Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • ‘ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია’ ადამიანზე მორგებული ჯანდაცვისთვის

    [vc_row][vc_column][vc_column_text]ვაცნობიერებთ რა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებს, სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის განსხვავებული ფოკუსის და გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, უნივერსიტეტები, ექსპერტები და აქტივისტები, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვაყალიბოთ არაფორმალური გაერთიანება – ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია.

    2018 წლის 6 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი 25 ორგანიზაცია შეთანხმდა კოალიციურ მუშაობაზე და ხელი მოაწერა ახალი გაერთიანების პოზიციონირების დოკუმენტს.

    გუნდი, რომელიც ფონდი ღია საზოგადოების ქსელის ინიცირებული პროექტის მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა, აგრძელებს მუშაობას კოალიციის ფარგლებში. ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია აქტიურად ჩაერთვება ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებში და უპასუხებს არსებულ გამოწვევებს, რათა ჯანდაცვის სისტემის და პოლიტიკის განვითარების გზით გაუმჯობესდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

    ამ მიზნის მისაღწევად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივად იმუშავებენ ეფექტიანი და ინკლუზიური ჯანდაცვის მისაღწევად.

    კოალიცია იმუშავებს ორი სტრატეგიული მიმართულებით:

    1. ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი და ხელმისაწვდომობა
    2. ჯანდაცვის სისტემა და პოლიტიკა: მონიტორინგი, ფორმირება და ადვოკატირება

    კოალიციას ჰყავს მასპინძელი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს სამდივნოს ფუნქციას. კენჭისყრის შედეგად, კოალიციის პირველი მასპინძელი ორგანიზაცია საერთაშორისო ფონდი კურაციო გახდა.

    ამ დროისთვის კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან:

    1. აკესო (ACESO)
    2. ახალი ვექტორი (New Vector)
    3. რეალური ხალხი რეალური ხედვა (Real People Real Vision)
    4. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისი (GIP – Tbilisi)
    5. ველფეარ ფაუნდეიშენი საქართველო (Welfare Foundation Georgia)
    6. თანადგომა (Tanadgoma)
    7. თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
    8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (TSMU)
    9. თეთრი ხმაური (White Noise)
    10. თინათინ ტურძილაძე – ფარმაცევტული სფეროს ექსპერტი
    11. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
    12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    13. მსოფლიოს ექიმები – საქართველო (MDM)
    14. პირველი არხი, გადაცემა „რეალური სივრცე“
    15. ჟურნალი „ლიბერალი“
    16. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)
    17. საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF)
    18. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
    19. საქართველოს ზიანის შემცირების ქსელი (Georgia Harm Reduction Network)
    20. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
    21. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) – Georgia Red Cross Society (GRCS)
    22. საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი (GHPEF)
    23. სოლიდარობის ქსელი (Solidarity Network)
    24. სტუდია „მონიტორი“
    25. ქალები თავისუფლებისათვის (Women for Freedom)

    კოალიციის პოზიციონირების დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”30″][vc_simple_slider ids=”7160,7159,7157,7162,7156,7163,7153″][ultimate_spacer height=”30″][/vc_column][/vc_row]

  • გაცნობითი შეხვედრა პროექტზე 'სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში'

    5 ნომბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება პროექტის სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში’ გაცნობითი შეხვედრა.

    პროექტს ერთობლივად ახორციელებს საერთაშორისო ფონდი კურაციო და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. პროექტის მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულებების გამოყენებისთვის შესაძლებლობების გაძლიერება.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯანდაცვის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე სწრაფი მიმოხილვების (rapid review) და პოლიტიკის ნარკვევების (policy brief)  მომზადება. სწრაფი მიმოხილვა წარმოადგენს სისტემური მიმოხილვების, როგორც მტკიცებულებების ოქროს სტანდარტის, შემოკლებულ ვარიანტს. იგი ეფუძნება სისტემური მიმოხილვებისთვის მოწოდებულ მეთოდოლოგიას, თუმცა მოითხოვს ნაკლებ დროს, რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყეტილებების პროცესში.

    პროექტი დაფინანსებულია ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR) მიერ.

    შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, პარლამენტის აპარატის და კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე საქართველოს იძულებით გაადადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრტელობის ცენტრის წარმომადგენელები.

  • რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის და მალარიის პროგრამების შიდა დაფინანსებაზე გადასვლისთვის

    17-19 ოქტომბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეგიონალური ოფისი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდსა (GFATM) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)– თან თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრას თბილისში, რათა ქვეყნების მდგრადობისა და ტრანზიციის საკითხებზე ღია დისკუსიის გზით ხელი შეუწყოს და  განავითაროს წარმატებული ტრანზიციისთვის რეგიონული და ეროვნული ქმედებები აივ ინფექციის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ. სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია WHO- ს და GFATM-ის თანამშრომლობის და დაფინანსების ფარგლებში.

    ღონისძიება მიზნად ისახავს განავითაროს ქვეყნებს შორის დიალოგი, რათა გაიზიარონ ტუბერკულოზის, შიდსის და მალარიასთან ბრძოლის წარმატებული პრაქტიკა საყოველთაო ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გათვალისწინებით.

    საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტები უერთდებიან სამუშაო სეხვედრას, როგორც მომხსენებლები და ფასილიტატორები. მათთთან შეხვედრა შესაძლებელია შემდეგი სესიებზე:

    დღე 1
    15:30 – 15:50

    დონორის დაფინანსებიდან გასვლა: საერთო ბარიერები, გამოწვევები და გაკვეთილები
    კონფერენციის მონაწილე – გიორგი გოცაძე, საერთაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტი

     

    დღე 2

    ეფექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მომსახურების ზრდისა და შენარჩუნების სტრატეგიების დანერგვა და შენარჩუნება საკვანძო და მოწყვლადი მოსახლეობისთვის  
    ფასილიტატორი: იდითი ჩიქოვანი, უფროსი მკვლევარი, საერთაშორისო ფონდი კურაციო

    ძირითად სამედიცინო პროდუქტებსა და ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის და მალარიის ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა: გამოწვევები, შესაძლებლობები და საჭიროება განვავითაროთ შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვი, საიმედო და ეფექტური სისტემების განვითარებისთვის
    მეთოდი: პრეზენტაცია და დისკუსია მრგვალი მაგიდის ირგვლივ
    ფასილიტატორი: თამარ გოცაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი და კონსულტანტი საერთაშორისო ფონდ კურაციოში 

     

    დღე 3
    10: 00-11: 00

    დიალოგი პარტნიორებთან (WHO, GFATM, USAID, GAVI (TBC), Stop TB Partnership, UNAIDS, GIZ)
    მეთოდი: პანელის დისკუსია
    მოდერატორი: გიორგი გოცაძე, საერთაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტი; იოსტ ვაგნერი, The Change Initiative

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და საერთაშორისო ფონდ კურაციოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

    დოკუმენტი ჯანდაცვის პოლიტიკისთვის აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებას, ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულებების გამოყენებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას და მდგრადობის ხელშეწყობას, ასევე, სწრაფი მიმოხილვების მეთოდოლოგიის დანერგვას ისახავს მიზნად.

    მემორანდუმი ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის მიერ ინიცირებული პროექტის სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში ფარგლებში გაფორმდა

    პროექტის მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულებების გამოყენებისთვის შესაძლებლობების გაძლიერება და მდგრადობის ხელშეწყობა.

    პროექტი მიმდინარეობს 2018 წლის ივლისიდან და 2019 წლის ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

    მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

     

  • სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში

    ზოგადი სურათი

    2017 წლის ბოლოს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, რამაც გაზარდა პარლამენტის როლი პოლიტიკის შემუშავებისა და ზედამხედველობის პროცესში.  ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მიიღო მეტი როლი და უფლებამოსილება გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა და პოლიტიკის განხორციელების პროცესი რეგულარულად მოითხოვოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებებში არსებული ანგარიშები, მათი საქმიანობის ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. შესაბამისად, კომიტეტი უფრო აქტიურად ჩაერთო ჯანდაცვის სექტორში რეფორმების პროცესში და საჯარო პოლიტიკის საკითხების მოგვარებაში.

    მიმდინარე პროცესების ხელშესაწყობად ჩამოყალიბდა პლათფორმა ERA / სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში. პლატფორმის ჩამოყალიბება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ცვლილებებს და იძლევა შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მტკიცებულებით გამყარებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებას.

    პროექტის შესახებ

    საერთაშორისო ფონდი კურაციო მიმდინარე წლის 25 ივლისიდან ახორციელებს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR) მიერ ინიცირებული პროექტს ‘სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში’.

    პროექტის მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულებების გამოყენებისთვის შესაძლებლობების გაძლიერება და მდგრადობის ხელშეწყობა.

