Designup

Blog

  • ინტერვიუ თამარ სირბილაძესთან საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ზომასა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ

    ინტერვიუ ეყრდნობა საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში  ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას. კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.

    კვლევა განხორციელდა საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონთან“ თანამშრომლობით და შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

    საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლობას უხდის საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონის” წარმომადგენელს და კვლევის ტექნიკურ ექსპერტს თამარ სირბილაძეს ინტერვიუსთვის.

    1. როგორ ვაფასებთ ნარკომომხმარებლების რაოდენობას ქვეყანაში და რა ტენდენცია იკვეთება?

    ბოლო კვლევის თანახმად, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 52,500-ია. ზრდასრულ (18-65 წლის) მოსახლეობაზე გადათვლით, პრევალენტობის, ანუ გავრცელების მაჩვენებელი გამოვიდა 2,24%. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი – პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით, მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ სეიშელის კუნულებისა და რუსეთის შემდეგ. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ რომ სახეზეა ნარკოტიკების მომხმარებელთა სტაბილური ზრდის ტენდენცია – ამ ტიპის კვლევები საქართველოში ტარდება 2009 წლიდან და ყოველ ორ წელიწადში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა რამოდენიმე ათასით იზრდება.

    ჩამოტვირთეთ კვლევა: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2017

    2. რომელი მედიკამენტებია მეტად მოხმარებადი? რა შეიცვალა ამ კუთხით წინა კვლევებთან შედარებით? 

    ინექციური გზით მოხმარებად ნარკოტიკებს შორის ლიდერობენ ბუპრენორფინი (პრეპარატები სუბუტექსი და სუბოქსონი) და ჰეროინი, განსაკუთრებით, მისი შედარებით იაფფასიანი ნაირსახეობა, ე.წ. „სირეცი“ (არასუფთა ჰეროინი). კვლევის წინა რაუნდთან (2014) შედარებით, ბუპრენორფინის მოხმარება თითქმის ორჯერ გაიზარდა, მცირედ შემცირდა ჰეროინის მოხმარების მაჩვენებელი; მკვეთრად შემცირდა აფთიაქში შეძენილი კომბინირებული პრეპარატების გამოყენებით მიღებული თვითნაკეთი საინექციო ნარკოტიკების – ე.წ. „კრაკადილის“ (დეზომორფინი), „ვინტისა“ (მეთამფეტამინი) და „ჯეფის” (მეთკათინონი) მოხმარება. და, გაჩნდა ახალი საინექციო ნარკოტიკი – ე.წ. „წიწვები“(„ეფედრა ვინტი“, მარადმწვანე ეფედრას ბუჩქების წიწვოვანი ფოთლებისგან კუსტარულად დამზადებული საინექციო ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც მასტიმულირებელი ეფექტი გააჩნია).

    რაც შეეხება არასაინექციო ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ამ პოპულაციაში კვლავ ძალიან გავრცელებულია კანაფის (მარიხუანა) და ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება. ძირითადად, მოიხმარენ გამაბრუებელი ეფექტის მქონე ფსიქოტროპულ პრეპარატებს. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით ამ მედიკამენტების მოხმარების მაჩვენებელი შემცირებულია.

    3. როგორია ინმების სარისკო ქცევა? გაზიარების პრაქტიკა?

    აივ ინფიცირების რისკის თვალსაზრისით, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ქცევების სპექტრი, ძირითადად, 2 ჯგუფად იყოფა, ესენია ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკის შემცველი ქცევები და ქცევა სქესობრივი კონტაქტის დროს. წინა კვლევებთან შედარებით, ყველა ქალაქში გაუმჯობესდა ნარკოტიკის უსაფრთხო მოხმარების მაჩვენებელი – შემცირდა ნახმარი ნემისის/შპრიცისა და სხვა საინექციო მოწყობილობის გაზიარების პრაქტიკა. რაც შეეხება სქესობრივ ქცევას, ფასიან და შემთხვევით სქესობრივ პარტნიორებთან კონდომის გამოყენების სიხშირე მაღალია, თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება კონდომის გამოყენება რეგულარულ სქესობრივ პარტნიორთან.

    4. ზოგადად როგორ აფასებთ არსებულ მდგომარეობას აივის და C ჰეპატიტის პრევალენტობაზე?

    უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკების ინექციური                                                                            გზით მომხმარებელთა პოპულაციაში C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი ბევრად მაღალია აივ-თან შედარებით. აივ პრევალენტობის საშუალო მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა 2015 წლის შემდეგ; კვლევის შედეგად გამოვლინდა 47 დადასტურებული აივ დადებითი შემთხვევა. C ჰეპატიტის ვირუსის მაღალი გავრცელების მაჩვენებელი ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის წინა რაუნდებშიც ფიქსირდებოდა.

     

    ჩამოტვირთეთ კვლევა: აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში, 2017

     

    5. საქართველოს რომელ ქალაქებშია მეტად გავრცელებული აივ და C ჰეპატიტი?

    იმ შვიდი ქალაქიდან, სადაც კვლევა ჩატარდა,  ორივე ინფექციის ყველაზე მაღალი გავრცელება დაფიქსირდა ბათუმში. აივ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ასევე ლიდერობენ გორი და ქუთაისი; რაც შეეხება ზუგდიდს, სადაც წინა ორი რაუნდის დროს ყველაზე მაღალი მონაცემი ფიქსირდებოდა, 2017 წელს აღინიშნა პრევალენტობის მაჩვენებლის შემცირება, ყველაზე დაბალი პრევალენტობა არის რუსთავში.  C ჰეპატიტის პრევალენტობა ასევე მაღალია თბილისში, გორში და ქუთაისში. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თელავშია.

    6. C ჰეპატიტზე ტესტირება მომხმარებლების 27% – საერთოდ არ ჩაუტარებია. ხომ არ უნდა გავზარდოთ ნარკომომხმარებლების ინფორმირებულობა არსებულ საფრთხეებზე?

    მთლიანად მოსახლეობის და, კონკრეტულად, ნარკოტიკების მოხმარებელთა პოპულაციის ინფორმირება როგორც C ჰეპატიტზე ტესტირების, ასევე მკურნალობის შესახებ, აუცილებელია. სამწუხაროდ, საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრებები და შეხედულებები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ. ზოგიერთ ჩვენს რესპონდენტს ეშინია პროგრამაში ჩართვა მკურნალობასთან დაკავშირებული გარკვეული უარყოფითი სტერეოტიპების გამო და ამიტომ, არც ტესტირებას იტარებს. ზოგიერთისთვის ტესტირების ბარიერია კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩასატარებლად საჭირო თანხა.

     

    7. კვლევის მიხედვით ნარკომომხმარებლების 71% უმუშევარია და  მესამედის საშუალო თვიური შემოსავალი 100- დან 300 ლარამდე მერყეობს. რამდენად არის ეს ფაქტორი დაკავშირებული იმ სარისკო ქცევებთან, რაზეც კვლევა აქცენტს აკეთებს?

    საინტერესო კითხვაა… თუმცა, ჩვენი კვლევა ამ კითხვაზე პასუხს ვერ იძლევა. და, საერთოდ, ძალიან რთულია პასუხი კითხვაზე, რატომ ახორციელებენ ადამიანები მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ქცევებს. აქ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის თანხვედრა ხდება. ნარკოტიკებ

    ის მომხმარებლებთან მიმართებაში ეს ფაქტორები შეიძლება იყოს ნარკოტიკის მომზადების წესი – თუკი ნარკოტიკის ხსნარი საერთო ჭურჭელში მზადდება, საინექციო ატრიბუტიკის გაზიარების რისკი  უფრო მაღალია; ასევეა მოხმარების სიხშირე – რაც უფრო ხშირად მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს, მით უფრო იზრდება რისკის შემცველი საინექციო ქცევების ალბათობა. გარკვეულ ზეგავლენას ახდენს თანასწორთა ნორმები და შეხედულებები, ინფორმირებულობის დონე და ა.შ. თუ თქვენს კითხვას დავუბრუნდებით, ისიც ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანები ბევრად უფრო ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

    8. პირველი არაინექციური და ინექციური მოხმარების ასაკი შესაბამისად 16 და 19 წელია, როგორ ედარება ეს ციფრი მსოფლიო სტატისტიკას?

