[vc_row][vc_column width=”1/1″][vc_column_text]9 აგვისტოს საერთაშორისო ფონდი კურაციო ტუბერკულოზის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა მიმდინარე პროექტის –„ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება“ – ფარგლებში ჩატარდება, რომელიც საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის პროვაიდერების ანაზღაურების წამახალისებელი სისტემის შემუშავებაში ეხმარება. შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ ინტერვენციის დიზაინის კონცეფციას და მოვისმენთ დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებებს, კონცეფციის დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით.
ინტერვენციის დოკუმენტის შესაქმნელად, გასულ კვირას კურაციოს სტუმრობდნენ პროექტში ჩართული პარტნიორები დედოფალ მარგარეტის უნივერსიტიდან და ანტვერპის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტიდან.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”20″][vc_column_text][/vc_column_text][ultimate_spacer height=”20″][vc_column_text]48 თვიანი ხანგრძლივობის კვლევითი პროექტით მოპოვებულ მტკიცებულებები ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის სფეროში პროვაიდერებისთვის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემის რეფორმის შემუშავებას და შეაფასებს სისტემური ცვლილების გავლენას ტუბერკულოზზე მკურნალობის დამყოლობის მაჩვენებელზე.
კვლევის შედეგები ასევე სასარგებლო იქნება სხვა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ტუბერკულოზის მართვის ანალოგიური – ვერტიკალური სისტემა მუშაობს (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ასევე ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები).
პროექტი დაფინანსებულია Joint Health Systems Research Initiative-ის მიერ, Department for International Department, Economic and Social Research Council, Medical Research Council და Wellcome Trust.- ის მხარდაჭერით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][ultimate_spacer height=”20″][/vc_column][/vc_row]