Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე

    29 იანვარს, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც ორგანიზებული იყო ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ. ფორუმი ჩატარდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ქვეყანაში მიმდინარე დიალოგის ფარგლებში. შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა წარადგინეს მათი მუშაობის შედეგები და ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს.

    საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” ფორუმზე წარადგინა მოხსენება აივ ინფექციის გავრცელებისა და ტრანსმისიის ტენდენციების შესახებ რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებში. წარმოდგენილი მონაცემები ძირითადად ემყარებოდა ფონდის მიერ სხვადასხვა პერიოდში ჩატარებულ კვლევებს (ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით და პოპულაციის ზომის განსაზღვრა, MOT Study) და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას.

    მოხსენების შესახებ ვრცლად იხილეთ პრეზენტაციაში.

  • ინფოგრაფიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის ფინანსური ბარიერების კვლევაზე

    [vc_row][vc_column][vc_column_text]2014 წელს საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარდა კვლევა, რომელმაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა ში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. კვლევაში გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდები, რაც ლიტერატურის ფართო მიმოხილ ვით და მეორად მონაცემთა ანალიზით გამდიდრდა.

    ამ დოკუმენტში წარმოდგენილი კვლევის შედეგები ასახავს იმ ძირითად ბარიერებს, რომლებიც სისტემის სხვადასხვა დონეზე არსებობს და მოსახლეობისთვის ადეკვატურ და ხარისხიან მომსახურეობასთან ხელმისაწვდომობის პრობლემას ქმნის.

    კვლევის პუბლიკაცია სრულად ხელმისაწვდომია აქ. 

    გამოცემა ‘ლიბერალმა’ კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით მოამზადა ინფორმაციული გრაფიკა.[/vc_column_text][ultimate_spacer][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][vc_simple_slider ids=”5803″][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”30″][/vc_column][/vc_row]

  • ტვ 3 – საერთაშორისო ფონდი 'კურაციო' დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

    2014 წლის 19 სექტემბერს საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იქნა ჯანდაცვის სისტემის რერფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპების შემაჯამებელი ფილმი და ასევე მოხდა პუბლიკაციის “ჯანდაცვის 20 წელი” პრეზენტაცია.

    ნახეთ ტელეკომპანია ‘ტვ 3’-ის სიუჟეტი

     

  • რუსთავი 2- სერთაშორისო ფონდი 'კურაციო' დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

    2014 წლის 19 სექტემბერს საერთაშორისო ფონდმა  ‘კურაციომ’ დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იქნა ჯანდაცვის სისტემის რერფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპების შემაჯამებელი ფილმი და ასევე მოხდა  პუბლიკაციის “ჯანდაცვის 20 წელი” პრეზენტაცია.

    ნახეთ რუსთავი 2-ის სიუჟეტი.

     

  • საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფონდმა მოამზადა მოკლე ფილმი საქართველოს ჯანდაცვის რეფორმირების 20 წლიან ისტორიაზე, 2014

    დაარსებიდან 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფონდმა მოამზადა ვიდეოკლიპი, რომელიც ასახავს პოსდსაბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ისტორიას. პროცესის მნიშვნელოვან ეტაპებზე უშუალოდ რეფორმების განმახორციელებელნი და იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყვებიან, რომლებმაც მნივნელოვანი წვლილი შეიტანეს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში: ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2001-2003 წლებში, აკაკი ზოიძე- საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 2001-2003 წლებში, გიორგი გოცაძე – საერთაშორისო ფონდ ‘კურაციოს’ დირექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2008-2010 წლებში, სტივენ ჰეიკინი- აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი, დანდან ჩენი-მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის, განათლების და სოციალური საკითხების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში.

    მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ფილმში მონაწილეობისათვის.

     

  • ფონდი 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქვეყნებს პუბლიკაციას ჯანდაცვის რეფორმირების ისტორიაზე, 2014

    საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოამზადა პუბლიკაცია “ჯანადცვის 20 წელი”, იგი აღწერს იმ ძირეული მოვლენების თანმიმდევრობას, რომლებიც სფეროში საბჭოეთის ნგრევიდან დღემდე მიმდინარეობს და ქმნის ჯანდაცვის სფეროს ისტორიას.

    მოყვანილი ფაქტობრივი ინფორმაცია ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან გამოცემას, რომელიც თავს უყრის ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და იმ ადამიანების მონათხრობს, რომლებიც ამა თუ იმ ცვლილებების ინიციატორები, განმახორციელებლები ან მოწმენი იყვნენ. თხრობას თან ერთვის დოკუმენტური ფოტომასალა და ინფოგრაფიკები, რაც მკითხველს 20 წლის სურათის წარმოსახვაში დაეხმარება.

