Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და განსაზრავენ იმუნიზაციის სერვისების ღირებულებას მოლდავეთში

    სერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი Vaccine აქვეყნებს სტატიას“ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენას იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და განსაზღვრავენ იმუნიზაციის სერვისების ღირებულებას მოლდავეთში”. სტატიის თანაავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტები არიან.

    კვლევა, რომელიც მოლდავეთში საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარდა, არის ფართომასშტაბიანი კვლევის ნაწილი, რომელიც Bill & Melinda Gates Foundation-ის მხარდაჭერით განხორციელდა 6 ქვეყანაში. კვლევის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის და იმუნიზაციის სერვისების მიწოდების ეკონომიკური ღირებულების ანალიზი წარმოადგენდა.

    ამ დრომდე ძალიან მცირე რაოდენობის კვლევაა ჩაატარებული განვითარებად ქვეყნებში იმუნიზაციის პროგრამის შესრულებაზე მოქმედი და იმუნიზაციის სერვისების ღირებულების განმსაზღვრელი ფაქტორების გამოსავლენად. ჩვენი კვლევის მიზანს სწორედ ამ ინფორმაციული დეფიციტის შევსება წარმოადგენდა. კვლევის შედეგების ანალიზით გამოიკვეთა ფაქტორები, რომლებიც მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობასა და იმუნიზაციის სერვისების ღირებულებაზე ახდენს გავლენას.

    სტატია იხილეთ კურაციოს ResearchGate-ის გვერდზე.

  • მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი

    2012-2014 წლებში საერთაშორისო ფონდმა კურაციომ განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი წარმოადგენდა.

    კვლევა უფრო მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავდა ექვს სხვადასხვა ქვეყანაში (მოლდოვეთი, ბენინი, უგანდა, ზამბია, განა, ჰონდურასი) რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების შეფასებას. კვლევა ჩატარდა Bill & Melinda Gates Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით.

    კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს: ა) ქვეყანაში იმუნიზაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების დაგეგმვის გაუმჯობესებას, ბ) ქვეყანაში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ეფექტური განხორცილებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების, იმუნიზაციის სერვისების მიწოდების და ახალი ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯების გააზრებას გ) ახალი ვაქცინის დასანერგად, იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI ) არსებული პოლიტიკის/პროცედურების განახლებას.

    ჩვენი კვლევის შედეგები იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოლდავეთში ახალი ვაქცინის დანერგვის ფინანსური ხელმისაწვდომობის და იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ფინანსურ მდგრადობის შესახებ, რომელიც GAVI-ის მხარდაჭერის დამთავრების შემდგომ პერიოდშია მოსალოდნელი.

    პროექტის ანგარიში და პოლიტიკის ცნობა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

     

     

     

  • ბოსნია და ჰერცოგოვინაში გლობალური ალიანსის მხარდაჭერის საბოლოო შეფასება

    2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ბოსნია და ჰერცოგოვინაში (BiH) გლობალური ალიანსის მხარდაჭერის პროექტის საბოლოო შედეგები შეაფასა. პროექტის შედეგების შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის – გლობალური ალიანსი ვაქცინებისა და იმუნიზაციისთვის – სამდივნოს დავალებით განხორციელდა.

    შეფასებამ მოიცვა როგორც ფინანსური, ისე პროგრამული მხარე და ემყარებოდა ბოსნია ჰერცოგოვინას გამოცდილებას გლობალური ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის მიღებამდე, მხარდაჭერის პერიოდში და მის შემდეგ. GAVI-ის საქმიანობის შეფასება მოხდა სამი სხვადასხვა ფოკუსით: დაგეგმვა (GAVI-ის მხარდაჭერამდე), განხორციელება (GAVI-ს მხარდაჭერის დროს) და შედეგები (მხარდაჭერის შემდგომ). დამატებით, თითოეული პერიოდის მიღწევა კიდევ ერთხელ შემოწმდა ხუთი OECD/DAC კრიტერიუმის საშუალებით, როგორიცაა: შესაბამისობა, ეფექტიანობა, წარმადობა, ზემოქმედება/შედეგები, და მდგრადობა, ამ უკანასკნელზე ყველაზე მეტი აქცენტირებით.

    შეფასებით მიღებული რეკომენდაციები, გამოყენებული იქნება გარდამავალ ქვეყნებში პოტენციური პროგრამული სამუშაოს დასაგეგმად.

    დიკუმენტის სრულად გასაცნობად გთხოვთ, იხილოთ ბმული.

  • ბოსნია და ჰერცოგოვინაში გლობალური ალიანსის მხარდაჭერის საბოლოო შეფასება

    2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ბოსნია და ჰერცოგოვინაში (BiH) გლობალური ალიანსის მხარდაჭერის პროექტის საბოლოო შედეგები შეაფასა. პროექტის შედეგების შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის – გლობალური ალიანსი ვაქცინებისა და იმუნიზაციისთვის – სამდივნოს დავალებით განხორციელდა.

    შეფასებამ მოიცვა როგორც ფინანსური, ისე პროგრამული მხარე და ემყარებოდა ბოსნია ჰერცოგოვინას გამოცდილებას გლობალური ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის მიღებამდე, მხარდაჭერის პერიოდში და მის შემდეგ. GAVI-ის საქმიანობის შეფასება მოხდა სამი სხვადასხვა ფოკუსით: დაგეგმვა (GAVI-ის მხარდაჭერამდე), განხორციელება (GAVI-ს მხარდაჭერის დროს) და შედეგები (მხარდაჭერის შემდგომ). დამატებით, თითოეული პერიოდის მიღწევა კიდევ ერთხელ შემოწმდა ხუთი OECD/DAC კრიტერიუმის საშუალებით, როგორიცაა: შესაბამისობა, ეფექტიანობა, წარმადობა, ზემოქმედება/შედეგები, და მდგრადობა, ამ უკანასკნელზე ყველაზე მეტი აქცენტირებით.

    შეფასებით მიღებული რეკომენდაციები, გამოყენებული იქნება გარდამავალ ქვეყნებში პოტენციური პროგრამული სამუშაოს დასაგეგმად.

    დიკუმენტის სრულად გასაცნობად გთხოვთ, იხილოთ ბმული.

  • ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია და დანახარჯები, ქრონიკული და მწვავე მდგომარეობის პაციენტებისთვის საქართველოში: არის თუ არა პროგრამის სარგებელი დიზაინის შესაბამისი

    საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა BMC Health Services Research გამოაქვეყნა სტატია „ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია და დანახარჯები, ქრონიკული და მწვავე მდგომარეობის პაციენტებისთვის საქართველოში: არის თუ არა პროგრამის სარგებელი დიზაინის შესაბამისი “. სტატიის ავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ექსპერტები არიან.

    სტატია აღწერს, თუ როგორ ზემოქმედებს ჯანდაცვის სერვისების მოხმარებასა და დანახარჯებზე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამა.

    კვლევამ აჩვენა, რომ პროგრამამ მეტი სარგებელი მოუტანა ჯანმრთელობის მწვავე პრობლემის მქონე პაციენტებს, როგორც სერვისების მოხმარების, ისე მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების შემცირების თვალსაზრისით, მაშინ, როცა ქრონიკული პაციენტები სარგებელს მხოლოდ გამწვავების პერიოდში იღებდნენ.

    საყოველთაო მოცვის მისაღწევად, მნიშვნელოვანია პროგრამის დიზაინში
    გათვალისწინებული იყოს ქრონიკული პაციენტების საჭიროებები სახელმწიფოს მხრიდან.

    იხილეთ სტატიის სრული ვერსია საერთაშორისო ფონდი კურაციოს Research Gate-ის გვერდზე.

  • საერთაშორისო ფონდი კურაციო 'გლობალური ჯანდაცვის სისტემების' სამდივნოა

    “გლობალური ჯანდაცვის სისტემები” (HSG) არის პირველი საერთაშორისო საზოგადოება, რომელის ფუნქციონირების მიზანია ჯანმრთელობის სისტემების კვლევა და არსებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა. HSG მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს მკვლევარებს, პოლიტიკოსებს, დონორებს, განმახორციელებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს. HSG-ის 1900 წევრი ერთად მუშაობს რათა შექმნას საჭირო მეცნიერული მტკიცებულებები, გაავრცელოს ეს ცოდნა, და ხელი შეუწყოს მის გამოყენებას ჯანდაცვის სფეროს განვითარების და გაძლიერების მიზნით.

    2015 წლის პირველი მარტიდან, საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) გახდა HSG-ის სამდივნო. საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე, ‘გლობალური ჯანდაცვის სისტემების’ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. იგი საერთაშორისო ფონდი კურაციოს და Institute of Development Studies გუნდთან ერთად უხელმძღვანელებს HSG-ის სამდივნოს და ყველა ღონეს იხმარს, რათა გლობალური ჯანდაცვის სისტემები გაძლიერდეს და კიდევ უფრო გლობალური გახდეს.

    HSG ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, აწყობს გლობალურ სიმპოზიუმს, რათა ერთად შეკრიბოს ჯანდაცვის სისტემებზე მომუშავე სპეციალისტთა ფართო სპექტრი. წინა გლობალური სიმპოზიუმები ჩატარდა, მონტროში 2010 წელს, პეკინში 2012-ში, კეიპ თაუნში 2014-ში, ვანკუვერში 2016.

