Designup

პოლიტიკის და პოლიტიკის ციკლის ტრენინგის შეჯამება

საქართველოში გრძელ-ვადიანი რეფორმების წამოწყების შედეგად გაჩნდა დიდი მოთხოვნა მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას შორის თანამშრომლობაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებათა მოპოვების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკისადმი მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით.

საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „კურაციომ“, რომელიც მუდმივად ცდილობს განავითაროს არასამთავრობო ორგანიზაციების უნარი უზრუნველყონ მტკიცებულებები პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ორგანიზება გაუკეთა 20 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეკრებას ბაზალეთში. ღონისძიება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით” ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია განავითაროს არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებულებების მიწოდების უნარი მთავრობის მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში. პროექტის ხორციელდება საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ. ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსი (AHPSR) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.

ამბობენ, რომ თუ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა გსურს მისი შემუშავების პროცესში უნდა ერკვეოდე.

შესაბამისად ტრენინგი პოლიტიკის და პოლიტიკის ციკლის შესახებ მიზნად ისახავს დაეხმაროს ტრენინგის მონაწილეებს ეფექტიანად ჩაერთონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ძირითადი აქცენტი კეთდება დღის წესრიგის განსაზღვრის პროცესის გაცნობაზე და პოლიტიკის შემუშავების საფეხურებზე.

კურსის მოდული ორი ნაწილისგან შედგება: ტრენინგის პირველი ნაწილი, რომელიც ზაფხულში გაიმართა, თეორიული ხასიათის იყო და ეხებოდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის საკითხებს; მასმედიის გავლენას საკითხების ადვოკატირებაში; საჯარო პოლიტიკას და ბიუჯეტურ ციკლს, გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ ჩარჩოებს. ტრენინგი ჩაატარეს მაღალკვალიფიციურმა ექსპერტებმა.

კურსის მეორე ნაწილი, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდა, ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირების საკითხების უფრო ფართო და ინტერაქტიულ განხილვას მიეძღვნა. სესიის განმავლობაში ჩატარებულმა ჯგუფურმა მსჯელობამ და გუნდურმა პრეზენტაციებმა მონაწილეებს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის დემონსტრირების შესაძლებლობა მისცა, სახელდობრ:

მეორე ნაწილი ეძღვნებოდა ა) საბაზისო კვლევის შედეგების წარმოდგენას იმის გასაანალიზებლად თუ რამდენად აქვთ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკმარისი შესაძლებლობები, ცოდნა და სოციალური ქსელი საქართველოში პოლიტიკის შემუშავების პროცესზე გავლენის მოსახდენად; 2 ) პრეზენტაციის მომზადებას საქართველოში ერთ-ერთ უკიდურესად მნიშვნელოვან რეფორმაზე ჯანდაცვის სფეროში – ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა; 3) ჯგუფურ განხილვებს სხვადასხვა პოლიტიკურ გარემოში პოლიტიკის შემუშავების პროცესის აღსაქმელად და მათ შესადარებლად (მაგ.: დიქტატურა — ჩილე; არჩევითი დემოკრატია : მექსიკა & კოლუმბია; დემოკრატიული რეჟიმები – აშშ; და საქართველო), 4) მომავალში გასატარებელ ღონისძიებებზე შეთანხმებას, რის შედეგადაც შეიძლება გაძლიერდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ხარისხიანი მტკიცებულებების მოპოვების და მათი პოლიტიკის შემუშავების პროცესში გამოყენების უნარი.

პროექტის ფარგლებში შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ორი ქსელის წარმომადგენლები. კურსის დასასრულს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათი ხედვა და მოსაზრებები ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“, „ღია საზოგადოება – საქართველო“ , საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტა ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია, ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ბრიტანეთი-საქართველოს პროფესიული ქსელი, საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”, „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“.