Designup

17 წელი საერთაშორისო ფონდ კურაციოს სამსახურში: ქეთევან ჩხატარაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს

[vc_row][vc_column width=”1/1″][vc_column_text]ქალბატონი ქეთევანი საერთაშორისო ფონდ კურაციოს გუნდს 2000 წელს შემოუერთდა, ხოლო 2002 წელს დირექტორთა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩია. ამ ხნის მანძილზე, კურაციო აღმოცენდა, როგორც ჯანდაცვის სისტემებზე კონცენტრირებული, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაცია და ერთერთი წამყვანი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ქალბატონმა ქეთევანმა, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა, კურაციოს გუნდთან ერთად ხელი შეუწყო ფონდის საქმიანობის გეოგრაფიულ გაფართოვებას და ამის შედეგად ფონდმა 28 ქვეყანაში განახორციელა სხვადასხვა სახის პროექტი. დღეისთვის ორგანიზაციის ექსპერტიზა სრულად მოიცავს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემის განვითარებისთვის საჭირო თითქმის ყველა სფეროს რაზეც ორგანიზაციის განვლილი გზა და განხორციელებული პროექტების მრავალფეროვნება მოწმობს.

ამავე პერიოდში გაიზარდა საერთაშორისო ფონდი კურაციოს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი და დღეისათვის ფონდი რამდენიმე ათეულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს მსოფლიოში და ასევე ასრულებს ჯანდაცვის გლობალური სისტემების სამდივნოს როლს.[/vc_column_text][ultimate_spacer height=”25″][vc_simple_slider ids=”5889″][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”25″][vc_column_text]ქალბატონი ქეთევანი მართალია ტოვებს პრეზიდენტის თანამდებობას პროფესიული ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის გამო, მაგრამ რჩება ჯანდაცვის სფეროში და გააგრძელებს მუშაობას დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში. საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლიერებას გამოხატავს და წარმატებას უსურვებს ქალბატონ ქეთევანს პროფესიული ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე და იმედს გამოთქვამს რომ 17-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

2017  წლის 1 ნოემბრიდან,  დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის თანამდებობას საერთაშორისო ფონდი კურაციოს ერთერთი დამფუძნებელი და 1996 წლიდან ფონდის დირექტორი – ბატონი გიორგი გოცაძე დაიკავებს, რომელიც ამავე დროს გააგრძელებს ჯანდაცვის გლობალური სისტემების აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციის შეთავსებას.[/vc_column_text][ultimate_spacer height=”25″][/vc_column][/vc_row][vc_section][/vc_section]