    პროექტული ამოცანები:

      • ჯანდაცვის პოლიტიკისთვის აქტუალური თემების/საკითხების იდენტიფიცირება
      • მტკიცებულებების სწრაფი მიმოხილვების მეთოდოლოგიის დანერგვა
      • შერჩეულ აქტუალურ საკითხებზე მტკიცებულებების (სწრაფი მიმოხილვების) მომზადება
      • მტკიცებულებების გამოყენების ხელშეწყობა გადაწყვეტილებების მიღებაში

     

    დონორები და პრატნიორები

    პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსი. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე. ასევე, პროექტის ტექნიკური მხარდამჭერები არიან St. Micheal’s Hospital- Knowledge Translation Program (კანადა), Makerere university (უგანდა)

    გეოგრაფიული მოცვა

    საქართველო

    პროექტის ვადები

    პროექტი მიმდინარეობს 2018 წლის ივლისიდან და გაგრძელდება 2019 წლის ნოემბერის ჩათვლით.

  • საერთაშორისო ფონდი კურაციო ჯანდაცვის კვლევის მეხუთე გლობალურ სიმპოზიუმზე

    8-12 ოქტომბრის განმავლობაში გლობალური ჯანდაცვის სისტემები/Health Systems Global ჯანდაცვის მეხუთე გლობალურ სიმპოზიუმს უმასპინძლებს ლივერპულში. საერთაშორისო ფონდი კურაციო კი უკვე რიგით მეორე გლობალურ სიმპოზიუმს უძღვება, როგორც HSG-ის სამდივნო ორგანიზაცია.

    ჯანდაცვის მეხუთე გლობალურ სიმპოზიუმს 2000-ზე მეტი ადამიანი ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ჯანდაცვის მწვავე გამოწვევებზე მსჯელობს. სიმპოზიუმის სესიები კონცენტრირდება ისეთ თემებზე, როგორიცაა ჯანდაცვის დაფინანსება, სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ახალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბება, სამოქალაქო საზოგადოების როლი ჯანდაცვის სისტემის ფორმირებაში, ინოვაციური ტექნოლოგიები ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. სიმპოზიუმის პროგრამის გაცნობა შესაძლებელია აქ.

    საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტები უერთდებიან სიმპოზიუმს, როგორც მონაწილეები. მათთან შეხვედრა შესაძლებელია როგორც საგამოფენო სივრცეში, მაგიდა #14-ზე, ასევე სიმპოზიუმის შემდეგ სესიებზე:

     

    შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება: რა რატომ სად და როდის? შემოსავლების დონის მხრივ განსხვავებული ქვეყნების შესწავლის მაგალითები

     
    სამშაბათი, 9 ოქტომბერი, 2018წ.
    08:00 – 17:00
    მერსის აპარტამენტები, სასტუმრო პულმანი
    თანმდევი სესია

    ეს ერთდღიანი ღონისძიება შეკრებს მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელების შესწავლაზე მაღალი, დაბალი და საშუალო დონის შემოსავლების მქონე ქვეყნებში, საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების მიზნით. მონაწილეები განიხილავენ კვლევით მეთოდებს და განსხვავებული შემოსავლების ქვეყნების ჯგუფებში მიღებულ შედეგებს და გაცვლიან მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რამდენად ახდენს გავლენას ამ შედეგებზე კვლევასა და გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებული კონტექსტური ფაქტორები.

    საერთაშორისო ფონდ „კურაციო“-ს წარმომადგენელი:

    ივდითი ჩიქოვანი წარმოადგენს პროექტით – შედეგები ტუბერკულოზისათვის – მიღებულ გამოცდილებას, თუ რა გავლენა მოახდინა ჯანდაცვის სფეროში გატარებული პოლიტიკის კონტექსტურმა ფაქტორებმა შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის განხორციელების ღონისძიებებისა და შეფასების სისტემის დიზაინზე საქართველოში

     

    ციფრული ინოვაცია ჯანდაცვის სისტემებში

    ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი, 2018წ.
    12:30 – 13:30
    დარბაზი ACC, მე-2 სართული
    პანელური სესია

    ამ სესიაზე ელექტრონული ჯანდაცვის ტექნოლოგიებში მაღალი ინვესტიციების მქონე ევროპული ქვეყნების გამოცილება შედარებული იქნება იმ ქვეყნების მიღწევებთან, რომელთაც ახლახან დაიწყეს ელექტრონული ჯანდაცვის განვითარებაზე ზრუნვა და მოეწყობა საკვანძო გამოწვევებისა და წინასწარ გაუთვალისწინებელი შედეგების განხილვა.

