8-30 იანვარს, საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ პროექტის მენეჯერები, ქალბატონი ქეთი გოგუაძე და ქალბატონი ივდით ჩიქოვანი ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში გამართულ 2010 წლის ჯანდაცვის მსოფლიო საინფორამციო ფორუმზე საქართველოს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების თაობაზე მოხსენებით გამოვიდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო საინფორმაციო ფორუმს მასპინძლობდა ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელი (Health Metrics Network (HMN)) და პრინც მაჰიდოლის პრემიის კონფერენცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, როკფელერის ფონდის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. მასში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები, მთავრობის წარმომადგენლები, დონორები და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესებაში დაინტერესებული სხვა ორგანიზაციები. მიყევით ლინკს 2010 წლის ჯანდაცვის მსოფლიო საინფორმაციო ფორუმის და ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ან იხილეთ პოსტერი.