Designup

სტატია: ამბულატორიული სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტორების კვლევა

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაანალიზა  ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და დანახარჯების კვლევის ორი ტალღა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს WHO-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ჩვენ შევისწავლეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე საქართველოში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო მიგნება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ადეკვატური ამბულატორიული პაკეტის ფორმირებისთვის.

  1. შინამეურნეობების შემოსავალი კავშირშია სერვისების მოხმარებასთან მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები მეტად იყენებენ ამბულატორიულ სერვისებს, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონენი;
  2. ჯიბიდან გადახდები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია სერვისების გამოყენებისთვის, კერძოდ სერვისის ღირებულების ერთი ლარით გაძვირება 2%-ით ამცირებს ამბულატორიული სერვისების მოხმარებას;
  3. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ნაკლებად მოიხმარენ ამბულატორიულ სერვისებს – ჯანმრთელობის მწვავე პრობლემის მქონე პაციენტებთან შედარებით მათი მიმართვიანობა 2-ჯერ ნაკლებია;
  4. ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე ასევე გავლენას ახდენს ასაკობრივი ფაქტორი -45-დან 64 წლამდე ადამიანები ნაკლებად მოიხმარენ ამბულატორიულ სერვისებს და მეტად მიმართავენ თვითმკურნალობას.

ზემოხსენებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია ამბულატორიული სერვისების მორგება მოსახლეობის საჭიროებებზე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 2017 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გასაუმჯობესებლად თუ ზედმიწევნით უპასუხებს იმ საჭიროებებს რომელიც მოსახლეობას აქვს ამბულატორიულ სერვისებთან მიმათებაში და რომელიც კვლევის შედეგებშია წარმოჩენილი.

[vc_button url=”http://curatiofoundation.org/wp-content/uploads/2017/05/12961_2017_Article_197.pdf” text=”გადმოწერეთ სტატია სრულად” size=”” align=”left” type=”primary” outlined=”0″ icon=”” target=”_blank”]

 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *