Designup

ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია და დანახარჯები, ქრონიკული და მწვავე მდგომარეობის პაციენტებისთვის საქართველოში: არის თუ არა პროგრამის სარგებელი დიზაინის შესაბამისი

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა BMC Health Services Research გამოაქვეყნა სტატია „ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია და დანახარჯები, ქრონიკული და მწვავე მდგომარეობის პაციენტებისთვის საქართველოში: არის თუ არა პროგრამის სარგებელი დიზაინის შესაბამისი “. სტატიის ავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ექსპერტები არიან.

სტატია აღწერს, თუ როგორ ზემოქმედებს ჯანდაცვის სერვისების მოხმარებასა და დანახარჯებზე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამა.

კვლევამ აჩვენა, რომ პროგრამამ მეტი სარგებელი მოუტანა ჯანმრთელობის მწვავე პრობლემის მქონე პაციენტებს, როგორც სერვისების მოხმარების, ისე მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების შემცირების თვალსაზრისით, მაშინ, როცა ქრონიკული პაციენტები სარგებელს მხოლოდ გამწვავების პერიოდში იღებდნენ.

საყოველთაო მოცვის მისაღწევად, მნიშვნელოვანია პროგრამის დიზაინში
გათვალისწინებული იყოს ქრონიკული პაციენტების საჭიროებები სახელმწიფოს მხრიდან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია საერთაშორისო ფონდი კურაციოს Research Gate-ის გვერდზე.