    წარმოდგენილი იქნება გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, პოლიტიკის განმახორციელებელთა და საბოლოო მომხმარებელთა თვალსაზრისი და გაიმართება დისკუსია კვლევითი და საინვესტიციო ინფრასტრუქტურის თაობაზე, რომლის არსებობაც აუცილებელია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების მიერ მოწინავე გამოცდილების გადმოღებისათვის.

    მონაწილე საერთაშორისო ფონდ „კურაციო“-ს მხრიდან: გიორგი გოცაძე

     

    დონორული მხარდაჭერიდან ტრანზიციის პროცესის მართვა: როგორ უზრუნველეყოთ ჯანდაცვის სფეროში მიღწეული შედეგების მდგრადობა

    პარასკევი, 12 ოქტომბერი, 2018წ.
    11:00 – 12:30
    ACC ოთახი 4ა
    ზეპირი სესია

    ჯანდაცვითი პროგრამების დონორული დაფინანსებიდან ტრანზიციისა და შიდასახელმწიფოებრივ რესურსებზე დამოკიდებულების ხარისხის ზრდის პარალელურად ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯანდაცვის ეროვნული პროგრამების პრიორიტეტული ღონისძიებებით მოსახლეობის მოცვის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება. ამ სესიაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა: ტრანზიციის გეგმებში სხვა სექტორების ჩართვა, ინტეგრირების შესაძლებლობათა ძიება, ესენციური მედიკამენტებითა და სახარჯი მასალებით მომარაგების გარანტირება და რესურსების მიზნობრივი მიმართვა ხარჯ-ეფექტიანობის მაჩვენებელთა გაზრდისათვის.

    საერთაშორისო ფონდ „კურაციო“-ს წარმომადგენელი:

    ლელა სულაბერიძე ისაუბრებს, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიღწევების შენარჩუნება მდგრადი განვითარების მიზნების ეპოქაში ევროპის რეგიონის იმ ქვეყნებში, რომლებიც გლობალური ფონდის დაფინანსებიდან ტრანზიციის პროცესში იმყოფებიან.

     

    კურციოს გუნდი სიმპოზიუმზე

    გიორგი გოცაძე – საერთაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტი და გლობალური ჯანდაცვის სისტემების დირექტორი
    ნანა ჯალაღონია – გლობალური ჯანდაცვის სიტემების კოორდინატორი
    ქეთევან გოგუაძე – საერთაშორისო ფონდი კურაციო, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
    თამარ გოგუაძე – ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი
    ივდითი ჩიქოვანი – უფროსი მკვლევარი
    ლელა სულაბერიძე – მკვლევარი
    მაია უჩანეიშვილი – კვლევითი განყოფილების მენეჯერი

  • მედია ჩვენ შესახებ: ლელა სულაბერიძე საქართველოს ფარმაცევტული სექტორის კვლევაზე

    27 სექტემბერს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო ლელა სულაბერიძე, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” მკვლევარი. მან ილაპარაკა “საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის” მე-11 ტალღაზე, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს ფარმაცევტული სექტორი. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის. 2012 წლიდან მედიკამენტებზე ფასები იზრდება. ნაშრომის ავტორებმა გამოკვეთეს რამდენიმე პრობლემა: ჯანდაცვის დანახარჯების ხარჯთ-ეფექტურობა, მედიკამენტების ფასები და ხელმისაწვდომობა, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, სამედიცინო განათლების სისტემა, პირველადი ჯანდაცვა.

    ინტერვიუს შინაარსის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

  • ჯანდაცვის სისტემებზე მსჯელობისთვის სამოქალაქო საზოგადოება მეოთხედ იკრიბება

    27-29 სექტემბერს კაჭრეთში სამოქალაქო საზოგადოების მეოთხე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.  სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და აკადემიის წარმომადგენლები საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ღია საზოგადოების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხვდებიან. პროექტის მიზანია, ჯანდაცვის თემებზე მომუშავე ორგანიზაციების და მათი აქტიური წარმომადგენლების გაძლიერება იმისათვის, რომ მათ შეძლონ ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე რეაგირება, გაერთიანდნენ თემის გარშემო და ერთობლივი ძალებით ჯანდაცვის სისტემა მეტად ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და ადამიანზე ორიენტირებული გახადონ.

    სამოქალაქო საზოგადოებასთან მეოთხე შეხვედრის მიზანი ჯანდაცვის გამოწვევებზე საპასუხოდ ეფექტური კომუნიკაციის უნარების გაღრმავებაა, რათა მომავალში მარტივად შევძლოთ ადვოკატირება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გამოსავლები შევთავაზოთ გადაწყვეტილების მიმღებებს. ამავე შეხვედრის ფარგლებში მოწვეული კომუნიკაციების ექსპერტი გვანცა ასათიანი საადვოკაციო კომუნიკაციის ხერხებზე, უახლეს მიდგომებზე ისაუბრებს. ასევე დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს ამ საზოგადოების მომავალი ფუნქციონირებისთვის. 

    წინა სამი შეხვედრის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებამ იმსჯელა ფარმაცევტული სექტორის გამოწვევებზე და გააანალიზა საქართველოში არსებული საბაზრო სქემა, რომელიც მოსახლეობას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ართულებს. ასევე ვიმსჯელეთ ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკაზე, საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ბიუჯეტირების ციკლზე.

    პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ‘ღია საზოგადოების’ ქსელი. პროექტის ფარგლებში იგეგმება, მოვიცვათ სამოქალაქო საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის თემები ჯანდაცვაში, გავაძლიეროთ ამ საზოგადოების სისტემური ცოდნა სფეროში მომავალი ადვოკატირებისთვის და მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიზნით.

  • საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, ტალღა 11 – ფარმაცევტული სექტორის ანალიზი

    ბარომეტრის მე-11 ტალღა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს – აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.  წარმოგიდგენილი აქცენტები კვლევაში ჩართული ჯანდაცვის სპეციალისტების მოსაზრებებს ეფუძნება და მათ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან კავშირში აანალიზებს.

    კვლევა, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ფარმაცევტულ სექტორზე ფოკუსირდა.   2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ოჯახის ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი მედიკამენტებზე მოდის და 69 %-ს შეადგენს. ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტებზე დანახარჯის წილი 36 % (2016 წლის მაჩვენებლით). ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მოწინავე ადგილს იკავებს.

    ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, 2012 წლიდან 2015 წლამდე 6%-ით მოიმატა იმ ოჯახების რაოდენობამ, რომელთაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მოსაზრებებით კი ასეთი ოჯახების მატება მოსახლეობაში ფარმაცევტულ საშუალებებზე დახარჯული თანხების მატებასთან არის დაკავშირებული (სახელმწიფო დანახარჯების მიმოხილვა, მსოფლიო ბანკი 2017).

    ჯანდაცვის დაფინანსების ტვირთის შესამსუბუქებლად ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის მაისიდან ახალი ცვლილება განახორციელა უმწეო მოსახლეობისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებით.

    ამ და დარგში გატარებულ სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სპეციალისტების მოსაზრებები ასეთია:

    ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი წარმატება

     ბარომეტრის IX ტალღის მსგავსად, XI ტალღის რესპონდენტები ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებად ასახელებენ:

    • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილებას – მოსახლეობის შემოსავლის დონის მიხედვით ბენეფიციარებისა და სარგებლის პაკეტის დიფერენცირებას
    • უმწეო მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ამოქმედებას,
    • C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დადებით შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სფეროს ერთერთ მნიშნვნელოვან წარმატებად C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობას ბარომეტრის რესპონდენტები მეხუთე ტალღიდან მოყოლებული ასახელებენ
    • კვლევის მიმდინარე ტალღაში ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებების ნუსხას პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედება შეემატა

     

    სფეროს გამოწვევები

    ჯანდაცვის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების ნუსხა თითქმის უცვლელია ბარომეტრის IX ტალღაში დასახელებულ გამოწვევებთან შედარებით და მოიცავს შემდეგს.

    1. ჯანდაცვის დანახარჯების ხარჯთ-ეფექტურობა
    2. მედიკამენტების ფასები და ხელმისაწვდომობა
    3. სამედიცინო მომსახურების ხარისხი
    4. სამედიცინო განათლების სისტემა
    5. პირველადი ჯანდაცვა

    გამოწვევებზე დეტალურად წაიკითხეთ კვლევის ანგარიშში.