    ხოლო მეხუთე ჩატარდება ლივერპულში (დიდი ბრიტანეთი) 2018 წლის 12-14 ოქტომბერი. მეხუთე სიმპოზიუმის ფარგლებში, 3000-მდე მონაწილის ერთად შეკრებაა დაგეგმილი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე

    დაინტერესების შემთხვევაში, თქვენ საშუალება გაქვთ ფართოდ გაეცნოთ ‘გლობალური ჯანდაცვის სისტემების’ საზოგადოების სიახლეებს ასოციაციის ვებპროფაილზე.

    HSG   ოფიციალური გვერდი

    LINKEDIN        ლინკდინის გვერდი 

    TW        ტვიტერის გვერდი 

    FB         ფეისბუკის გვერდი

     

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებზე 'კურიერში' ისაუბრეს

    ‘კურიერში’ აქცენტები გაკეთდა რეცეპტების შემოღებაზე, ჯანდაცვის სერვისების მოხმარების ზრდის ტენდენციაზე და მოსალოდნელ რისკებზე. ზაზა სოფრომაძე პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვებს.

     

     

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეოთხე ტალღა

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეოთხე ტალღა საერთაშორისო ფონდი “კურაციო” მუდმივად აკვირდება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და გთავაზობთ ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებს. კვლევაში მონაწილე სპეციალისტები აფასებენ ბოლო ექვსი თვის მანძილზე მიმდინარე მოვლენებს: მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე, რეცეპტების შემოღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ფასების დინამიკას, ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო მოლოდინებს.

    ბარომეტრის შედეგები ასახავს კვლევაში ჩართულ სპეციალისტთა მოსაზრებებს და მოლოდინებს. რეალური ტენდენციების წარმოსაჩენად, რესპონდენტთა მოსაზრებები შედარებულია ფაქტობრივ სტატისტიკურ და სხვა კვლევების მონაცემებს. ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები არიან სამინისტროების, სამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, სადაზღვევო კომპანიების და კვლევითი ჯგუფების წარმომადგენლები.ბარომეტრის მეოთხე ტალღაში გაზრდილია მონაწილე სპეციალისტთა რაოდენობა რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიდან.

    ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებით, 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, 78 %-ით არის გაზრდილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა.

    ასევე გაზრდილია მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო მიმართვიანობა, რაც სავარაუდოდ უკავშირდება ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ, ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, როგორიც რეცეპტის ინსტიტუტის შემოღება იყო. აღნიშნულმა დადებითი გავლენა იქონია, როგორც ამბულატორიულ მიმართვიანობაზე, ასევე მედიკამენტების გამოყენებაზე, კერძოდ, შეამცირა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ:

    • NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, არ გაუმჯობესებულა ადგილობრივი სამედიცინო მომსახურეობა
    • ამ პირობებში გაზრდილმა ამბულატორიულმა მიმართვიანობამ და შესაბამისად გაზრდილმა მოლოდინის დრომ, შეიძლება სამომავლოდ ნეგატიური გავლენა იქონიოს რეფორმების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე, თუ მანამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა

    ჯანდაცვის ფასების ცვლილებაზე სპეციალისტთა შეფასება ემთხვევა საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მომსახურებაზე ფასი ზრდადია. 2014 წელს ფასები 6,7 პროცენტით გაიზარდა 2013 წელთან შედარებით. შესაბამისად, კვლავაც პრობლემად რჩება სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტემპი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას.

    ამავე დროს, 2014 წელს ჯანმრთელობის დაზღვევისა და საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულ პროგრამებზე 9 თვის განმავლობაში დაიხარჯა 278 მილიონი, დაგეგმილზე 18%-ით ნაკლები და 2014 წლის ბოლო სამი თვის პერიოდში ასათვისებელი დარჩა 200 მილიონი. აღნიშნული ხარჯვის მოცულობები წინააღმდეგობაში მოდის გაზრდილ მოსარგებლეთა რაოდენობასა (74%-ით) და სამედიცინო მომსახურების ფასებთან.

    ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებით, კვლევაში ჩართულ სპეციალისტთა დამოკიდებულება მოსახლეობის ფინანსურ დაცულობასთან დაკავშირებით ნეგატიურია და ასევე პესიმისტურია მათი სამომავლო მოლოდინებიც, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდასთან.

    მეტი: იხილეთ ბარომეტრის ანგარიშში

  • ''ლიბერალი' ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებს აქვეყნებს

    ‘ლიბერალი; საუბრობს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეოთხე ტალღის ძირითად მიგნებებზე. იხილეთ ბმული

  • 'ნეტგაზეთი' ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებზე

    ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიშვილი სტატიაში მიმოიხილავს ბარომეტრის ძირითად მიგნებებს. იხილეთ ბმული