    იხილეთ პუბლიკაცია სრულად.

     

    ასევე იხილეთ ანიმაცია პუბლიკაციის შიგთავსის შესახებ:

     

  • რუსთავი 2- სერთაშორისო ფონდი 'კურაციო' დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

    2014 წლის 19 სექტემბერს საერთაშორისო ფონდმა  ‘კურაციომ’ დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იქნა ჯანდაცვის სისტემის რერფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპების შემაჯამებელი ფილმი და ასევე მოხდა  პუბლიკაციის “ჯანდაცვის 20 წელი” პრეზენტაცია.

    ნახეთ რუსთავი 2-ის სიუჟეტი.

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მესამე ტალღა

    საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და გთავაზობთ „საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის“, მესამე ტალღის შედეგებს, რომელიც მოიცავს ექვს თვიან პერიოდს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით.

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი ტრადიციულად, ცდილობს შეაფასოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენები და მათი სავარაუდო გავლენები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

    ბარომეტრის მესამე ტალღაში ყურადღება გამახვილებულია სახლემწიფო დაფინანსების ადეკვატურობაზე, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასებზე, ასევე მოსახლეობის ფინანსურ დაცულობასა და კერძო სადაზღვევო სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე. სპეციალისტთა მოსაზრებები შედარებულია სახელმწიფოს ოფიციალურ მონაცემებსა და სფეროში არსებულ სხვა კვლევებს, რათა ნათელი გახდეს, რამდენად დაახლოებულია სპეციალისტთა მოსაზრებები დარგში მიმდინარე პროცესებთან. ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები არიან სამინისტროების, სამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, სადაზღვევო კომპანიების და კვლევითი ჯგუფების წარმომადგენლები.

    ბარომეტრის ძირითადი მიგნებები
    • 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო დანახარჯი ჯანდაცვაზე, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას;
      • NDI-ს მიერ 2014 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში”- თანახმად მოსახლეობის 40% აღნიშნავს სამედიცინო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას
      • საქსტატის მონაცემებით, გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. თუმცა, ფინანსური დაცულობის კუთხით სოფლის მოსახლეობის მდგომარეობა 2013 წელს წინა წელთან შედარებით გაუარესდა.
    • სრულად რომ დაფინანსებულიყო 2013 წლის „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ 48%-ით დაფინანსდა, საფიქრებელია, რომ მოსახლეობის ფინანსური დაცულობის მხრივ, საზოგადოება ალბათ უკეთეს შედეგს მიიღებდა;
    • მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ კერძოდ დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდებოდა, 2012-2013 წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 117,000 ადამიანით ანუ (20%-ით) შემცირდა და ეს ხალხი ტვირთად სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვა;
    • 2014 წლისთვის მნიშვნელოვნადაა გაზრდილი „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ რისკები, რადგან:
      • 117,000 ადამიანით არის გაზრდილი პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც ადრე კერძოდ იყო დაზღვეული და მოსალოდნელია, რომ კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს 2014 წელს და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობის დაფინანსება დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს;
      • 2014 წლის აპრილის მონაცემებით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობაზე ფასები გაიზარდა 7.1%-ით და მედიკამენტებზე 6.8%-ით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პროგრამის 2014 წლის ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას;
      • დაბოლოს, 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც 12 თვეს მოიცავს 5.5%-ით ნაკლებია, ვიდრე იგივე პროგრამის 2013 არასრული წლის ბიუჯეტი, თუმცა იგი შესადარისია იმ დანახარჯისა, რომელიც მთავრობამ რეალურად დახარჯა 2013 წელს.

    მეტი: იხილეთ ბარომეტრის ანგარიშში.

  • ტვ 3 – საერთაშორისო ფონდი 'კურაციო' დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

    2014 წლის 19 სექტემბერს საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იქნა ჯანდაცვის სისტემის რერფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპების შემაჯამებელი ფილმი და ასევე მოხდა პუბლიკაციის “ჯანდაცვის 20 წელი” პრეზენტაცია.

    ნახეთ ტელეკომპანია ‘ტვ 3’-ის სიუჟეტი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევაზე ომით დაზარალებულ მოსახლეობაში, 2014

    2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური  ბარიერები შეისწავლა. იხილეთ საზოგადოებრივი არხის სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.