Designup

საკონფერენციო აბსტრაქტი: რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევა, პოლიტიკის ცვლილებისთვის

კურაციოს მკვლევარების ლელა სულაბერიძისა და ივდითი ჩიქოვანის ავტორობით მომზადებული აბსტრაქტი წარდგენილი იქნა ფილტვის დაავადებათა თემაზე მიძღვნილ რიგით 48-ე საერთაშორისო კონფერენციაზე (Union2017), რომელიც 11-14 ოქტომბერს მექსიკის ქალაქ გვადალახარაში გაიმართა.

აბსტრაქტი ეფუძნება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევას, რომელიც საქართველოში 2016 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტებში ტუბერკულოზის მკურნალობის უწყვეტობაზე მოქმედებს ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები და ასევე სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.

კვლევის შედეგები დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს განავითარონ ეფექტური სტრატეგია მკურნალობის გამოსავლების გასაუმჯობესებლად რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. კვლევის შედეგები საინტერესო იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, სადაც ტუბერკულოზის ტვირთი ასევე მაღალია.

კვლევის ანგარიში და პოლიტიკის ნარკვევი ხელმისაწვდომია ბმულზე.

ჩამოტვირთეთ  აბსტრაქტი.