2012 წელს, საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ ჩაატარა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები აივ გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს შორის. შესწავლილ იქნა აივ ინფექციის გავრცელება და სარისკო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს ექვს ქალაქში, ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებში თბილისში, კომერციული სექსის-მუშაკებში თბილისსა და ბათუმში, და პატიმრებში. ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები ბიომარკერის კომპონენტით (Bio-BSS) განმეორებით ტარდება რისკის ჯგუფის წარმომადგენლებში. კვლევების მიზანია, მოხდეს დაკვირვება ეპიდემიის გავრცელებაზე და სარისკო ქცევების ცვლილებაზე, შეფასდეს პრევენციული ინტერვენციები და შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმოს ადეკვატური საპასუხო ღონისძიებები.
კვლევის განხორციელებაში საერთაშორისო ფონდ ‘კურაციოსთან’ ერთად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა” და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
კვლევების საპრეზენტაციო დოკუმენტი ნახეთ აქ.
- აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები პატიმრებს შორის საქართველოში
- აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებს შორის თბილისში
- აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 6 ქალაქში
- აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები სექს-მუშაკებს შორის საქართველოს ორ ქალაქში
- ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციაზე ტესტირების ბარიერების შემსწავლელი კვლევა საქართველოში 2012 წელს