. აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებს შორის თბილისში, ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით 2012 წელს, 2013.
საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომელშიც წარმოდგენილია ექსპერტული შეფასებები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ცვლილებებზე.
“საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი” ეყრდნობა გამოკითხული 98 ექსპერტის შეფასებებს და მოიცავს 6 თვიან პერიოდს- 2013 წლის მაისიდან ოქტომბრამდე.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საყოველთაო დაზღვევის მოსალოდნელ შედეგებზე, ჯანდაცვის სფეროში კერძო ინვესტიციებზე მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სავარაუდო გავლენაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო განათლებაზე, ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.
საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” ბარომეტრი პირველად 2013 წლის აპრილში გამოაქვეყნა. მეორე გამოკითხვისას მიღებული ზოგიერთი შეფასება უფრო ოპტიმისტური აღმოჩნდა, თუმცა ასევე წარმოჩინდა საკითხები სადაც პესიმისტურმა მოლოდინებმა იმატა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროში მთავრობის მიერ გატარებული ინიციატივები ზოგადად ეფექტური იყო – ამ პერიოდში სკეპტიკოსთა წილი საგრძნობლად შემცირდა 52.4%-დან 33%-მდე;
მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ახლა უფრო მეტი რესპონდენტი მიიჩნევს ეფექტურად, თუმცა დარგის დაფინანსების მოცულობა შეფასებულია როგორც “ნაკლებად ადეკვატური”;
მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდისა, ექსპერტთა მოლოდინები, რომ ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება და/ან ფასები დაიკლებს, მეორე ტალღაში უფრო მეტად პესიმისტური გახდა;
მეორე ტალღაში შემცირდა ოპტიმისტური მოლოდინები 38.8%-დან 25.5%-მდე, რომ მედიკამენტების ფასები შემცირდება, რაც ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ექსპერტების 47.3% თვლის რომ ფარმაცევტული ბაზრის მართვა-რეგულირების კუთხით ბოლო 6 თვეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა;
ექსპერტების შეფასებით, ისევე როგორც პირველ ტალღაში, კვლავაც პრობლემურად რჩება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო განათლების სისტემა;
სამედიცინო კადრის მომზადების სისტემა, ექსპერტების უმრავლესობის აზრით კვლავაც არ პასუხობს დღევანდელობის მოთხოვნებს და 69.8% აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები ბოლო 6 თვეშიც არ გადადგმულა;
საყოველთაოდ ცნობილია, რომ დარგის განვითარებისთვის აუცილებელია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ექსპერტების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე გატარებული პოლიტიკა ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების ზრდას სადაზღვევო ინდუსტრიაში (70.3%) თუ სამედიცინო დაწესებულებებში (61.6%);
ექსპერტები თვლიან რომ დარგში გატარებული პოლიტიკა გაზრდის სახელმწიფოს როლს სადაზღვევო კომპანიებში (54.9%) და სამკურნალო დაწესებულებებში (76.9%);
ექსპერტების მიერ პოზიტიურად აღქმული შედეგები და ტენდენციები, სავარაუდოდ, განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პრიორიტეტების მკაფიო ფორმულირებამ და კომუნიკაციამ პროგრამული და/ან სახელმწიფო დოკუმენტებით და მედიით. უარყოფით შედეგები კი სავარაუდოდ გამოწვეული იყო სახელმწიფოს მხრიდან განცხადებული პრიორიტეტების ან არარსებობით ან არასაკმარისი დეტალიზაციით.
მკვლევართა დასკვნით, მთავრობის მხრიდან დარგის პრიორიტეტების მკაფიოდ და გამჭვირვალედ ჩამოყალიბებამ და ადეკვატურმა კომუნიკაციამ შესაძლებელია პოზიტიური გავლენა იქონიოს დარგის მომავალზე და შესაბამისად საზოგადოებრივ აზრზე.
კვლევაში მონაწილე ექსპერტები წარმოადგენენ სამინისტროებს და სამთავრობო სტრუქტურებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიულ ასოციაციებს, სადაზღვევო კომპანიებს და კვლევით ჯგუფებს.
საერთაშორისო ფონდი “კურაციო” ამგვარ კვლევას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩაატარებს, რათა დინამიკაში დააკვირდეს დარგში მიმდინარე მოვლენებს და ამ ცვლილებების მიმართ ექსპერტების დამოკიდებულებას.
საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი 2013
პროექტი „საქართველოში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების სტრატეგიული გეგმის შემუშავება“ დააფინანსა ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელმა (HMN). პროექტი დაიწყო 2007 წლის აპრილში და დასრულდა 2008 წლის მარტში. პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შექმნას და ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას გაეწია შემდეგი დახმარება: ჯანმრთელობის, სტატისტიკის სფეროებიდან და განვითარების სააგენტოებიდან დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა და მოწვევა, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის მეთოდოლოგიის გამოყენებით; ყოველისმომცველი, პრიორიტეტებად დაყოფილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
ფარმაცევტული სექტორის და მედიკამენტებით მომარაგების ქსელის ოპერატიული შეფასება
პროექტი „ფარმაცევტული სექტორის ოპერატიული შეფასება უზბეკეთში“ დააფინანსა მსოფლიო ბანკმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ Credes-თან (საფრანგეთი) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელება 2003 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი იყო ოპერატიული შეფასება და ამისათვის ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა, წამლის პოლიტიკა და რეგულირება, სტრატეგიული ჩარჩო, პროდუქტების შერჩევა, პროგნოზირების მეთოდები, შესყიდვის მექანიზმები, ხარისხის უზრუნველყოფა, შენახვა, ტრანსპორტირება და ანგარიშგება. გარდა ამისა შესწავლილი იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო და კერძო დისტრიბუციის სისტემები, მედიკამენტების ტიპები და ღირებულება. აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.
ოპერატიული შეფასების ფარგლებში შემდეგი ძირითადი ამოცანები შესრულდა:
• რამდენიმე ხელმისაწვდომი სწრაფი შეფასების ინსტრუმენტის მნიშვნელობის განხილვა (ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, „ჯონ სნოუ, ინკ.“, „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) და ბოსტონის უნივერსიტეტი);
• ინსტრუმენტების მორგება უზბეკეთზე;
• მონაცემების შეგროვება რამდენიმე განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორიც არის სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუსჯგუფები, ჩანაწერების გაშიფვრა და ა.შ.
• მონაცემთა თავმოყრა და მათ მიერ მოცემული საპირისპირო შედეგების დაფიქსირება;
• ანგარიშის შედგენა მოწოდების არხების ფუნქციების აღწერით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების აღნიშვნით;
• მონაცემთა შეგროვება სახელმწიფო, კომერციულ და ნახევრად კერძო სისტემებში არსებულ უზბეკეთში წარმოებულ ან იმპორტირებულ მედიკამენტების(მათი ნიმუშების) საბაზისო ფასზე, დამატებით ხარჯებზე, როგორიც არის მოსაკრებლები, განბაჟების ხარჯები, გადასახადები, შენახვის ხარჯები, ტანსპორტირების ხარჯი, ფასნამატი და ა.შ.
• მედიკამენტებზე და უზბეკეთზე არსებული, როგორც გამოქვეყნებული ისე გამოუქვეყნებელი, ლიტერატურის მიმოხილვა;
• მიმდინარე აღმოჩენები სემინარების პროცესში.
სექტორის შესახებ ზუსტი სურათის შესაქმნელად, განხორციელდა შემდეგი ქმედებები:
• შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროსთან, ფარმაკოლოგიის კომიტეტთან, პროექტების განხორციელების ცენტრალურ ბიუროსთან (CPIB) დავალების მიზნების და მისიის ორგანიზაციის განსასაზღვრად;
• ოპერატიული შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა და კვლევის განსახორციელებლად შესაბამისი მიდგომის შერჩევა;
• ძირითად პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე პირებთან შეხვედრა და შესაბამისი საკითხების განხილვა.
შეფასების მიზნით გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:
• ინტერვიუს და ოპერატიული შეფასებითი მეთოდების განსაზღვრა (სიღრმისეული ინტერვიუ, ინტერვიუს ჩაწერა);
• იმ გეგოგრაფიული ადგილების განსაზღვრა და შერჩევა, რომლებსაც მკვევარები ეწვეოდნენ; აგრეთვე ძირითადი დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა მათთან შეხვედრის მიზნით;
• ძირითადი საკითხების ჩამოთვალა, რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება;
• ჯგუფური სამუშაოს ორგანიზება და მოქმედებათა გრაფიკის განხილვა;
• მედიკამენტების ნიმუშების შერჩევა ფასების გასაანალიზებლად.