Designup

ვილნიუსში გაიმართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური მდგრადობის და გარდამავალი პერიოდის კოორდინირების საკითხებზე იმსჯელეს

უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა დონორების მიერ ჯანდაცვის სფეროში  პროგრამების დაფინანსება, განსაკუთრებით საშუალო შემოსავლის  ქვეყნებში. ეს ეხება  აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამებსაც, რომლებიც ფინანსდება გლობალური ფონდის მიერ.  ეს ტენდენცია ეჭვ ქვეშ აყენებს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის წინააღდეგ მიმართული პროგრამების მდგრადობას, კერძოდ კი საფრთხე ემუქრება იმ  პროგრამებს, რომლებსაც არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები მაღალი რისკის ჯგუფების მხარდასაჭერად ახორციელებენ. გარდამავალ პერიოდში აქტივობების კოორდინაციის მიზნით, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის ინიციატივით და გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ვილნიუსში (ლიტვა), 20 -21 ოქტომბერს გლობალური სამიტი ჩატარდა.

სამიტის მიზანი იყო დონორთა (გლობალური ფონდი, PEPFAR, ღია საზოგადოების ფონდი, რობერტ კარის ქსელის ფონდი) და ტექნიკური პარტნიორების (გაეროს შიდსის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს მოსახლეობის ფონდის) აქტივობების კოორდინირება რეგიონის ქვეყნებში (განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები) გარდამავალი პერიოდის დაგეგმვის პროცესში.

საერთაშორისო ფონდი კურაციო სამიტის ერთ-ერთი მონაწილე იყო. სამიტის ფარგლებში ორგანიზაციამ  წარმოადგინა გარდამავალი პერიოდის მზადყოფნის შეფასების ჩარჩო და ინსტრუმენტები (TPA), რომლის პილოტირება განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ოთხ  ქვეყანაში (ბელორუსი, ბულგარეთი, საქართველო, უკრაინა)  და ამ დროისთვის კვლევა მიმდინარეობს სომხეთში, მოლდოვაში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. აღნიშნული ინსტრუმენტი შეხვედრაზე წარადგინა ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა, რომელიც  ორგანიზაციის „გარდამავალი პერიოდის დაგეგმვისა  და მდგრადობის” პორტფოლიოს უძღვება.