“სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით” პროექტის განხორციელებით საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მიზნად ისახავს განავითაროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შესაძლებლობები ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც ა) მტკიცებულებაზეა დაფუძნებული ბ) ჯდება საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტში და გ) პასუხობს საზოგადოების ინტერესებს.
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ სურს, რომ ზემოთ აღნიშნულ მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციების ორი ქსელის (საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ალიანსი „საზოგადოებრივი დაფინანსების გამჭირვალობისთვის“ და „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“) დაახლოებით და მათ მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში მტკიცებულებით უზრუნველყოფის შესაძლებლობების გაუმჯობესებით მიაღწიოს. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის და „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით.
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჩაატარა ტრენინგი მტკიცებულების მოძიებასა და მოპოვებაზე. ტრენინგის მოდული მიზნად ისახავდა პარტნიორი კოალიციების ანალიტიკური და კვლევითი სამუშაოების წარმატებით განახორციელების შესაძლებლობების გაზრდას მათ მიერ ეროვნულ და საერთაშორისო მტკიცებულებების წყაროებზე (მონაცემთა ბაზები, სამეცნიერო ჟურნალები, სპეციალური ლიტერატურის საცავები, სამთავრობო ანგარიშები, ინტერნეტი და ა.შ.) წვდომის გაუმჯობესების საშუალებით. ტრენინგი მოამზადა და ჩაატარა საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ლევან ცუცქირიძემ. მან მიაწოდა ინფორმაცია ტრენინგის მონაწილეებს თუ სად და როგორ შეიძლება მოიძიონ მტკიცებულება; მოდულში ძირითადად ყურადღება დაეთმო ზოგადი და სპეციალიზებული ძებნის სისტემების გამოყენებას, ინფორმაციის უკეთ გაანალიზებას და მოძიებული ინფორმაციის უფრო ეფექტიანად გამოყენებას კვლევის, საინფორმაციო და ანალიტიკური მიზნებისთვის.