Designup

ტუბერკულოზი – როგორ ავიცილოთ 280 მილიონიანი ყოველწლიური ზარალი?

[vc_row][vc_column][vc_simple_slider ids=”5661″][vc_column_text]ფოტო: ვახო ხეთაგური[/vc_column_text][vc_column_text]

ავტორი: ანა ჟულინა

მიკრობების  რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და ეს გამოწვევა საქართველოს წინაშეც დგას.

საქართველოში რეზისტენტული ფილტვის ტუბერკულოზი დიდი პრობლემაა, რადგან ამგვარი ფორმა აღენიშნება ყოველი ათი ახალი შემთხვევიდან ერთ პაციენტს, ხოლო ყოველი ადრე ნამკურნალევი ათი პაციენტიდან – ოთხს[i] .

რეზისტენტული ტუბერკულოზის პრობლემა მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური და ეკონომიკური კუთხით. გარდა იმისა, დაავადება ყოველწლიურად მრავალი ადამიანის სიცოხლეს იწირავს, რეზისტენტული ტუბერკულოზი ეკონომიკური კუთხით ორმხრივ გვაზარალებს:

– პირველი: ამგვარი პაციენტების მკურნალობა თითქმის სამჯერ უფრო ძვირია[ii], ვიდრე რეგულარული ტუბერკულოზისა. რაც ზრდის სახელმწიფოსა და პაციენტის დანახარჯებს;

– მეორე მხრივ, დაავადება ხანგრძლივ შრომისუუნარობას იწვევს ანუ: გაცდენილი შრომადღეები, ვერ შექმნილი დოვლათი და ა.შ.

გლობალური კომპანიის KPMG-ის 2016 წელს გაკეთებული ეკონომიკური ანალიზის თანახმად, რომელიც ამავე ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშს[iii] ეფუძნება, რეზისტენტული ტუბერკულოზის გამო საქართველოს ეკონომიკა წელიწადში დაახლოებით 285 მლნ აშშ დოლარს დაკარგავს, რაც წლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,25 პროცენტია.

ამ ყველაფრის თავიდან აცილების რეცეპტი ასეთია: ავიღოთ მთავრობის მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზის ეფექტური პროფილაქტიკა, დავუმატოთ არსებული შემთხვევების დროული გამოვლინება/დიაგნოსტირება და ეფექტური მართვა, ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება, სამედიცინო პერსონალი და რიგითი მოქალაქეები. ადექვატურად შევაფასოთ გატარებული ღონისძიებების ეფეტურობა და დროულად შევაფერხოთ რეზისტენტული ფორმების გავრცელება. შედეგად მივიღებთ ტუბერკულოზით ნაკლებ ავადობას და მნიშვნელოვნად შემცირებულ ეკონომიკურ დანაკარგს.

 

[i] რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში

[ii] საქართველოს მთავრობის დადგენილება #308 2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

[iii] The global economic impact of anti-microbial resistance KPMG LLP[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][/vc_column][/vc_row]