პროექტი „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალული გეგმა“ დაიწყო 1998 წლის ივლისში და დასრულდა 1999 წლის იანვარში. პროექტი დააფინანსა მსოფლიო ბანკმა, რომლის მთავარ კონტრაქტორს Kaiser Permanente International-ი (აშშ) წარმოადგენდა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მართავდა და ადმინისტრირებას უწევდა საქართველოში განხორციელებულ ყველა ოპერაციას, ხელმძღვანელობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონსულტანტებს და ტექნიკურ დახმარებას უწევდა მათ პროექტის განხორციელებაში. პროექტი მიზნად ისახავდა ჰოსპიტალური სექტორის შეფასებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებების გამოვლენას და ჰოსპიტალური განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას. გაწეული სამუშაოს შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის რესტრუქტურიზაციის გენერალური გეგმა.