Designup

კურაციოს სახელობის 2012-2013 სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებულის დაჯილდოება

25 დეკემბერს, სამშაბათს, 17:30 საათზე, საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’ სტიპენდიანტის პროგრამის 2012-2013 წლების გამარჯვებულს ანა კასრაძეს დააჯილდოვებს.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის სკოლაში (ადმინისტრაციული შენობა, სართული 4, აუდიტორია: 417) გაიმართება.

სტიპენდიის პროგრამის 2012-2013 წლების გამარჯვებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მეორე კურსის მაგისტრანტი ანა კასრაძეა.

დაწესებული სტიპენდია 250 ლარს შეადგენს.

გარდა სტიპენდიისა, ანა კასრაძემ საერთაშორისო ფონდ ‘კურაციო’-ში სტაჟირების შესაძლებლობითაც ისარგებლა