Designup

Author: Luka S

  • ფონდი 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქვეყნებს პუბლიკაციას ჯანდაცვის რეფორმირების ისტორიაზე, 2014

    საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოამზადა პუბლიკაცია “ჯანადცვის 20 წელი”, იგი აღწერს იმ ძირეული მოვლენების თანმიმდევრობას, რომლებიც სფეროში საბჭოეთის ნგრევიდან დღემდე მიმდინარეობს და ქმნის ჯანდაცვის სფეროს ისტორიას.

    მოყვანილი ფაქტობრივი ინფორმაცია ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან გამოცემას, რომელიც თავს უყრის ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და იმ ადამიანების მონათხრობს, რომლებიც ამა თუ იმ ცვლილებების ინიციატორები, განმახორციელებლები ან მოწმენი იყვნენ. თხრობას თან ერთვის დოკუმენტური ფოტომასალა და ინფოგრაფიკები, რაც მკითხველს 20 წლის სურათის წარმოსახვაში დაეხმარება.

    იხილეთ პუბლიკაცია სრულად.

     

    ასევე იხილეთ ანიმაცია პუბლიკაციის შიგთავსის შესახებ:

     

  • CIF Celebrated the 20th Anniversary

    On September 19, Curatio International Foundation celebrated the 20th anniversary. Alongside with our work it turned 20 years from Georgian healthcare system reforming start up, after collapse of Soviet Union. CIF celebrated the anniversary together with the people who were healthcare reform initiators, developers or the witnesses.

    The evening was also attended by the Minister of Labour, Health and Social Affairs, Mr. David Sergeenko and former ministers: Avtandil Jorbenadze, Amiran Gamkrelidze, Gigi Tsereteli, Alexander Kvitashvili and Andrew Urushadze.

    During the evening short movie summarizing post-Soviet health system reforms was represented to the audiance and held presentation of publication ‘20 Years of Healthcare’.  CIF annual fellowship certificate was awarded to 2014-2015 year’s winner Ana Tatulashvili.

     

  • რუსთავი 2- სერთაშორისო ფონდი 'კურაციო' დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

    2014 წლის 19 სექტემბერს საერთაშორისო ფონდმა  ‘კურაციომ’ დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იქნა ჯანდაცვის სისტემის რერფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპების შემაჯამებელი ფილმი და ასევე მოხდა  პუბლიკაციის “ჯანდაცვის 20 წელი” პრეზენტაცია.

    ნახეთ რუსთავი 2-ის სიუჟეტი.

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მესამე ტალღა

    საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და გთავაზობთ „საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის“, მესამე ტალღის შედეგებს, რომელიც მოიცავს ექვს თვიან პერიოდს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით.

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი ტრადიციულად, ცდილობს შეაფასოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენები და მათი სავარაუდო გავლენები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

    ბარომეტრის მესამე ტალღაში ყურადღება გამახვილებულია სახლემწიფო დაფინანსების ადეკვატურობაზე, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასებზე, ასევე მოსახლეობის ფინანსურ დაცულობასა და კერძო სადაზღვევო სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე. სპეციალისტთა მოსაზრებები შედარებულია სახელმწიფოს ოფიციალურ მონაცემებსა და სფეროში არსებულ სხვა კვლევებს, რათა ნათელი გახდეს, რამდენად დაახლოებულია სპეციალისტთა მოსაზრებები დარგში მიმდინარე პროცესებთან. ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები არიან სამინისტროების, სამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, სადაზღვევო კომპანიების და კვლევითი ჯგუფების წარმომადგენლები.

    ბარომეტრის ძირითადი მიგნებები
    • 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო დანახარჯი ჯანდაცვაზე, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას;
      • NDI-ს მიერ 2014 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში”- თანახმად მოსახლეობის 40% აღნიშნავს სამედიცინო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას
      • საქსტატის მონაცემებით, გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. თუმცა, ფინანსური დაცულობის კუთხით სოფლის მოსახლეობის მდგომარეობა 2013 წელს წინა წელთან შედარებით გაუარესდა.
    • სრულად რომ დაფინანსებულიყო 2013 წლის „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ 48%-ით დაფინანსდა, საფიქრებელია, რომ მოსახლეობის ფინანსური დაცულობის მხრივ, საზოგადოება ალბათ უკეთეს შედეგს მიიღებდა;
    • მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ კერძოდ დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდებოდა, 2012-2013 წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 117,000 ადამიანით ანუ (20%-ით) შემცირდა და ეს ხალხი ტვირთად სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვა;
    • 2014 წლისთვის მნიშვნელოვნადაა გაზრდილი „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ რისკები, რადგან:
      • 117,000 ადამიანით არის გაზრდილი პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც ადრე კერძოდ იყო დაზღვეული და მოსალოდნელია, რომ კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს 2014 წელს და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობის დაფინანსება დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს;
      • 2014 წლის აპრილის მონაცემებით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობაზე ფასები გაიზარდა 7.1%-ით და მედიკამენტებზე 6.8%-ით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პროგრამის 2014 წლის ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას;
      • დაბოლოს, 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც 12 თვეს მოიცავს 5.5%-ით ნაკლებია, ვიდრე იგივე პროგრამის 2013 არასრული წლის ბიუჯეტი, თუმცა იგი შესადარისია იმ დანახარჯისა, რომელიც მთავრობამ რეალურად დახარჯა 2013 წელს.

    მეტი: იხილეთ ბარომეტრის ანგარიშში.

  • Mental Health Care in Georgia, 2014

    [vc_row][vc_column][vc_column_text]In 2014 Curatio International Foundation conducted a study on financial barriers of the mental health system. The study employed qualitative research methods, as well as literature review and secondary data analysis.

    CIF prepared a policy brief document, which presents main barriers existing at the different levels of the system creating access problems to adequate and quality services for the population.

    Read the document >>[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”30″][vc_simple_slider ids=”5810″][ultimate_spacer height=”30″][/vc_column][/vc_row]

  • ტვ 3 – საერთაშორისო ფონდი 'კურაციო' დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

    2014 წლის 19 სექტემბერს საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იქნა ჯანდაცვის სისტემის რერფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპების შემაჯამებელი ფილმი და ასევე მოხდა პუბლიკაციის “ჯანდაცვის 20 წელი” პრეზენტაცია.

    ნახეთ ტელეკომპანია ‘ტვ 3’-ის სიუჟეტი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევაზე ომით დაზარალებულ მოსახლეობაში, 2014

    2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური  ბარიერები შეისწავლა. იხილეთ საზოგადოებრივი არხის სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.

     

     

  • ტელეკომპანია იმედის სიუჟეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევაზე ომით დაზარალებულ მოსახლეობაში, 2014

    2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. იხილეთ ტელეკომპანია იმედის სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.

     

     

  • ტელეკომპანია კავკასიას სიუჟეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევაზე ომით დაზარალებულ მოსახლეობაში, 2014

    2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. იხილეთ ტელეკომპანია “კავკასიას” სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.

     

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევაზე ომით დაზარალებულ მოსახლეობაში, 2014

    2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული ფინანსური  ბარიერები შეისწავლა. იხილეთ საზოგადოებრივი არხის სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე.