„პოპულაციის ზომის შეფასება მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან (მსმ)“ ეს არის კვლევა, რომლის შესახებაც შიდსის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მერვე კონფერენციაზე სახელწოდებით „აივ პათოგენეზი, მკურნალობა და პრევენცია“ , იმსჯელეს და კვლევის მიგნებები გააცნეს ფართო საზოგადოებას. კვლევა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2014 წელს, ქალაქ თბილისში ჩაატარა. მკვლევართა გუნდმა კვლევის პროცესში გამოიყენა ინოვაციური მეთოდი, კერძოდ მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდი, რომელიც ემყარება ქსელურ შერჩევას. აღნიშნული მეთოდი პირველად იქნა გამოყენებული მსმ-ებში, მცირე მოდიფიკაციით თავდაპირველი ვარიანტისგან.
მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდით მიღებული შედეგები სრულ თანხვედრაშია სხვა უკვე კარგად ცნობილი პოპულაციის ზომის შეფასების მეთოდებით მიღებული შედეგების მედიანურ მაჩვენებელთან.
როგორც კვლევამ ცხადყო, მსმ პოპულაციის ზომის შეფასება აღნიშნული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელი, მარტივი და ხარჯთ-ეფექტურია და შესაძლებელია მისი გამოყენება მომავალში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პრეზენტაცია და ბანერი, რომელიც კონფერენციაზე წარსდგა.