Designup

აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე

29 იანვარს, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც ორგანიზებული იყო ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ. ფორუმი ჩატარდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ქვეყანაში მიმდინარე დიალოგის ფარგლებში. შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა წარადგინეს მათი მუშაობის შედეგები და ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს.

საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” ფორუმზე წარადგინა მოხსენება აივ ინფექციის გავრცელებისა და ტრანსმისიის ტენდენციების შესახებ რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებში. წარმოდგენილი მონაცემები ძირითადად ემყარებოდა ფონდის მიერ სხვადასხვა პერიოდში ჩატარებულ კვლევებს (ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით და პოპულაციის ზომის განსაზღვრა, MOT Study) და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას.

მოხსენების შესახებ ვრცლად იხილეთ პრეზენტაციაში.