     

    გამოწვევების საპასუხო ინიციატივები

    ბარომეტრის რესპონდენტები ფარმაცევტულ სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ბოლო 1 წლის მანძილზე მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ასახელებენ:

    1. უმწეო მოსახლეობისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ამოქმედებას
    2. ელექტრონული რეცეპტების ამუშავებას თბილისის მასშტაბით
    3. პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის ახალ ინიციატივას

    აღსანიშნავია, რომ რესპონდენტები პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის ახალი ინიციატივის ამოქმედების შედეგად დანიშნული მედიკამენტების რაოდენობის და შესაბამისად, პაციენტებში მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებას ელიან. ასევე, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების მოლოდინიც აქვთ.

    თუმცა, რესპონდენტთა ნაწილი ინიციატივის წარმატებით განხორციელებას რისკებს უკავშირებს. კერძოდ გამოწვევად აღიქვამს

    1. ადმინისტრირების სირთულეს – ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობის პირობებში
    2. მონიტორინგის და შეფასების სრულყოფილი მექანიზმის არარსებობას

    სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

    მადლობას ვუხდით ყველა რესპონდენტს კვლევაში მონაწილეობისთვის.

    შემდეგი ბარომეტრი 2019 წლის მარტში.

  • პროექტი: აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან და ამავე პოპულაციის ზომის შეფასება

    ზოგადი სურათი
    აივ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრით საქართველო კონცენტრირებული ეპიდემიის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. მოზრდილ მოსახლეობაში აივ ინფექციის
    გავრცელებ დაბალია და სავარაუდო მაჩვენებელი 0.5% შეადგენს.  ინფექციის გადაცემის მთავარი გზა 2016 წელს გამოვლენილ შემთხვევათა შორის ჰეტეროსექსუალური კონტაქტი იყო და 51.5% შეადგინა. ხოლო ჰომოსექსუალური კონტაქტების გზით გადაცემის წილი მზარდია და 2016 წლის მონაცემებით 16.8% დაფიქსირდა.
    მამაკცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან (მსმ) აივ ინფექციის მაღალი რისკის შემცველი  ჯგუფია და სარისკო ქცევაზე ზედამხედველობის და ინფექციის გავრცელების ტენდენციის შესწავლის მიზნით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები 2007 წლიდან ხორციელდება. ამგვარი კვლევა უკანასკნელად კურაციომ 2015 წელს ჩაატარა, რომლის შედეგადაც თბილისსა და ბათუმში აივ ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელ დაფიქსირდა – 25.1% და 22.3%. ტენდენციის დაკვირვების მიზნით, ზედამხედველობის კვლევა 2018 წელს განმეორებით ტარდება. დაგეგმილია უახლესი შედეგების შესაბამისად განახლდეს მიმდინარე პროგრამები. ამ მიმართულებით სიტუაციის გლობალურ სურათში საქართველოს მდგომარეობის წარმოსადგენად სწორედ კურაციოს კვლევევას ეყრდნობა საერთაშორისო ირგანიზაციები, როგორიცაა გლობალური ფონდი და UNAIDS.
     გეოგრაფიული მოცვა

     საქართველოს 3 ქალაქი (თბილისი,  ქუთაისი, ბათუმი)

     

    პროექტის ვადები
    კვლევა 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის მარტში დასრულდება.
    დონორები და პარტნიორები
    კვლევას ახორციელებს საერთაშორისო ფონდი კურაციო საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ თანადგომასთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერონული ცენტრის მიერ,  აივ-ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის გრანტის ფარგლებში.
    პროექტის მიზანი და ამოცანები

    მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მსმ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობაზეაივთან მიმართებაში მათ ქცევით თავისებურებებსა და  აივისჰეპატიტისა და სგგი გავრცელებაზე სარწმუნო ინფორმაციის გენერირებასკვლევის შედეგები
    გამოყენებული იქნება აივშიდსის ეროვნული პასუხის შესაფასებლად და ადეკვატური ეროვნული პროგრამის ასაგეგმად.

     

    პროექტის ამოცანები:

    • მსმ-ებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის ჩატარება ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში;
    • ბიომარკერული ტესტირება აივ ინფექციაზე, C ჰეპატიტსა და სგგი-ზე (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა);
    • საქართველოს 3  ქალაქში (თბილისი,  ქუთაისი, ბათუმი) მსმ-ების პოპულაციის სავარაუდო ზომის შეფასება და ამმონაცემების საფუძველზე მსმ-ების სავარაუდო ზომისგაანგარიშება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

     კვლევის საბოლოო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ბმულებზე:

    1. ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა, 2019
    2. პოპულაციის ზომის შეფასება, 2019