    ჩვენი კვლევების თანახმად,  ნარკოტიკის გასინჯვისა და პირველი ინექციის ასაკი პრაქტიკულად არ შეცვლილა 2009 წლის შემდეგ. ეს ციფრები დიდად არ განსხვავდება სხვა ქვეყნების მონაცემებისგან.

    9. კვლევის მიხედვით დაბალია მიმართვიანობა ნარკოლოგიურ დაწესებულებებში. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (47%) აცხადებს, რომ არ აქვს სურვილი იმკურნალოს.  ეს მაჩვენებელი სერვისის ხელმისაწვდომობის ნაკლოვანებაზე მიუთითებს, თუ სხვა ფაქტორებით იხნსება?

    დავიწყოთ იმით, რომ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ქცევების ფართო სპექტრი, სამედიცინო თვალსაზრისით,  ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ნარკოტიკის ეპიზოდური მოხმარება და ნარკოტიკზე დამოკიდებულება. იმ ადამიანებს, ვინც არარეგულარულად მოიხმარენ ნარკოტიკებს, წამალდამოკიდებულება ჩამოყალიბებული არა აქვთ, შესაბამისად, არც მკურნალობა ესაჭიროებათ. რაც შეეხება წამალდამოკიდებულ პირებს, ანუ მათ, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა, აქ მთავარი ბარიერი არის ნარკოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა –  საქართველოში ნარკოლოგიური საწოლების რაოდენობა  შეზღუდულია. არსებობს მკვეთრი დისბალანსი ცენტრსა და რეგიონში შესაბამისი მომსახურების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება პაციენტების შეზღუდული რაოდენობა.  შესაბამისად, უფასო მკურნალობის მისაღებად პაციენტებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ ლოდინი. დღესდღეობით, წამალდამოკიდებულთა უმრავლესობას თავად უხდება მკურნალობის საფასურის გადახდა, რაც მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.

  • HIV risk and prevention behaviors among People Who Inject Drugs in seven cities of Georgia, 2017

    Curatio International Foundation together with Bemoni Public Union has conducted HIV prevalence and risk behaviors survey among People Who Inject Drugs in Georgia.

    Also available: Population Size Estimation of People who Inject Drugs in Georgia 2016-2017

    Current study represents the latest wave of Bio-Behavioral Surveillance Surveys among People Who Inject Drugs. Objective of the study was to measure prevalence of HIV and Hepatitis C among PWID, provide measurements of key  risk behaviors and generate evidence for advocacy and policy-making.

    The study used a cross-sectional study design. 2 050 injecting drug users aged 18 years or more were recruited using respondent-driven sampling in seven major cities of Georgia: Tbilisi, Gori, Telavi, Zugdidi, Batumi, Kutaisi and Rustavi.

    The document represents the research results in the following directions:

    • Socio-Demographic Characteristics
    • Drug Use History
    • Drug Use Risk Behavior
    • Knowledge of HIV/AIDS, Testing Practice and Self-Risk Assessment
    • Sexual Behavior
    • Exposure to Drug and HIV Prevention Programs and Social Influence
    • Prevalence of HIV and Hepatitis C

    In addition the study measured facilitating and hindering factors related to Hepatitis C testing and treatment. Also, the study estimated Opioid dependence among PWID.

    Full report is available here.

    The study was financially supported by the Global Fund to fight AIDS, Tuberculosis and Malaria.

     

    Related Content:
    1. Barriers and Facilitators to Screening and Treatment of HCV among IV drug-users in the Republic of Georgia: A Formative Qualitative Study
    2. Bio-Behavioral Surveillance Survey among People Who Inject Drugs in 7 cities of Georgia, 2015
    3. Article: Human immunodeficiency virus prevalence and risk determinants among people who inject drugs in the Republic of Georgia
    4. HIV prevalence and risk behaviors among key populations- Study Findings Published, 2012
    5. Population Size Estimation of People Who Inject Drugs in Georgia, 2015
    6. Population Size Estimation of Men Who Have Sex with Men in Georgia, 2014
  • ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2017

    საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ და საერთაშორისო ფონდი კურაციოს ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში საქართველოში.

    კვლევით განისაზღვრა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი პოპულაციის სავარაუდო ზომა, რომელიც ქსელის ზომის განსაზღვრის მეთოდის და კოეფიციენტების ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.

    ხელმისაწვდომია: აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში, 2017

    წარმოდგენილი კვლევის ამოცანა იყო 2016-17 წლებში საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომის შეფასება რამდენიმე მეთოდის გამოყენებით და შედეგების შეჯერება ამ სარისკო პოპულაციის ყველაზე მეტად დამაჯერებელი სავარაუდო რაოდენობის მისაღებად.

    კვლევა ჩატარდა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

    ჩამოტვირთეთ ანგარიში

     

    სხვა მსგავსი შინაარსი:

    1. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2015
    2. პოპულაციის ზომის შეფასება მამაკაცებში, რომელთაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი მამაკაცებთან, 2014
  • აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში, 2017

    საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი სარისკო ქცევის მქონე ჯგუფებში. მათგან ერთ-ერთია ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები (ინმ).

    ასევე ხელმისაწვდომია: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება, 2017

    კვლევა წარმოადგენს საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში (ინმ) ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას, ასეთი კვლევები 2002 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.

    კვლევაში გამოყენებულია ჯვარედინ-სექციური კვლევის დიზაინი. რესპონდენტზე ორიენტირებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით. კვლევაში მონაწილეობდა 18 წელზე მეტი ასაკის 2,050 ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი საქართველოს 7 დიდ ქალაქში: თბილისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი.

    კვლევა წარმოგვიდგენს შედეგებს შემდეგი მიმართულებებით:

    • ნარკომომხმარებლების სოციო-დემოგრაფიული ფაქტორები
    • ნარკოტიკების მოხმარების ისტორია და მასთან დაკავშირებული სარისკო ქცევა
    • ცოდნა აივ-ზე, ტესტირების პრაქტიკა და რისკის შეფასება
    • ცოდნა და დამოკიდებულება C ჰეპატიტთან
    • სქესობრივი ქცევა
    • სამკურნალო და პრევენციული პროგრამებით სარგებლობა და სოციალური ზეგავლენა
    • აივ-ის და C ჰეპატიტის პრევალენტობა

    კვლევის ბოლო ტალღის ფარგლებში დამატებით შეფასდა C-ჰეპატიტის ტესტირებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ხელშემწყობი ფაქტორები და ბარიერები. ასევე, გაიზომა ოპიოიდური ჯგუფის პრეპარატებზე დამოკიდებულება.

    იხილეთ ანგარიში

    კვლევა განხორციელდა საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონთან“ თანამშრომლობით.  კვლევის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალურმა ფონდმა.

     

    სხვა მსგავსი შინაარსი:
    1. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში (ინმ) C ჰეპატიტის სკრინინგის და მკურნალობის სერვისების ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების თვისებრივი კვლევა საქართველოში
    2. საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით , 2015
    3. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2015
    4. სტატია: აივ-ინფექციიის პრევალენტობა და რისკ ფაქტორები ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებელთა შორის, საქართველოში, 2017
    5. აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 6 ქალაქში, 2012
  • #WorldAIDSDay2017

  • Conference paper: The Study of Barriers and Facilitators to Adherence to Treatment among Drug Resistant Tuberculosis Patients in Georgia to Inform Policy Decision

    The abstract has been submitted and accept for oral presentation at The Union 2017 – 48th Union World Conference on Lung Health, 11 – 14 October, 2017 Guadalajara, Mexico

    The study outlines different health system factors as long as some social and economic elements influencing the adherence behavior to TB treatment among MDR-TB patients in Georgia. The study concludes that factors are closely interlinked and self-reinforcing.

    The study provides evidence that may help policy-makers develop effective strategies for improving treatment outcomes among DR-TB patients. The study findings might be helpful for other countries in the region where TB burden is also high.

    The study report and policy brief can be found here.

    Download the abstract here.

  • საკონფერენციო აბსტრაქტი: რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევა, პოლიტიკის ცვლილებისთვის

    კურაციოს მკვლევარების ლელა სულაბერიძისა და ივდითი ჩიქოვანის ავტორობით მომზადებული აბსტრაქტი წარდგენილი იქნა ფილტვის დაავადებათა თემაზე მიძღვნილ რიგით 48-ე საერთაშორისო კონფერენციაზე (Union2017), რომელიც 11-14 ოქტომბერს მექსიკის ქალაქ გვადალახარაში გაიმართა.

    აბსტრაქტი ეფუძნება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევას, რომელიც საქართველოში 2016 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტებში ტუბერკულოზის მკურნალობის უწყვეტობაზე მოქმედებს ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები და ასევე სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.

    კვლევის შედეგები დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს განავითარონ ეფექტური სტრატეგია მკურნალობის გამოსავლების გასაუმჯობესებლად რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. კვლევის შედეგები საინტერესო იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, სადაც ტუბერკულოზის ტვირთი ასევე მაღალია.

    კვლევის ანგარიში და პოლიტიკის ნარკვევი ხელმისაწვდომია ბმულზე.

    ჩამოტვირთეთ  აბსტრაქტი.

  • იჩქარეთ, აბსტრაქტების მიღება ჯანდაცვის სისტემების კვლევის რიგით მეხუთე სიმპოზიუმზე უკვე დაწყებულია

    [vc_row][vc_column][vc_simple_slider ids=”6139″][ultimate_spacer height=”30″][vc_column_text]თუ ხართ ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე გამოცდილი ან ახალგაზრდა მეცნიერი და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ გლობალურ დიალოგში ჯანდაცვის სისტემების მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით ჯანდაცვის სისტემების კვლევის რიგით მეხუთე სიმპოზიუმის მომხსენებელი, რომელსაც 2018 წლის 8-12 ოქტომბერს ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.

    ჯანდაცვის სისტემების სრულყოფა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად / Advancing Health Systems for All in the SDG Era – ეს იქნება მეხუთე სიმპოზიუმის მთავარი თემა, რომლის გარშემოც სფეროს 2000-ზე მეტი წარმომადგენელი გაცვლის საკუთარ მოსაზრებას და გამოცდილებას.

    მონაწილეებს  მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ჯანდაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებს, შექმნან მეცნიერული მტკიცებულებები და ამასთანავე ხელი შეუწყონ ცოდნის გავრცელებასა და გამოყენებას ჯანდაცვის სფეროს განვითარების მიზნით.

    სიმპოზიუმის პროგრამით დაგეგმილია 100-ზე მეტი პარალელური სესიის ჩატარება, რომელთა ერთი ნაწილი ორგანიზებულ, მეორე კი ინდივიდუალურ პრეზენტაციებს დაეთმობა. ამასთანავე, სიმპოზიუმის ძირითადი პროგრამის დაწყებამდე გაიმართება სატელიტური და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სესიები, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში და გაიფართოვებენ პროფესიულ სანაცნობო წრეს.

    სიმპოზიუმში მონაწილეობისთვის საჭიროა მოამზადოთ აბსტრაქტი, რომელიც მეხუთე სიმპოზიუმის ქვეთემებს ეხმიანება:

    1. მდგრადი განვითარების მიზნები, როგორც სტიმული მრავალსექტორული ქმედებისთვის
    2. პოლემიკა და პრაგმატულობა: კერძო სექტორის ჩართვა ჯანდაცვის საყოველთაოობის მისაღწევად
    3. არავის ვტოვებთ მიღმა: ჯანდაცვის სისტემები ყველასთვის
    4. საზოგადოების საჭიროებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემები: საზოგადოებრივი საჭიროებები ხშირად ჯანდაცვის სისტემების უხილავ დონეებზე ვლინდება
    5. სხვა (თუ გაქვთ ინოვაციური კვლევითი გამოცდილება და გსურთ გააცნოთ მსოფლიო საზოგადოებას, გთხოვთ აბსტრაქტი წარმოადგინოთ „სხვა“ კატეგორიით).

    აბსტრაქტი შეგიძლიათ წარადგინოთ როგორც  ინდივიდუალური ისე ორგანიზებული სესიებისთვის.

    • თუ გსურთ აბსტრაქტი წარადგინოთ ინდივიდუალური მოხსენებისთვის, შეგიძლიათ შინაარსი მოამზადოთ სტატიის, პოსტერის ან მულტიმედია პრეზენტაციის სახით და შეკიდოთ ბმულზე 2018 წლის 5 მარტამდე. აბსტრაქტის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.
    • თუ სურვილი გაქვთ სიმპოზიუმზე წარსდგეთ ორგანიზებული სესიით, შეგიძლიათ განაცხადი მოამზადოთ „მონაწილეობითი“ ფორმატით ან აუდიტორიას წარუდგეთ, როგორც პანელისტი. ორგანიზებული აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 იანვარი. შინაარსის შეკიდება შეგიძლიათ ბმულზე. აბსტრაქტის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.

    იჩქარეთ, აბსტრაქტების მიღება უკვე დაწყებულია!

    საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ფონდი კურაციო დაგეხმარებათ თქვენს მიერ მომზადებული აბსტრაქტი სწორად შეუსაბამოთ სიმპოზიუმის თემებს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კურაციოს კვლევითი განყოფილების მენეჯერს მაია უჩანეიშვილს m.uchaneishvili@curatio.com. სიმპოზიუმის და გლაბალური ჯანდაცვის სისტემების წევრობასთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ გლობალური სისტემების კოორდინატორს ნანუკა ჯალაღონიას n.jalaghonia@curatio.com.

    თუ ამ ეტაპზე არ ხართ დაინტერესებული აბსტრაქტის წარდგენით, მაგრამ გსურთ შეუერთდეთ სიმპოზიუმის ერთი კვირიან პროგრამას, როგორც მსმენელი, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ განთავსდება სიმპოზიუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

    ხოლო თუ გსურთ სიმპოზიუმზე წარსდგეთ, როგორც ორგანიზაცია ან კვლევითი ინსტიტუტი, HSG გთავაზობთ სარეკლამო სივრცეს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა  ჯანდაცვის მსოფლიო აუდიტორიას გააცნოთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის და მიღწევების შესახებ. დეტალური ინფორმაცია სარეკლამო სივრცესთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება სიმპოზიუმის ვებ-გვერდზე.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”30″][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][/vc_column][/vc_row]

  • სტატია: აივ-ინფექციიის პრევალენტობა და რისკ ფაქტორები ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებელთა შორის, საქართველოში

    [vc_row][vc_column][vc_column_text]

    ახალი სტატია საუბრობს აივ-ინფექციის გავრცელებასა და მასზე მოქმედ რისკ ფაქტორებზე საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის. სტატია ახლახანს გამოქვეყნდა რეფერირებად ჟურნალში – The Journal of Infection in the Developimg Countries – კურაციოს მკვლევარების ნათია შენგელიას, ივდითი ჩიქოვანის და ლელა სულაბერიძის ავტორობით.

    საქართველოში, ისევე როგორც დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ინექციური ნარკოტიკების მოხმარება აივ-ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. ავტორებმა 2014-2015 წლებში საქართველოს 7 ქალაქში ჩატარებული ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლინეს აივ-ინფექციის გავრცელებაზე მოქმედი ფაქტორები, რომლისთვისაც გამოიყენეს ბივარიაციული და მულტივარიაციული რეგრესიული ანალიზი.

    კვლევამ სტატისტიკურად სარწმუნო კავშირები გამოავლინა აივ-ინფექციის პოზიტიურ  სტატუსსა და ნარკოტიკების მოხმარების ისტორიას, პირველი ინექციის ასაკს, უსაფრთხო სქესობრივ ქცევასა და პრევენციული პროგრამებით მოცვას შორის. აივ-ინფექციის გავრცელება ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში სტაბილურად დაბალია. კვლევამ აჩვენა, რომ პრევენციულ ინტერვენციებს დადებითი გავლენა აქვს აივ-პოზიტიური ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა სქესობრივ ქცევაზე, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინმ-თა დიდი ნაწილი კვლავ არ არის მოცული პრევენციულ პროგრამებით. ზიანის შემცირების პროგრამებისთვის დამატებითი გამოწვევაა რისკ ჯგუფის წარმომადგენლების საცხოვრებელი გარემოს ცვლა და პრევენციული პროგრამების მუდმივობის შენარჩუნებაა. უსაფრთხო ქცევის პრაქტიკა შეიძლება გაუარესდეს ინოვაციური პრევენციული პროგრამების შეწყვეტის შემთხვევაში.

    ჩამოტვირთეთ სტატია სრულად.

    სტატია ასევე ხელმისაწვდომია პლატფორმა ResearchGate -ზე.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”30″][/vc_column][/vc_row]