16 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანულ-ქართულ პროფესიულ ქსელთან (UGPN) თანამშრომლობით უმასპინძლა სადისკუსიო კლუბს ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებაზე, სახელდობრ, იმაზე თუ როგორ შეიძლება მომსახურების ორგანიზება პირველადი ჯანდაცვის დონეზე საავადმყოფოებში და თავშესაფრებში.
დისკუსიები გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით” ფარგლებში, რომლის მიზანია, განავითაროს არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებულებების მიწოდების უნარი მთავრობის მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ. ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის თავჯდომარემ ქალბატონმა მანანა შარაშიძემ პრეზენტაციის დროს ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობა მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხი. მან დამსწრე საზოგადოებას ფსიქიკური ჯანმრთელობის დღევანდელი სისტემა და მასში არსებული პრობლემები გააცნო. ქალბატონმა მანანა შარაშიძემ აგრეთვე წარუდგინა საზოგადოებას – სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციები და განიხილა მოსალოდნელი შედეგები.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა ნიკოლოზ ფრუიძემ მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით 2010 წელს ჯანდაცვის სფერო საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულება გახდება. თავის მხრივ, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
გადაწყდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციები/ექსპერტები, რომლებიც ფართოდ იყენებენ საერთაშორისო გამოცდილებას, შეიმუშავებენ დეტალურ რეკომენდაციებს ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული რეკომენდაციები განიხილება და შეთანხმდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან, იმისათვის, რომ სამინისტრომ ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს.ჯანმრთელობის ასოციაციები/ექსპერტები, რომლებიც ფართოდ იყენებენ საერთაშორისო გამოცდილებას, შეიმუშავებენ დეტალურ რეკომენდაციებს ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული რეკომენდაციები განიხილება და შეთანხმდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან, იმისათვის, რომ სამინისტრომ ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს.