15 სექტემბერს, 13 საათზე საერთაშორისო ფონდი კურაციო ვებინარის* ფორმატით წარადგენს მედიკამენტების ფასებისა და ხელმისაწვდომობის კვლევის შედეგებს, რომელიც 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდა.
კვლევის პრეზენტაციას წარადგენს ფონდი კურაციოს აღმასრულებელი დირექტორი და ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე.
ვებინარის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება ორ მნიშვნელოვან საკითხზე : 1. როგორია გენერიული და ბრენდული მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა საქართველოში და რა გავლენა აქვს ამ ფაქტორს მოსახლეობის მკურნალობის ხარჯებზე; 2. როგორ უპასუხა ქართულმა ფარმაცევტულმა სექტორმა რეცეპტების შემოღების რეფორმას.
ბოლო 30 წუთის განმავლობაში ბ-ნ გიორგი გოცაძე პასუხს გაგცემთ ონლაინ რეჟიმში დასმულ შეკითხვებზე.
ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე.
გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ კვლევას და მოგვწეროთ თქვენი ინტერესების შესახებ ან შეავსოთ გამოკითხვა ფეისბუკის გვერდზე.
ვიდეო-კომენტარები კვლევის ირგვლივ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
*ვებინარი – ონლაინ სემინარი. ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.