სტატია საუბრობს ჯანმრთელობის სისტემის ბარიერებზე საქართველოში, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებთან იძულებით გადაადგილებული პირების წვდომას ზღუდავს. სტატია BMC Health Services Research -ში გამოქვეყნდა და მისი ავტორები ფონდ კურაციოს მკვლევარები არიან რამდენიმე კოლეგასთან ერთად: ადრიან მერფი, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი, ნინო მახაშვილი და ბაიარდ რობერტსი.
კვლევისთვის სწრაფი შეფასების მეთოდი გამოიყენეს, რათა გამოევლინათ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ბარიერები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. კვლევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოავლინა როგორიცაა, ფსიქიკური საჭიროებების არასაკმარისი დაფარვა, გამოვლენის და რეფერალის სისუსტეები, ადამიანური რესურსების ნაკლებობა, გაუმართავი საინფორმაციო სისტემა, პაციენტის ჯიბიდან გადახდები და სტიგმა.
წაიკითხეთ სტატია სრულად.