Designup

ქრონიკული დაავადებების მართვის შეფასება დაბალი შემოსავლის ქვეყნებში მულტიმეთოდური სწრაფი შეფასების მეთოდით

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჟენევის 2012 წლის ჯანდაცვის ფორუმზე წარადგინა კვლევის წინასწარი შედეგები, რომელიც აფასებს ჯანდაცვის სისტემებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში დიაბეტის მართვის თვალსაზრისით. მულტიმეთოდური და სწრაფი შეფასების მეშვეობით შესწავლილ იქნა არაგადამდები დაავადებების (დიაბეტის) მართვა ხუთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.

კვლევის მიზანია ძირითადი პრობლემების განსაზღვრა და პრაგმატული პოლიტიკური შეთავაზებების მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ხარვეზების გამოსწორებას. კვლევა ხორციელდება მე-7 ჩარჩო პროგრამის მხარდამჭერით მიმდინარე HITT-CIS პროექტის ფარგლებში.

ავტორები: დინა ბალაბანოვა, მარტინ მაკკი, ივდითი ჩიქოვანი, ოქსანა ივანუტო. პრეზენტაცია წარადგინა ივდითი ჩიქოვანმა.

ნახეთ ინფორმაცია ჟენევის ჯანდაცვის ფორუმის ვებგვერდზე.