ხართ ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტი? თუ ასეა, უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ სტიპენდია 250 ლარის ოდენობით თვეში.
2009 წლიდან საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დაიწყო სტიპენდიების გაცემა საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების, ჯანდაცვის ორგანიზაციის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტებისათვის. საწყის ეტაპზე საპილოტო პროექტი განხორციელდება თბილისში.
საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ სასტიპენდიო პროგრამა ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტების მხარდამჭერი პირველი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს:
წარჩინებული ბაკალავრი სტუდენტების საზოგადოებისთვის გაცნობას
ჯანდაცვის ორგანიზაციის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის სპეციალობის პოპულარიზაციას.
სტუდენტების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
უნდა იყოს ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი;
კანდიდატი მოტივირებული უნდა იყოს გახდეს არჩეული საქმის პროფესიონალი;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეკომენდაციები.
სტიპენდიის მინიჭების პირობები:
სტიპენდია გაიცემა წელიწადში ერთ სტუდენტზე;
სტიპენდია შეადგენს 250 ლარს თვეში;
სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის დასაწყისში, 1 სექტემებერს.
აღნიშნული ინიციატივა გაზრდის სტუდენტების მოტივაციას გახდნენ ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის პროფესიონალები. სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად, საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ შექმნის სპეციალურ ვებგვერდს, სადაც გამოქვეყნდება ინფორმაცია სტიპენდიანტების შესახებ. ვებ გვერდი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს გაეცნონ ჯანდაცვის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებს. მასზე განთავსებული იქნება სტუდენტებისთვის სასარგებლო ლინკები.