Designup

ჟურნალ BMC-ში გამოქვეყნდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ საქართველოში ჩატარებული რანდომიზებული კვლევა – „იმუნიზაციის პროგრამაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის როლის შედეგები“ .

ჟურნალ BMC-ის დანართში ”საერთაშორისო ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები 2009” საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საერთაშორისო ექსპერტების კვლევითი სტატია „არათანაბარი მოცვა: უთანასწორობის გამოვლენა იმუნზაციის დონის გასაუმჯობესებლად მტკიცებულების დახმარებით“გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა კანადის საერთაშორისო იმუნიზაციის ინიციატივის მეორე ეტაპის (CIII2) ფარგლებში – ოპერაციული კვლევების გრანტები.

საქართველოში, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში მრავალი რეფორმა განხორციელდა, რომლის ნაწილიცაა იმუნიზაციის პროგრამის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ზომები გატარდა იმუნიზაციის მენეჯერების საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, რათა მათ სამედიცინო ობიექტების პერსონალთან მუდმივი კავშირის საშუალებით გააუმჯობესონ პერსონალის მომზადების დონე იმუნიზაციის საკითხებში.

კვლევა ასევე ეხება ისეთ საკითხს, როგორიცაა,ადამიანური რესურსები და მისი მართვა იმუნიზაციის დონის ასამაღლებლად. აღნიშნული მიზნად ისახავს საქართველოში რაიონების დონეზე იმუნიზაციის პროგრამაზე „მხარდამჭერი“ მეთვალყურეობის გავლენის დოკუმენტურად ასახვას.