Designup

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფონდმა მოამზადა მოკლე ფილმი საქართველოს ჯანდაცვის რეფორმირების 20 წლიან ისტორიაზე, 2014

დაარსებიდან 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფონდმა მოამზადა ვიდეოკლიპი, რომელიც ასახავს პოსდსაბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ისტორიას. პროცესის მნიშვნელოვან ეტაპებზე უშუალოდ რეფორმების განმახორციელებელნი და იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყვებიან, რომლებმაც მნივნელოვანი წვლილი შეიტანეს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში: ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2001-2003 წლებში, აკაკი ზოიძე- საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 2001-2003 წლებში, გიორგი გოცაძე – საერთაშორისო ფონდ ‘კურაციოს’ დირექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2008-2010 წლებში, სტივენ ჰეიკინი- აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი, დანდან ჩენი-მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის, განათლების და სოციალური საკითხების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში.

მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ფილმში მონაწილეობისათვის.